Kernel Story

იყო და არა იყო რა…

იყო ფინანსების მენეჯმენტის პრობლემები, ჩახლართული და მოძველებული სისტემები, აუტანელი კალკულაციები და არ იყო კერნელი, რომელიც შენს მცირე ბიზნესს ამ ყველაფერს ჩამოაცილებდა.

სწორედ ამიტომ…

2019 წელს კერნელი შექმნა ძალიან პატარა გუნდმა დიდი იდეით: მცირე მეწარმეების ცხოვრების გამარტივება მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით. მზად რამდენიმე მნიშვნელოვანი გრანტის მოპოვება შევძელით, ამ იდეას დავამატეთ დიდი შრომა და ენთუზიაზმი, რამაც დღეს უკვე მოქნილ, გამართულ პლატფორმამდე და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლამდეც კი მიგვიყვანა.

თანამედროვე სამყაროში მცირე მეწარმეები ბუღალტერიაზე და დოკუმენტაციის შედგენაზე დიდ დროს არ უნდა ხარჯავდნენ, რადგან უმჯობესია, ეს დრო და ძალისხმევა განვითარების გეგმას და მის განხორციელებას მოხმარდეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რომ ყველა, ვისაც ბუღალტერია სჭირდება ბუღალტერი არ არის, შესაბამისად, ჩვენი ხელსაწყოების გამოყენება არ საჭიროებს ფინანსურ განათლებას.

გარდა იმ ინოვაციური პლატფორმისა, რომელიც შევქმენით, ჩვენთვის არანაკლებ დიდ ღირებულებას წარმოადგენს კერნელის პატარა, თუმცა, განსაკუთრებული გუნდი. კერნელი ყველა გუნდის წევრს ხელს უწყობს განვითარდეს თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც სტარტაპის ასევე ინდივიდების პიროვნულ წინსვლას.
Lead Investor
Early Investor
Strategic Partner
Strategic Partner
Startup Accelerator
Grant Provider