კონტაქტი

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები გაქვს? გადახედე ქვემოთ მოცემულ კითხვებს, იქნებ უკვე გავეცით პასუხი.

კი, მართლა! ჩვენი პლატფორმა, ჯერჯერობით, აბსოლუტურად უფასოა და არსად არანაირი დაფარული ხარჯი არ არის ჩასაფრებული.

კერნელის მარტივი ფინანსური ხელსაწყოების მიზანი მცირე ბიზნესმენების ცხოვრების გამარტივებაა. ჩვენ გთავაზობთ ინვოისირების მარტივ სისტემას, რომლის მეშვეობითაც სულ რაღაც ერთ წუთში შეძლებ ინვოისის გამოწერას.

 

ამასთანავე გთავაზობთ მარტივ ანალიტიკას. ჩვენი რეპორტები მხოლოდ აუცილებელ და მარტივად გასაგებ ინფორმაციას მოგაწვდიან. თანაც ამ რეპორტებში წარმოდგენილი ინფორმაციის გადმოწერაც შეგიძლია.

 

დამატებით, მარტივი ფინანსური და საგადასახადო კალკულატორებიც გვაქვს, რომელთა მეშვეობით წამებში შეძლებ რუტინული გამოთვლების გაკეთებას.

არა, კერნელი 100%-ით ვებ-აპლიკაციაა. ერთად ერთი რაც გჭირდება კომპიუტერი და ინტერნეტია, სხვა არაფერი.

 

დარეგისტრირდი, შედი კერნელის ანგარიშზე და მთავარ გვერდზე ორი მწვანე ღილაკიდან - „შექმენი ინვოისი“ - რომელიმეს დააკლიკე.

 

მარცხენა მენიუდან "განმეორებადი"-ის გვერდზე გადადი და ზემოთ ახლის შექმნას დააჭირე.

ასე ინვოისის შექმნის გვერდზე გადახვალ, რომელიც მხოლოდ იმით ანსხვავდება ჩვეულებრივისგან, რომ გამოწერის თარიღი ავტომატურად დაგენერირებადია.

ინვოისის შექმნის შემდეგ დამახსოვრებას დააჭირე. ახლა უკვე განრიგის მითითების დროა.

მიუთითე შენთვის სასურველი განრიგი და მორჩა, ამიერიდან ეს ინვოისი ავტომატურად დაგენერირდება და გაეგზავნება კლიენტს.

კი. ნებისმიერი ნომრით შეგიძლია შეცვალო, გარდა იმ ნომრისა, რომელიც შენს სხვა ინვოისს ეკუთვნის.

 

მთავარ გვერდზე, მარცხენა სანავიგაციო ველში დააკლიკე „რეპორტებს“ და სასურველი რეპორტი აირჩიე.

ამის გაკეთება ორგვარად შეიძლება.

ყველაზე მარტივი გზა მარჯვნივ ზემოთა კუთხეში არსებული კომპანიის სახელზე დაჭერა და კომპანიების სიის ჩამოშლის შემდეგ "ახლის დამატებაზე" დაჭერაა.

მეორეგვარად, პარამეტრების პროფილის სექციაში, მწვანე დამატების ღილაკზე დაჭერითაც შეგიძლია ამის გაკეთება.

პარამეტრებში გადასვლის შემდეგ, წევრების გვერდზე გადადი.

ქვემოთ ელ.ფოსტის ველსა და მოწვევის ღილაკს დაინახავ. შეიყვანე ელ.ფოსტა, აირჩიე, თუ რა უფლების მიცემა გინდა ახალი წევრისთვის და დააჭრე მოწვევას.

თუ მოწვეული ადამიანი უკვე კერნელის მომხმარებელია, მის ანგარიშზე ავტომატურად დაემატება შენი კომპანია. თუ არა და დარეგისტრირება მოუწევს.

ორი გზით შეგიძლია ამის გაკეთება. პირველი, ინვოისის შექმნისას, კლიენტის ველში დააკლიკე ღილაკს „კლიენტის დამატება“. მეორე, მთავარ გვერდზე, მარცხენა სანავიგაციო ველიდან გადადი „კლიენტების“ გვერდზე და ისე შექმენი ახალი კლიენტი.

 

კლიენტების დამატების მსგავსად, ამის გაკეთებაც ორგვარად შეგიძლია. პირველი, ინვოისის შექმნისას, პროტუქტების ველში დააკლიკე ღილაკს „პროდუქტის დამატება“. მეორე, მთავარ გვერდზე, მარცხენა სანავიგაციო ველიდან გადადი „პროდუქტები“ გვერდზე და ისე შექმენი ახალი პროდუქტი.

მონაცემების დასაიმპორტებლად პროდუქტებისა და კლიენტების გვერდებზე იმპორტის ღილაკს დააჭირე და მოცემული შაბლონი გადმოწერე.

ამ შაბლონში, მოცემული ფორმატის მიხედვით, გადაიტანე შენი ინფორმაცია და დააჭირე ატვირთვას.

ფორმატირებაში შეცდომის შემთხვევაში, სისტემა გეტყვის, თუ ზუსტად რაშია შეცდომა.

ნივთების სექციაში, ყოველი ველის ბოლოს დაინახავ პატარა წითელ X-ს. დააჭირე და ნივთიც წაიშლება.

პროფილის პარამეტრებში შეგიძლია აირჩიო გინდა თუ არა ნივთების დაბეგვრა. როდესაც ეს ფუნქცია ჩართულია, ნივთები ავტომატურად იბეგრება.

 

მარცხენა სანავიგაციო პანელიდან პროფილის სექციაში გადადი და დასაწყისშივე დაინახავ სურათისთვის განკუთვნილ ველს. დააკლიკე, სასურველი სურათი აირჩიე და ატვირთე.

 

პროფილის პარამეტრებში მოძებნე „ვალუტის“ ველი და აირჩიე შენთვის სასურველი ვალუტა.

აბსოლუტურად. ჩვენი სერვერები ფიზიკურადაც და ელექტრონულადაც დაცულია.

 

დიახ, ჩვენი საიტი მობილურზეც მუშაობს.

ნებისმიერ დროს მოგვწერე მეილზე! - [email protected]

ან ამ გვერდზევე არსებული საკონტაქტო ფორმა შეავსე.

დაგვიკავშირდი