როგორ იყენებს “გეიმერების” საყვარელ პლატფორმას კერნელის გუნდი?

Discord - ადგილი, სადაც შეგიძლია, ესაუბრო, იმუშაო და დაისვენო. ასე განმარტავენ კომპანიის დამფუძნებლები აპლიკაციას. ის კი მიუხედავად ბევრი კონკურენტი საკომუნიკაციო პლატფორმისა რომლებიცაა მაგალითად Slack-ი ან Skype, დაარსების წლიდან დღემდე თითქმის ყველა სფეროს ადამიანისთვის ყველაზე საყვარელ აპლიკაციად იქცა, რადგან ერთდროულად მრავალფუნქციურიცაა და მარტივიც. 2021 წლის მონაცემებით, მას 350 მილიონზე მეტი რეგისტრირებული, ხოლო 150 მილიონამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.


ადამიანები Discord-ს იყენებენ რადგან:

  • დიდი საზოგადოებისთვის უფრო მარტივია საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება  ვიდრე სხვა პლატფორმებზე
  • კომპაქტურია მრავალი ფუნქციის გამო, მაგალითად ამარტივებს  პროექტების  დაგეგმვას და გაკეთებას ეკრანის გაზიარების მეშვეობით
  • ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მაგალითად შესაძლებელია Spotify-სთან დაკავშირება  და პარალელურად მუსიკის მოსმენაა
  • მარტივია პოდკასტების ჩასართავად, რადგან Discord-ის ბოტის დახმარებით შესაძლებელია საყვარელი პოდკასტების მეგობრებთან გაზიარება და მისი შემდგომ ერთად მოსმენა, ასევე ტექსტის დაკოპირება და შეცვლა.
  • კომპაქტურია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც  ჰიბრიდულად მუშაობენ, რადგან Discord-ში შესაძლებელია ერთი გუნდისთვის სხვადასხვა ჯგუფების შექმნა, რომელსაც ყველა ხედავს და იყენებს საჭიროებიდან გამომდინარე, რაც გუნდის წევრებს ერთმანეთთან კომუნიკაციას ძალიან უმარტივებს.


  • განსაკუთრებით ხშირად Discord-ის აპლიკაციას ვიდეო თამაშების მოყვარულები იყენებენ, რადგან ის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით მეგობრებთან საუბრის პარალელურად ვიდეო თამაშების სიჩქარეს არ ანელებს. ისინი ასევე პოულობენ მათთვის საინტერესო ჯგუფებს, სადაც ინტერესის მსგავს ადამიანებს იცნობენ და აზრებს უზიარებენ. გამოდის, რომ Discord ნაწილობრივ სოციალური მედიის პორტალიცაა, რომელიც სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებთან შედარებით ბევრად უფრო პრაქტიკული და ხარისხიანია.



ალბათ ვერ მიხვდით რა საერთო აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან და კონკრეტულად როგორ იყენებენ მას, ზუსტად ეს არის Discord-ის ხიბლი, ნებისმიერი ასაკის, პროფესიის და ინტერესების მქონე ადამიანს პირველივე გამოყენების მომენტშივე უჩნდება შეგრძნება, რომ Discord-ი  სპეციალურად მასზეა მორგებული, რაც მართალია, ის ყველასთვისაა, ვისაც შეუძლია გამოიყენოს ადგილი მეგობრებთან და საოგადოებასთან სალაპარაკოდ.

როგორ ვიყენებთ კერნელის გუნდი Discord-ს?

კერნელის დღე Discord-ით იწყება. ის დაგვეხმარა, ჩვენს ჰიბრიდულ სამუშაო პირობებში, მოგვეწყო გუნდის ვირტუალური ოფისი მათთვის, ვინც ყოველდღიურად ოფისში მოსვლას ვერ ახერხებს.


ამ გზით, თავს მშვიდად და იმედიანად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, რომ ფიზიკურად ერთად არყოფნის მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლები ჩვენს გვერდით არიან და ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მათი მხარდაჭერა ვიგრძნოთ, ვესაუბროთ და ერთად განვიხილოთ მიმდინარე სიახლეები. სასიამოვნოა, როცა ერთდროულად მარტოც ხარ და გუნდთან ერთადაც, სწორედ ამიტომ Discord-ის პლატფორმა ჩვენს განუყრელ მეგობრად იქცა.

Discord-ში არხის შექმნის შესაძლებლობას კერნელის გუნდი საინტერესოდ ვიყენებთ. შევქმენით კითხვის კლუბი, სადაც ერთად ვუსმენთ პოდკასტებს ან ვკითხულობთ სტატიებს, შემდეგ კი განვიხილავთ მიღებულ ინფორმაციას და თუ როგორ გამოვიყენებთ მას რეალურ ცხოვრებაში. წასაკითხ მასალას კი აპლიკაციის პოლის მეშვეობით, დემოკრატიული ხმის მიცემის პრინციპით ვირჩევთ.


მისი კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია მეგობრული “ჩეთბოტებია”. მაგალითად, ბოტი კარლი მნიშვნელოვან მოვლენებს გვახსენებს. სწორედ მისგან ვიღებთ შეტყობინებებს კითხვის კლუბის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, რაც უფრო მეტად გვეხმარება, შევინარჩუნოთ ორგანიზებულობა და პროდუქტიულობა.

ხოლო ბოტი ჩიპი ვირტუალურ ოფისში ყოფნის განმავლობაში ჩვენს განწყობაზე ზრუნავს და შრომისუნარიანობის გასაზრდელად მუსიკას მაღალ ხარისხში გვასმენინებს.  კვირაში რამოდენიმეჯერ კი სახალისო აქტივობებს ვაწყობთ, მაგალითად გუნდის წევრები ვავსებთ კითხვარს ერთმანეთზე და შემდეგ შედეგებზე ერთად ვიცინით ან გუნდებად ვიყოფით და თამაშებით ვერთობით.



რატომ Discord-ი?

ალბათ გაგიჩნდებოდა კითხვა - მაშინ, როცა სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც არსებობს, რით არის გამორჩეული Discord-ი?

სხვა სერვერებს არ აქვთ მრავალ სხვადასხვა ხმოვან ჯგუფში ყოფნის არჩევის შესაძლებლობა, რადგან ლიმიტირებული ჯგუფური ჩატები არსებობს.

ჩვენი რამდენიმეწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის აერთიანებს ერთდროულად ბევრ საინტერესო ფუნქციას.

მისი მთავარი უპირატესობებია:

  • სანდოობა
  • საზოგადოებაზე ორიენტირებული სისტემური დიზაინი
  • ვიდეო, ხმოვანი და ტექსტური საკომუნიკაციო სივრცე უფასოდ
  • აპლიკაციის გამოყენების სიმარტივე და მოქნილობა, მისი ინტეგრაციები, ბოტები და ა.შ.
  • ფუნქციური დახვეწილობა, მაგალითად Ctrl + K გადახვალთ საძიებო ველში სადაც შეგიძლიათ პირდაპირ სიტყვის ჩაწერაც ან გაფილტვრა @-სახელების,  #-არხების, !-სალაპარაკო არხების და *-სერვერების მიხედვით.
  • უსაფრთხოება
  • შეტყობინებების დაპინვის შესაძლებლობა, რომლითაც თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ ამარტივებს მონაწერის პოვნას.
  • პრაქტიკულობა
  • ივენთების დაგემვის შესაძლებლობა თქვენს სერვერზე, რათა თქვენმა საზოგადოებამ გაიგოს ინფორმაცია ივენთის შესახებ და მიიღონ შეტყობინება, როდესაც თქვენ ჩაერთვებით.

არსებობს აპლიკაციის როგორც დესკტოპის, ასევე მობილურის ვერსია, რაც მის გამოყენების პროცესს კიდევ უფრო აადვილებს და საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე გვქონდეს წვდომა.

Discord-ის გამოყენების მრავალი შესაძლებლობა არსებობს და მისი მთავარი ხიბლიც სწორედ მის მოქნილობაშია, რადგან ახერხებს განსხვავეული ასაკის და ინტერესების მქონე ადამიანების გაერთიანებას ერთ სივრცეში და სთავაზობს გამართულ, მარტივ, მრავაფუნქციურ სისტემას სადაც კომუნიკაცია ყველაზე სასიამოვნოა.

თუ Discord-ის გამოყენებას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს, შემოურთდე კერნელის კითხვის კლუბს, რომელმაც ჩვენი გუნდის პროდუქტიულობა გააორმაგა.