ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი და ბრენდინგი

სტატიის სექციები

ბრენდი მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს

„ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი იქნება იმის თქმა, თუ რა არ არის ის: ბრენდი არაა ლოგო, სახელი, სიმბოლო, ფერები და კომპანიის ოფიციალური ჰიმნი. კი, ამ ყველაფერს ბრენდზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ თავად ბრენდი გაცილებით მეტ ელემენტს მოიცავს.

იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა არის ბრენდი, უპირველესად უნდა გავითავისოთ, რომ ბრენდი კომპანიის დეპარტამენტში და დირექტორის ოფისში კი არა, არამედ მხოლოდ მომხმარებლების თავში არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, ბრენდი ყველა იმ შთაბეჭდილებათა ერთიანობაა, რომელიც ადამიანს თქვენს კომპანიასთან ურთიერთობისას უყალიბდება.

 
 
 
 

 

ხშირად, ძირითადად სტარტაპები, თვლიან ხოლმე, რომ ბრენდინგი მხოლოდ დიდი კომპანიების ფუფუნება და არც თუ ისე მნიშვნელოვანი რამაა. შემდეგ, ამ ილუზიით თვალახვეულებს, უკვირთ თუ რატომ არავინ აქცევს მათ პროდუქტს ყურადღებას.

ბრენდინგი კრიტიკული რამაა ნებისმიერი კომპანიისთვის. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ ამის, ახლავე ჩამოგითვლით მიზეზებს:

ბრენდინგი ხილვადობას ზრდის

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ზუსტად ბრენდინგის მეშვეობით იცნობენ ადამიანები თქვენს პროდუქტებსა და კომპანიას. ლოგო და დიზაინი ბრენდინგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ელემენტებია, როდესაც კომპანიის ამოცნობაზე მიდგება საქმე.

საკმარისი უნდა იყოს, ადამიანმა თქვენს ლოგოს ან დიზაინში გამოყენებულ ფერებს მოკრას თვალი, რომ მაშინვე თქვენი ბრენდი გაახსენდეს.

თუმცა ხილვადობაზე ვიზუალური მასალის გარდა კიდევ უამრავი რამ მოქმედებს, მაგალითად: საკომუნიკაციო ტონი.

ბრენდინგი ახალ მომხმარებლებს შეგძენთ

შთაბეჭდილებები ემოციებისა და რაციონალური განსჯის შედეგად ყალიბდება, თუმცა მათი აღბეჭდვის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას თითქმის ყოველთვის ემოციური ფაქტორები განაპირობებს.

როგორც წესი, ძლიერი ბრენდინგი თქვენი კომპანიის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გულისხმობს, ანუ ადამიანებს თქვენს კომპანიასთან ემოციური კავშირის დამყარება სურთ, იმიტომ, რომ გაიცნეს და მისი პიროვნება მოეწონათ.

მოხიბლულ კლიენტზე უკეთეს მარკეტინგს კიდევ ვერავინ გაგიკეთებთ, ის აუცილებლად წავა და თავის გარშემო მყოფთ გაუზიარებს შთაბეჭდილებებს. მარკეტინგის რჩევებისათვის გაეცანი სტატიას.

თანამშრომელთა კმაყოფილებასა და სიამაყის გრძნობას ზრდის

როდესაც კარგად ბრენდირებულ კომპანიაში მუშაობ თავს რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად გრძნობ და შესაბამისად კმაყოფილებისა და სიამაყის დონე იწევს. ბრენდის რეპუტაცია გარკვეულწილად შენი რეპუტაციაცაა, შესაბამისად, მისი წარმატება შენი წარმატებაცაა.

აქ კონცეფციური ბრენდინგი დიდ როლს თამაშობს. როდესაც კომპანიის პიროვნება იქმნება, თანამშრომლები მისი პირველი მეგობრები და თანამზრახველები ხდებიან.

ბრენდინგი და რეკლამირება

რეკლამირება ბრენდინგის ერთ-ერთი კომპონენტია და შესაბამისად, პირდაპირ აისახება ბრენდსა და მისი წარმოჩენის სასურველ სტრატეგიაზე. შეიძლება ითქვას, რომ რეკლამირების დროს კომპანიას თავისი ბრენდი თავად მიაქვს მომხმარებლის კარამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე თუ რა მიგაქვს და როგორ უნდა გადასცე ისე, რომ მიმღები კმაყოფილი და დაინტერესებული დარჩეს.

ბრენდი თქვენი კომპანიის მიზანს ხაზს უსვამს

ყველაფერი, რასაც თქვენი კომპანია წარმოადგენს ან გსურთ რომ წარმოადგენდეს ბრენდინგის მეშვეობით მიდის მომხმარებლამდე. მიზნების კომუნიკაციის გარეშე შესაძლოა დიდი დისონანსი წარმოიქმნას, როდესაც კომპანიისადმი მოლოდინები და რეალურად მიღებული გამოცდილება ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს მომხმარებელს ეუბნება, რომ ან მოატყუეთ, ან თქვენს საქმეს კარგად ვერ აკეთებთ. ორივე შემთხვევაში კარგავთ პოტენციურ კლიენტს. ამიტომ აუცილებელია საკომუნიკაციო სტრატეგიაში თქვენი მიზნები სწორად იყოს წარმოჩენილი.

შეჯამება

ბრენდი მხოლოდ თქვენი მომხმარებლების თავში არსებობს და შთაბეჭდილებების ერთობლიობას წარმოადგენს. ბრენდინგი კი ამ შთაბეჭდილებების მართვისა და აღბეჭდვის მექანიზმია.

თქვენი მიზანი არა მხოლოდ მათი პრობლემების მოგვარება, არამედ მოგვარებასთან ერთად სიამოვნების მინიჭებაც უნდა იყოს. ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, როდესაც სასურველი შედეგის მიღებასთან ერთად მეგობრულ გარემოში და კომფორტული გზით იღებ მას. თანაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თუ ვისგან იღებ ამ მომსახურებას. ბრენდის გასავითარებლად წაიკითხე მომდევნო სტატიაც!

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გავაანალიზოთ ბიზნეს გარემო

როგორ გავაანალიზოთ ბიზნეს გარემო

ანალიზს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ვიდრე მართვას PESTEL ანალიზი (უწინ ცნობილი, როგორც PEST ანალიზი) ხელსაწყოა, რომელიც მაკრო გარემო ფაქტორების გაანალიზებისა და მონიტორინგის საშუალებას გაძლევთ. მას განსაკუთრებით ხშირად ახალი ბიზნესის...

ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

ყველაფერი იმ ცარიელი დახლებით დაიწყო, რომლებზეც ტუალეტის ქაღალდი უნდა დებულიყო, მაგრამ არ იდო. ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ალბათ აბსურდულად გეჩვენებათ, მაგრამ პანდემიის საწყის პერიოდში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ავსტრალიაში, ტუალეტის...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!