ანტრეპრენერობა და რეცესია

ანტრეპრენერობა და რეცესია

სტატიის სექციები

ცვლილებისთვის ახლა საუკეთესო დროა

რაც არ უნდა გრანდიოზული იდეები და ფინანსები გქონდეთ, ბიზნესის დაწყება ყოველთვის ერთი დიდი ავანტიურაა. ყოველთვისაა იმის რისკი, რომ მომხმარებელი არასდროს შემოაღებს კარს.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ღონისძიებები, პროექტები და შემოსავლის მიღების სხვა პირისპირი გზები გაუქმებული, ზოგიერთ ქვეყანაში კი არაკანონიერიც კია. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ ბევრი ანტრეპრენერი კითხვის ქვეშ აყენებს არსებული ეკონომიკური ნიადაგის ნაყოფიერებას, ახალი ბიზნესების დასათესად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ საუკეთესო თვისება, რომელიც ანტრეპრენერს შეიძლება ჰქონდეს — ადაპტირებადობაა.

თითქოსდა ლოგიკურად ჟღერს, რომ რეცესია ყველა სახის ბიზნესს ურტყამს და ეფექტიანობას უგდებს. საბედნიეროდ, ეს ასე არაა. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ დროს ზოგიერთი ბიზნესის გაყიდვები ექსპონენციალურად იზრდება.

მეტიც, არც ისაა მთლად ცხადი, რომ რეცესია მცირე ბიზნესებისთვის მომაკვდინებელია. გიგანტური კორპორაციებისგან განსხვავებით, ისინი სისწრაფითა და მოქნილობით ხასიათდებიან, რაც ფინანსებისა და რესურსების ნაკლებობას ანაზღაურებს.

ერთი რამ ცხადია: კომპანიის ზომისდა მიუხედავად, რეცესიისადმი რეზისტენტულობის მთავარი მაჩვენებელი შეგუებადობაა. ამიტომ, წინასწარ დაფიქრდით, რასთან მოგიწევთ ბრძოლა, და შემდეგ სტრატეგიულად აირჩიეთ ბრძოლის ველი.

მოდი რამდენიმე წუთით სხვა კუთხით შევხედოთ რეცესიას. ვინ იცის, იქნებ ბიზნესის განვითარების პერსპექტივაც კი დავინახოთ.

რეცესია განაჩენი არაა

ალბათ, კითხვა გექნებათ: ”რა დროს ბიზნესის დაწყებაა მთელი ეკონომიკა თავზე გვენგრევა?!”

მართალია, როდესაც გარეთ დიდი სეტყვაა, ახალნაყიდი მანქანა განზრახ არავის გაჰყავს სადგომიდან, რომ დაისეტყვოს. მაგრამ, ზოგი მანქანა ხომ მაინ რჩება აგეთ იმიტომ, რომ სადგომი არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს. თუ პრობლემა არსებობს, მაშინ მის მოგვარებაზე მოთხოვნაც იქნება.

რეცესიის დროსაც ასე ხდება — უამრავი ახალი პრობლემა წარმოიშვება, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ამას გარდა, ადამიანები არსებული პროდუქტებისადმი ინტერესს კარგავენ, რადგან ფინანსურად უჭირთ და შედეგად უფრო მარტივ გამოსავალს ეძებენ. ჭკვიანი ანტრეპრენერი ამას აუცილებლად დაინახავს და ამ პრობლემების მოგვარების გზებს ბიზნესად გადააქცევს. გახსოვდეთ, ვიღაცის პრობლემა თქვენი პროდუქტის საწინდარია.

სწორად გაგვიგეთ, არ ვამბობთ, რომ რეცესია ბიზნესის დასაწყებად იდეალური დროა. მხოლოდ იმას გეუბნებით, რომ თუ გაქვს იდეა, რომელიც მნიშნელოვან პრობლემას აგვარებს, საკმარისი ფინანსები და თანაც თუ დღევანდელ პირობებში ფუნქციონირებას შეძლებთ, მაშინ ნუ მისცემთ ეპიდემიასა და რეცესიას თქვენი შეჩერების უფლებას.

რეცესიის დროს ბიზნესის დაწყების მთავარი ხრიკი ახალი რელევანტური პრობლემის აღმოჩენა და გადაჭრაა. კარგი ბიზნეს იდეისთვის ყოველთვისაა ბაზარზე ადგილი.

ფენიქსის ეფექტი

რთული პერიოდი ძლიერ ბიზნესებს ქმნის. რატომ? იმიტომ, რომ ის “თვისებები” რომელსაც ისინი ამ პერიოდის განმავლობაში იძენენ, სტაბილურობასა და პროგრესულობას უზრუნველყოფს მაშინაც, როდესაც რეცესია დასრულდება. ეს მოგების მიარჟის გაზრდის საშუალებას მისცემთ, როცა კლიენტთა დანახარჯები ისევ ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

“იმისათვის, რომ წამატებას მიაღწიო, წარუმატებლობის შანსი გააორმაგე.” — თომას ვოტსონი.

ეკონომიკური დაძაბულობა ბიზნესისა და მისი ლიდერის ნამდვილ სახეს ავლენს. ცუდი პერიოდი ადრე თუ გვიან ყველა ბიზნესს უდგება, თუმცა მხოლოდ ჭკვიანი ბიზნესები შეძლებენ არასახარბიელო გარემოების თავიანთ სასიკეთოდ გამოყენებას.

რაც მთავარია — ძლიერი გუნდი. ეს ის გუნდი იქნება, რომელმაც ერთად იბრძოლა რეცესიის წინააღმდეგ და გაიმარჯვა. საფრთხე და საერთო მიზანი ადამიანებს ერთად კრავს.

ნაკლები კონკურენტები გეყოლებათ

გაყიდვების ყველაზე დიდი მტერი, კონკურენტები კი არა, უსაქმურობაა. როცა ბაზარი ყვავის, ყოველ ბესოს და კესოს სტარტაპის წამოწყება უნდება. რეცესიის დროს კი იუსტიციის სახლში არავინ მირბის ბიზნესის დასარეგისტრირებლად. ასეთ გარემოში გაცილებით მარტივია სტარტაპის განვითარება.

ამას გარდა, ასეთ დროს გიგანტური კორპორაციებიც დაუცველნი არიან. მათ აკლიათ სტარტაპების მოქნილობა, რომლებიც გადარჩებიან და აჯობებენ თუ თავის შენახვასა და ზედნადები დანახარჯების გადახდას მოახერხებენ.

ყველაფერი იაფია

უპირველესად, სესხები. ცხადია, რეცესიის დროს, მომხმარებლების შესანარჩუნებლად, ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ. დაბალი საპროცენტო განაკვეთი კიდევ იაფ სესხს ნიშნავს, რომელიც სტარტაპებს ძალიან სჭირდებათ.

სუსტი ეკონომიკური ზრდის პერიოდში სნეული ბიზნესები აქტივების გაყიდვას იწყებენ, რომ რამენაირად გადარჩნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტები იაფდება. იქნება ეს ოფისის ფართი, ოფისის ავეჯი თუ რაიმე სხვა.

იმ სერვისების შემთხვევაშიც იგივე ხდება, რომლებზეც მოთხოვნა იკლებს, მაგალითად: საიტის დეველოპმენტი. ანუ სახელფასო დანახრჯებიც საგრძნობლად ნაკლები გექნებათ.

ფაქტობრივად ყველაფერი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ, უფრო იაფი დაგიჯდებათ.

რეცესია ცვლილებისთვის საუკეთესო დროა

ასჯერ გაზომე, ერთხელ გასჭერი — არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ ასჯერ დაფიქრდით სანამ რეცესიულ ბაზარს შეეჭიდებით. ეს არა მხოლოდ დღეში 10 საათით მუშაობას, არამედ “ვიქენდების” გაქრობასაც ნიშნავს.

რეცესიის დროს ბიზნესების უმრავლესობას გაუჭირდება და გაკოტრდება კიდეც. თუმცა, ზოგი შთაგონებასა და ზრდის პოტენციალს იპოვის.

დივერსიფიკაცია, ადაპტაცია და მოქნილობა — წარმატებული ბიზნესის ოქროს ტრიადა.

ორაგული თითქმის მთელი თავისი ცხოვრება მდინარის დინების მიმართულებით ცურავს; თუმცა, როდესაც რეპროდუქციული მომწიფების ასაკს აღწევს, დინების საპირისპიროდ იბრუნებს პირს და ხშირად ჩანჩქერის ნაკადსაც კი ეჭიდება იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს და დადგენილ ადგილას მივიდეს.

აი ასეთი ორაგულისეული შემართებით უნდა შეერკინოთ რეცესიას.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
როგორ შევქმნათ მარკეტინგული სტრატეგია

როგორ შევარჩიოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია

გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარება სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევაში და ფულის სწორ გადანაწილებაში! Და აი დადგა დროც, როდესაც შენი ბიზნესის ყველაზე პრობლემატურ და ძვირადღირებულ ნაწილს, მარკეტინგს მივადექით. ალბათ დაგვეეთანხმები, რომ მარკეტინგის...

ფინანსური რჩევები

5 ფინანსური რჩევა მცირე ბიზნესებისათვის

გაეცანი სტატიას და გააუმჯობესე შენი კომპანიის ფინანსური მხარე ბიზნესის მართვა რთული და შრომატევადი პროცესია. დამწყები და მცირე ბიზნესებისთვის კი ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა. ამის მიზეზი ხშირად შეზღუდული ბიუჯეტი და...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!