როგორ გადავანაწილოთ პოზიციები ბიზნესში

როგორ გადავანაწილოთ პოზიციები ბიზნესში

სტატიის სექციები

  რაზეა აწყობილი წარმატებული ბიზნესი? ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია ოპერაციებისა და რესურსების ორგანიზება, მართვა და კონტროლი.

ახალი ბიზნესის წამოწყებისას ერთ-ერთი პირველი საზრუნავი, რომელიც თავს იჩენს, პასუხისმგებლობების გადანაწილება. ამ სტატიაში გაგაცნობთ, კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურის საბაზისო დონეებს, უნარების მიხედვით, დასაქმებულთა სწორ პოზიციაზე დამტკიცებაში დაგეხმარება. ამასთან ერთად არ დაგავიწყდეს შენი ბიზნესის ორგანიზაციული ფორმის არჩევა, რათა ნაკლები დრო დაგჭირდეს კონტროლის მოსაპოვებლად.  

რაზეა აწყობილი წარმატებული ბიზნესი? 

ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია ოპერაციებისა და რესურსების ორგანიზება, მართვა და კონტროლი. სწორედ ეს ვალდებულება აკისრია მენეჯერს, თუმცა ყველა მენეჯერს არ აქვს ერთნაირი პასუხისმგებლობების ხარისხი. ამის გამო საჭიროა მათი კლასიფიკაცია დონეებისა და სფეროების მიხედვით. მენეჯერობიდან კარგ ლიდერობამდე კი რამოდენიმე რაბიჯია, რომლებსაც ამ სტატიაში გაიგებ.

თვალსაჩინოებისათვის, მენეჯმენტი სამ ძირითად საფეხურად დავყოთ: ზედა, საშუალო და პირველი რანგი. კომპანიების უმეტესობას ბოლო ორი დონის მენეჯერი გაცილებით მეტი ჰყავს. მათი მოვალეობის სირთულე საფეხურების სიმაღლის შესაბამისად იზრდება.

ტოპ მენეჯერი

ზედა საფეხურის მენეჯერები კომპანიაში ძირითადად მხოლოდ რამოდენიმეა. ისინი მართავენ ბიზნესის ძირითად წყაროებს და იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. მათი პოზიციებია:

  • პრეზიდენტი
  • ვიცე-პრეზიდენტი
  •  აღმასრულებელი დირექტორი
  • CFO- მთავარი ფინანსური დირექტორი
 

ტოპ მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან მეწილეების წინაშე და მათ ინტერესებს ემსახურებიან. ისინი ადგენენ კომპანიის ზოგად პოლიტიკას, აყალიბებენ სტრატეგიებს, ამტკიცებენ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და წარადგენენ კომპანიას სხვა ფირმებთან და სამთავრობო ორგანოებთან ურთიერთობისას.

საშუალო მენეჯერი

საშუალო მენეჯერები, ტოპ მენეჯერების რანგის ქვემოთ, მეორე საფეხურზე იმყოფებიან. ესაა მენეჯერთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც ასევე დიდი ავტონომიისა და მნიშვნელობის მატარებელნი არიან. პოზიციები, როგორიცაა ქარხნის მენეჯერი, ოპერაციების მენეჯერი და განყოფილების მენეჯერი, საშუალო მენეჯმენტის სფეროში ერთიანდება . 

ზოგადად, საშუალო მენეჯერები პასუხისმგებელნი არიან სტრატეგიების განხორციელებასა და დასახული მიზნების შესრულებაზე. მაგალითად, თუ ტოპ მენეჯმენტი გადაწყვეტს ახალი პროდუქტის შემოღებას 12 თვის განმავლობაში ან, შემდეგ თვეში, ხარჯების 5 პროცენტით შემცირებას , საშუალო მენეჯმენტის მოვალეობაა ამ მიზნების შესრულება უზრუნველყოს. შედარებით მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, “საქართველოს ფოსტის” სერვისცენტრი ან ყავა “ჩეროს” პროდუქტის რეგიონალური მენეჯერი, სავარაუდოდ, საშუალო მენეჯერი იქნება.

პირველი რანგის მენეჯერი

პირველი რიგის მენეჯერები ფლობენ ასეთ წოდებებს, როგორიცაა : ხელმძღვანელი, ოფისის მენეჯერი, პროექტის მენეჯერი და ჯგუფის ხელმძღვანელი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმეტესწილად თავიანთ დროს თანამშრომლების მუშაობის მეთვალყურეობას ეთმობა, პირველი დონის მენეჯერების საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ საქმიანობით. 

მაგალითად, მშენებლობა ავიღოთ. პროექტის მენეჯერი არამარტო უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას, არამედ ასევე ინტენსიურად ურთიერთქმედებს მასალების მომწოდებლებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან და ფირმის ოფისის საშუალო. ბორჯომის წყლის დისტრიბუციის ზედამხედველი პირველი დონის მენეჯერია, ის ჩააბარებს ანგარიშს თავის ზემდგომს. ეს პროცესი განმეორდება მანამ, სანამ უზენაესი პირი მიწოდებული ინფორმაციით არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ნებისმიერ მსხვილ კომპანიაში, მაღალი, საშუალო და პირველი რიგის მენეჯერები მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. მათ შორისაა ადამიანური რესურსები, ოპერაციები, მარკეტინგი, ინფორმაცია და ფინანსები. მენეჯერული საფეხურების ორი სიტყვით შესაჯამებლად:

  • ზედა საფეხური– პასუხისმგებელია ფირმის მომგებიანობაზე, მეწილეებთან ურთიერთობასა და ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაზე.
  • საშუალო საფეხური– პასუხისმგებელია კომპანიის საერთო მიზნების განხორციელებაზე.
  • პირველი საფეხური– პასუხისმგებელია ყოველდღური ოპერაციების ეფექტურად წარმართვაზე..
 

რეალურად, სამივე შტო ერთმანეთს ემყარება და მათი საქმიანობაც უშუალო კავშირშია. ტოპ მენეჯერს ისევე სჭირდება რიგითი თანამშრომლები, როგორც მათ ის. კომპანიისშინაგანი გარემო მისი წარმატების საწინდარია, ამიტომ გაეცანი სტატიას და მოაწესრიგე შიდა-საოფისე ქაოსი. ბიზნეს მენეჯმენტი ჩახლართული, თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, საათივით აწყობილი მექანიზმია, რომელშიც ყოველი დეტალიმნიშვნელოვანია.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი II

დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ წინა სტატიაში ციფრული მარკეტინგის განმარტებასა და სახეობებზე ვისაუბრეთ. ახლა კი მოდით უშუალოდ ციფრული მარკეტინგის პრაქტიკა განვიხილოთ და ვნახოთ თუ როგორ და რისთვის იყენებენ მას ბიზნესები და როგორ წარმართავენ ამ...

სახლ-ოფისი

სახლ-ოფისი

სახლის ედემი თითქმის ორი თვეა უკვე სახლში ვსხედვართ და ჯდომისგან წელ-კისერ-ფეხებ ატკიებული ვმუშაობთ. როგორ შეიძლება პროდუქტიული იყო, როდესაც ტკივილს განიცდი? თან, როგორც ბევრს ეგონა, თურმე სახლის ედემი თურმე არც თუ...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!