რატომ უნდა აიღოს ბიზნესმა სესხი?

ვნახოთ რა შემთხვევაშია რაციონალური ბიზნეს სესხის აღება.

სანამ სტატიას დავიწყებთ, გახარებთ, რომ სესხზე ყოველთვიური შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი შევქმენით. მხოლოდ სესხის ოდენობის, წლიური საპროცენტო განაკვეთისა და სესხის ხანრგძლივობის შეყვანით, კალკულატორი წამებში გეტყვის, თუ რისი ტოლი იქნება შენი ყოველთვიური გადასახადი.

გადადი ლინკზე და გამოიყენე სესხზე ყოველთვიანი შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი.

ალბათ, გაგიგია გამოთქმა, ფულის გასაკეთებლად ფული უნდა დახარჯოო. მართლაც, ბიზნესის გასავითარებლად ათას რამეში გიწევს ფულის დახარჯვა, იქნება ეს დანადგარი, მარკეტინგი, უძრავი ქონება, ტრანსპორტი თუ კიდევ ათასი რამ. ბიზნესი ფულის გარეშე არ ვითარდება, ბიზნესის განვითარების გარეშე კი ფული არ კეთდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეგიძლია მიმართო ქრაუდფანდინგს და მცირე თანხა გადააქციო შემოსავლად წლების შემდგომ, თუმცა აქ კრიზისულ სიტუაციზე ვსაუბრობთ.

პრობლემა ისაა, რომ ამ აუარებელ დანახარჯებთან გამკლავება მცირე ბიზნესებისთვის არც თუ ისე მარტივია და ხშირად შეუძლებელიც კი. რაღაც მანკიერი წრესავით გამოდის, რადგან მცირე ბიზნესებს, როგორც წესი, ბევრი ფული არ აქვთ და თან სწრაფ ზრდის ტემპს საჭიროებენ, რომ კონკურენციას გაუძლონ. მაგრამ, როგორ უნდა გაიზარდონ სწრაფად, თუ ფული არ აქვთ?

ხშირად, ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი, ისეთი რაღაცის გაკეთებაა, რომლის ხსენებაც კი ყველას ეზიზღება - სესხის აღება.

სესხი - საქართველოში ეს სიტყვა უმეტესად უარყოფით გრძნობებთან ასოცირდება – ფინანსური ვალდებულება, ჭარბვალიანობა, ბანკში ჩადებული ქონება და ა.შ. ცხადია, არავინ არ სიამოვნებს ბანკებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან თუ სხვა პირებთან ვალდებულად ყოფნა. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, სესხი, მხოლოდ მაშინ არის ცუდი, როდესაც სასესხო ხელშეკრულებას ვერ ვასრულებთ და საკუთარ თავზე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას ვერ ვუმკლავდებით.

ბიზნესისთვის სესხის აღება შესაძლოა განვითარებისთვისა და ოპერაციული დანახარჯების დასაფარად ერთად ერთი გზა იყოს. ვნახოთ რა შემთხვევაშია რაციონალური ბიზნეს სესხის აღება.

ხშირად, სესხი უფრო იაფია

მოდი, ყველაზე სასიამოვნო მიზეზით დავიწყოთ - ბიზნეს სესხის აღება გადასახადებს შეგიმცირებს და სასურველ აქტივობებს უფრო იაფად დააფინანსებ, ვიდრე კაპიტალით.

როდესაც, კომპანია მოულოდნელ ფინანსურ პრობლემებს აწყდება, ან უბრალოდ განვითარება სურს, ფული სჭირდება. ფულის მოზიდვის კი სულ ორი გზა არზებობს: კაპიტალის გაზრდა (ანუ ბიზნესში საკუთარი ფულის ჩადბა, წილის გაყიდვა და ინვესტიციის მოზიდვა) ან სესხის აღება.

საქართველოში ასევე საკმაო შესაძლებლობები არსებობს გრანტის მისაღებად, რაც ფაქტიურად ნაჩუქარი ფულია - მისი არც უკან დაბრუნება გიწევს და არც საკუთარ წილს ამცირებ ბიზნესში, მაგრამ შემდგომი მსჯელობისათვის, მოდით დავივიწყოთ ეს ვარიანტი, რადგან მაინც შეზღუდულია უფასო სახელმწიფო ფულის მიღება და რეგულარულად ამის გაკეთება თითქმის შეულებელია.

გასაგებია, რომ სესხის აღება არავის უყვარს, თუმცა ზემოთ ხსენებული მიზნებისთვის, სესხი შესაძლოა უკეთესი ვარიანტი იყოს, ვიდრე ინვესტიციის მოზიდვა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნაკლები ფულის გადახდა მოგიწევს მოგების გადასახადის (აქ ლინკი უნდა ჩაისვას მოგების გადასახადის სტატიაზე) სახით.

მართლაც, სესხზე გადახდილი პროცენტი გამოქვითვადია, რაც იმას ნიშნავს, გადახდილი საპროცენტო ხარჯი მოგებას ამცირებს და თუ მოგების გადასახადის გადახდა გიწევს შესაბამისად შეამცირებს გადასახდელ მოგების გადასახადსაც.

საქართველოში ეს ნაკლებად აქტუალურია, რადგან მოგების გადასახადს აუცილებლად არ იხდი და რომც გადაიხადო საკმაოდ დაბალი გადასახადი გვაქვს.

ამასთანავე, როგორც წესი, ინვესტორი უფრო მეტ ფულს მოითხოვს სანაცვლოდ, ვიდრე მსესხებელი. მარტივად რომ ვთქვათ ინვესტიციის “საპროცენტო განაკვეთი” უფრო მაღალია, რადგან ასე რომ არ იყოს, მაშინ ეს ინვესტორიც, ინვესტირების ნაცვლად, თავის ფულს გაასესხებდა.

ავტონომიურობა

კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება სესხი კაპიტალზე უკეთესი იყოს, ავტონომიურობაა.

მსესხებელსაც და ინვესტორსაც ერთი და იგივე რამე უნდათ - თავიანთ ფულის უკან დაბრუნება და ზემოდან კიდევ დამატებითი თანხის მიღება. თუმცა, მათ ამ გზების მიღწევის სხვადასხვა გზები აქვთ.

ინვესტორი მუდმივად თავზე გადგას და თვალს ადევნებს, თუ როგორ მართავ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში, ხშირად ხდება ხოლმე, რომ დამფუძნებლის ავტონომიურობა რადიკალურად იზღუდება. იდეალურ შემთხვევაში, ინვესტორი მრჩევლის როლს უნდა ასრულებდეს და არა ზედამხედველის.

სესხს კი ასეთი რამ არ ხდება. ერთად ერთი რამ, რაც მსესხებელს აინტერესებს, პერიოდული პროცენტის დროზე მიღებაა.

განვითარება

ალბათ, მცირე ბიზნესებისთვის სესხის აღების ყველაზე ცხადი და ხშირი მიზეზი ზრდის დაფინანსებაა. როდესაც, ბიზნესი კარგად მუშაობს ფეხი ფეხზე კი არ უნდა გადაიდო და თვითკმაყოფილმა წარმატებით ტკბობა დაიწყო, არამედ ზუსტად ამ დროს უნდა იყო ყველაზე აქტიური, რომ გაყიდვები არ დაეცეს.

რა თქვა უნდა, განვითარება მრავალ ხარჯს ხულისხმობს: მარკეტინგი, პერსონალის ზრდა, ახალი დანადგარები, ახალი ფართი და ა.შ. თითქმის წარმოუდგენელია, რომ მცირე ბიზნესს ამ ყველაფრისთვის საკმარისი რაოდენობის ნაღდ ფულს ფლობდეს.

სესხის მეშვეობით ისე დაფარავ განვითარების ხარჯებს რომ, ოფერაციულ ქეშს არც კი შეეხები.

მარაგები

მარაგების მართვა უამრავი ინდისტრიისთვის უდიდეს დანახარჯს წარმოადგენს. პრობლემა ისაა, რომ პროდუქტში მანამდე გიწევს ინვესტიციის გაკეთება, სანამ მომხმარებელი იყიდის მას და შესაბამისად ხარჯებს დაფარავს.

მუშაობისას ერთდროულად, თან გამუდმებით უნდა ანახლებდე მარაგებს და თან მოთხოვნას სრუალად უნდა აკმაყოფილებდე. ხშირად ასეთი დიდი ხარჯების გაწევა ძაიან რთულია. მუთ უმეტეს, თუ სეზონური მარაგები გჭრდებათ.

მარაგების შესყიდვის სესხით დაფინანსება, მოთხოვნასთან უკეთ გამკლავებასა და მარაგების ეფექტურ მენეჯმენტში დაგეხმარება.

ფულის მოძრაობა

მცირე ბიზნესებისთვის სტაბილური ფული მოძრაობის შენარჩუნება ყოველთვის დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლიენტები დროზე არ იხდიან ფულს, ან მარაგების ეფექტურ რეალიზებას ვერ ახერხებ. მიუხედავად ამისა, ამ მარაგებს მოვლა ხომ მაინც სჭირდება, შესაბამისად კომუნალური გადასახადების, საწყობის ქირისა და თანამშრომლების ხელფასის გადახდაც გიწევს.

ისეთ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი ფიქსირებულ დანახარჯებს ვერ გარავს, საკრედიტო ხაზის აღება არც თუ ისე ცუდი აზრია, ეს ნიშნავს, რომ გაქვს წინასწარ დამტკიცებული სესხის ლიმიტი და ამ ლიმიტის ფარგლებში როგორც გინდა თანხას იღებ ან უკან აბრუნებ, გაითვალისწინე, რომ ასეთ დროს პროცენტი უნდა გადაიხადო მხოლოდ ათვისებულ ძირზე - ანუ თანხაზე რომელსაც იყენებ. ამ გზით კომპანიში ფულის მოძრაობას დაასტაბილურებ და გაყიდვების გაზრდაზე იზრუნებ.

დანადგარები და აღჭურვილობა

ყველა ბიზნესს გააჩნია წარმოებისთვის აუცილებელი დანადგარი და აღჭურვილობა. აქედან არცერთის შეძენა და შენახვა არაა იაფი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვდება და ფუჭდება.

ისეთმა დაუგეგმავმა ხარჯმა, როგორიცაა მოულოდნელად გაფუჭებული დანადგარი, შეიძლება მთლიანად თავდაყიდა დაგიყენოს გეგმები და გაყიდვების განხორციელება საგრძლობლად შეაფერხოს. მცირე ბიზნესისთვის ასეთი რამ შეიძლება სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.

სესხის აღება დანადგარებისა და აღჭრვილობის შენახვა/შენარჩუნებისთვის საჭირო ფულის წყარო შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში, საშუალება გექნება დაუგეგმავ ხარჯებს ოპერაციული ფულის მოძრაობის შეუფერხებლად გაუმკლავდე და გაიყდვების შეფერხება აირიდო თავიდან. ასეთ შემთხვევებში, შეიძლება აზრი ჰქონდეს სესხის აღების ნაცვლად ლიზინგის გაკეთებას, რაც გულისხმობს, რომ სალიზინგო კომპანია ყიდულობს შენს მაგივრად დანადგარებს შენ კი იხდი ამ დანადგარების ქირასა და პროცენტს, ლიზინგის ვადის ამოწურვის შემდეგ კი დანადგარები შენ გრჩება.

საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესება

და ბოლოს, სესხის აღება (და დაბრუნება) მომავალში უფრო დიდი სესხის აღებაში დაგეხმარება.

თუ გგონია, რომ მომავალში, ბიზნესის განსავითარებლად, დიდი მოცულობის სესხის აღება დაგჭირდება, მაშინ არ იქნება ურიგო, თუ დღეიდანვე დაიწყებ ბიზნესის საკრედიტო ისტორიაზე ზრუნვას.

საკრედიტო ისტორია კი მხოლოდ სესხის აღებით იქმნება. კარგი საკრედიტო ისტორია კი ამ სესხის დროულად დაბრუნებასაც გულისხმობს.

სავარაუდოდ, პირველი ბიზნეს სესხის აღება არც თუ ისე სახარბიელო პირობებით მოგიწევს, რადგან ჯერ საკრედიტო ისტორია არ გაქვს. თუმცა, დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტ სესხს აიღებ და დააბრუნებ წარმატებულად, მით უკეთეს პირობებს მიიღებ, რაც მასიური სესხის აღებსი დროს ძალზედ მნიშნელოვანია.

ამიტომ, კარგად დაფიქრდი, როდის და, საერთოდ თუ, დაგჭრდება დიდი სესხის აღება. თუ დარწმუნებული ხარ, რომ დაგჭრდება, მაშინ დროა მცირე და მოკლე ვადიანი სესხების აღება-დარუნებით საკრედიტო ისტორიის შენება დაიწყო. მიუხედავად ხარჯისა, რომელსაც ამ სესხის აღება დაბრუნებაში გაწევ, სამომავლოდ ბანკებში ნდობას მოიპოვებ და უფრო დიდი სესხის აღებას გაცილებით კარგი პირობებით შეძლებ.

ცალსახად, არცერთმა მცირე ბიზნესმა არ უდნა აიღოს სესხი, თუ რეალურად ამის საჭიროება არ აქვს, თუმცა, როგორც ვნახეთ, ხანდახან სესხის აღება არც თუ ისე ცუდი იდეაა. მეტიც, ხშრად ის ერთად ერთი გამოსავალია. რაც არ უნდა იყოს, სესხის აღება სერიოზული საქმეა, რომელიც დაუფიქრებლად არასდროს არ უნდა განახორციელო.

თუმცა, ბევრ ბიზნესს და ადამიანს დაუკარგავს საკუთარი ქონება სესხის ვერ გადახდის გამო, ამიტომ სესხის აღებამდე აუცილებელია კარგად შეაფასო შენი მომავალი ფულადი ნაკადები და დარწმუნდე რომ სესხის გადახდას დროულად შეძლებ.

სესხზე ყოველთვიური შენატანის მოცულობის გამოთვლა ჩვენი კალკულატორის მეშვეობით შეგიძლია. აი შეხედე.

კალკულატორიმა მაშინვე გვითხრა, რომ ასეთი პირობების მქონე სესხის შემთხვევაში, ყოველწლიური შენატანი 3,530.59 ლარის ტოლი იქნება. ამ თანხაში შედის, როგორც საპროცენტო გადასახადი, ასევე სესხის ძირის დასაფარი ნაწილიც. საბოლოოდ კი გამოვა, რომ უკან 105,917.93 ლარს დააბრუნებ, საიდანაც 5,917.63 ლარი საპროცენტო შენატანი იქნება.

გადადი ლინკზე და გამოიყენე სესხზე ყოველთვიანი შენატანის გამოსათვლელი კალკულატორი.