როგორ ავირიდოთ ბუღალტრული პრობლემები

ბუღალტრული თავისტკივილი

სტატიის სექციები

გამართული ბუღალტრული სისტემის გარეშე წარმატებული ბიზნესი არ არსებობს

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანთა უმეტესობას ციფრების აუარებელ სიებსა და ცხრილებთან მუშაობა არ უყვარს. მოუწესრიგებელ და არეულ-დარეულ ბუღალტრულ მონაცემებზე, ხომ საერთოდ აღარაა საუბარი. ამისდა მიუხედავად, ალბათ ყველა ხვდება, თუ ბიზნესის წარმატებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ფინანსების გამართული სისტემის ქონა. მაგრამ, მაინც, ამ საქმიანობის მიერ წარმოქმნილი ტკივილი იმდენად დიდია, რომ მასთან შეჭიდება უზადოდ დიდ ნებისყოფასა და ენერგიას მოითხოვს.

ამ სტატიაში, გეტყვით თუ როგორ შეგიძლია ამ პროცესის გამარტივება და შედეგად, ბუღალტრული თავის ტკივილის აცილება. უშუალოდ პრაქტიკულ რჩევებსაც მოგცემთ და ოდნავ ზოგადსაც, ასე რომ, ბოლომდე ჩაკითხვა არ დაგეზაროს.

ბუღალტრულ ენაზე რომ ვთქვათ – სტატიის ბოლომდე წაკითხვის შედეგად წარმოშობილი რეალური და ალტერნატიული დანახარჯები, წაკითხვის შედეგად მიღებულ ბენეფიტებზე ნაკლებია.

მონაცემების ეფექტურად მართვა

იმისათვის, რომ მონაცემები ეფექტურად მართო ორი ძირითადი რამაა აუცილებელი, თანმიმდევრულობა და მუდმივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე, ბიზნესის წამოწყების პირველივე დღიდან, ჯანსაღი ბუღალტრული ჩვევები უნდა შეიძინო და გამართული ორგანიზაციური სტრუქტურა უნდა შეიმუშავო.

ამისათვის სამი რაღაც დაგჭირდება: ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ტრანზაქციული დოკუმენტები და საბუღალტრო პროგრამა.

ანგარიშთა გეგმაში უნდა გაწერო, დაასათაურო და დაახარისხო, ბიზნესის საქმიანობაში მონაწილე, ყოველი ფინანსური ჯგუფი და მათი ცვლილებები. მთელი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ძირითადი ჯგუფები ასე აღირიცხება:

  • მიმდინარე აქტივები

  • გრძელვადიანი აქტივები

  • მიმდინარე ვალდებულებები

  • გრძელვადიანი ვალდებულებები

  • საკუთარი კაპიტალი

  • საოპერაციო შემოსავლები

  • საოპერაციო ხარჯები

  • არასაოპერაციო ხარჯები და შემოსავლები

  • განსაკუთრებული და სხვა შემოსავლები და ხარჯები

ამ ელემენტების ცვლილებების აღსარიცხავად ტრანზაქციული დოკუმენტებია საჭირო, რომელთა შედგენაც უკვე ჩვენი ინვოისირების აპლიკაციით ძალიან მარტივად შეგიძლია.

ტრანზაქციულ დოკუმენტში იგულისხმება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის აღმწერი დოკუმენტი, ანუ ინვოისი. ჩვენი აპლიკაციით სულ ერთ წუთში შეგიძლია ამ დოკუმენტის მომზადება, თანაც უფასოდ.

აპლიკაციაში შეხსენებების სისტემაც ჩაშენებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი გადაუხდელი ინვოისი არ გამოგეპარება, რადგან ჩვენ ყოველთვის დროულად გამოგიგზავნით ხოლმე შეხსენებას.

ამასთან ერთად, ამავე აპლიკაციაში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით, დინამიკურ რეჟიმში შეგეძლება შემოსავლებისა და ქეშის მოძრაობისთვის თვალის დევნება.

აპლიკაციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერე, ან იხილე ხშირად დასმული შეკითხვები.

ახლა, შემდეგ რჩევაზე გადავიდეთ,

სხვადასხვა საბანკო ანგარიშები გამოიყენე

ბიზნესის ტრანზაქციებისთვის, პერსონალურ საბანკო ანგარიშს თუ იყენებ, ახლავე შეწყვიტე და ბიზნეს ბარათი აიღე. ფინანსების ასეთი არევა დამატებითი გადასახადებისა და ვალდებულებების წარმოშობის რისკის წინაშე გაყენებთ, შენც და შენს ბიზნესსაც.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ასოცირებული ტრანზაქციებისთვის ცალკეული ანგარიშის გამოყენება. დაგვიჯერე, დიდ თავის ტკივილს აიცილებ თავიდან.

  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური გათვლების გაკეთებას გაგიადვილდება.

  • გადასახადების გამოქვითვის საშუალებას მოგცემს

  • საკრედიტო რეპუტაციას გაგიუმჯობესებს

ამას დამატებული, ბიზნეს ბარათის გამოყენებით, არასასურველ საგადასახადო აუდიტსაც უფრო მარტივად აირიდებ თავიდან.

მუდმივად ინფორმირებული უნდა იყო

ორგანიზებული ბუღალტერიის ერთ-ერთი უდიდესი ბენეფიტი ისაა, რომ მუდმივად ინფორმირებული ხარ შენი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ხშირად წინასწარ შეგიძლია პროგნოზების გაკეთება, რაც შემდგომ ბიუჯეტის დაგეგვმაში დაგეხმარება. წაიკითხე სტატია და გაიგე რა კავშირშია ბუღალტერია და ბიუჯეტი ერთმანეთთან. რაც მეტი იცი, მით უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებ. ამიტომ, არ დაგეზაროს ფინანსების რეგულარული მონიტორინგი.

ყოველი დღის ბოლოს უნდა გადახედო და დაახარისხო იმ დღის ბიზნეს ტრანზაქციები.

ყოველი თვის ბოლოს უნდა შეაჯამო ფინანსური ინფორმაცია

მუდმივად უნდა ადარებდე სხვადასხვა თვეების ფინანსური მონაცემები ერთმანეთს. უფრო მეტი ფინანსური რჩევისათვის გაეცანი სტატიას.

გადაწყვიტე შენით გააკეთებ ყველაფერს თუ პროფესიონალს აიყვან

ჩვენ ვთვლით, რომ ყოველ ბიზნესს სჭირდება ფინანსური გუნდი, თუნდაც ერთ კაციანი, თუმცა კადრების მატებასთან ერთად იზრდება კომპანიაში ქაოსის წარმოქმნის რისკი. გაიგე როგორ მართო ბიზნეს აურზაური სტატიის დახმარებით. 

ბუღალტერს, როგორც წესი, საქმე აქვს ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო, საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან. ეს ციფრები აღებულია საწარმოში მიმდინარე რეალური გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამეურნეო ოპერაციებიდან.

სპეციალისტის აყვანის შემთხვევაში, შენ აღარ მოგიწევს პირველ რჩევაში ნახსენებ ანგარიშთა გეგმაზე მუშაობა, თუმცა დანარჩენი რჩევები ისევ ძალაშია.

ტრანზაქციულ დოკუმენტებს რაც შეეხება. ისინი ან თავად უნდა აღრიცხოს ბუღალტერმა, ან შენ უნდა ითავო ეს საქმე და მზა ინფორმაცია მიაწოდო მას. ეს ფუნქცია შეთანხმების მიხედვით ნაწილდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, შენთვისაც და ბუღალტრისთვისაც, კერნელის აპლიკაცია დიდი შვება იქნება ტრანზაქციული დოკუმენტების ორგანიზების კუთხით, რადგან ექსელის ფაილში ყოველი დოკუმენტის ცალ-ცალკე გაწერის ნაცვლად, მარტივად და ძალიან სწრაფად შეძლებთ ინვოისის გამოწერას.

 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გავიზიაროთ სამუშაო

გავიზიაროთ სამუშაო

ნუ გაუშვებ, გაუზიარე! Covid-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ტურბულენცია, დამქირავებლებს ოპერაციული დანახარჯების შემცირებას აიძულებს, რაც ძალიან ხშირად ადამიანთა სამსახურიდან გაშვებით მთავრდება. შეიძლება ეს ერთად ერთ გამოსავლადაც გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე არაა,...

ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს „ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!