5 ფინანსური რჩევა მცირე ბიზნესებისათვის

ფინანსური რჩევები

სტატიის სექციები

გაეცანი სტატიას და გააუმჯობესე შენი კომპანიის ფინანსური მხარე

ბიზნესის მართვა რთული და შრომატევადი პროცესია. დამწყები და მცირე ბიზნესებისთვის კი ეს ტვირთი კიდევ უფრო მძიმეა. ამის მიზეზი ხშირად შეზღუდული ბიუჯეტი და ფინანსური სისტემის გაუმართავობაა. 

მცირე ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისთვისა და გრძელვადიანი წარმატებისთვის გამართული ფინანსური სისტემა აუცილებელი რამაა. თუ არ იცი ამჟამად რა მდგომარეობაშია შენი ბიზნესი, როგორ მიიღებ სწორ გადაწყვეტილებებს?

თუკი შენ გინდა :

  • შემოსავლის გაზრდა
  • თანხის სწორ ადგილას დაბანდება
  • ხარჯების შემცირება
 

ფლობ სტარტაპს, მცირე ან დამწყებ ბიზნესს, მაშინ გაეცანი სტატიას და გააუმჯობესე შენი კომპანიის ფინანსური მხარე!

გამოიყენე ციფრული ფინანსური ხელსაწყოები

ნებისმიერ ბიზნესს ესაჭიროება მონაცემთა აღწერა და აღრიცხვა. დალაგებული საბუღალტრო სისტემა კომპანიას ფინანსების სწორად წარმართვის აუცილებელი წინაპირობაა. დღესდღეობით მრავალი ციფრული ხელსაწყო არსებობს, რომელიც სულ რამდენიმე წუთში მოგიგვარებს პრობლემებს, რომლებზეც საათები უნდა დაგეხარჯა. იქნება ეს, ინვოისების მენეჯმენტის, ბიუჯეტირებისა და ხარჯთაღრიცხვის ხელსაწყო, დაგვიჯერე, არ ინანებ შენს ბიზნესში მათ ინტეგრაციას. მაგალითსთვის კერნელი განვიხილოთ.

  • კერნელი ინვოისების შექმნის უმარტივესი გზაა. სადაც გსურთ და როცა გსურთ, კერნელის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პროფესიონალური ინვოისების შექმნა და კლიენტისთვის გაგზავნა. თანაც, სულ რაღაც ერთ წუთში!
 

ამასთანავე სისტემაში ჩაშენებულია მარტივი ანალიტიკის ხელსაწყოც, რომლის მეშვეობითაც თქვენს ფულის მოძრაობასა და შემოსავლებს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ჩვენი რეპორტები მხოლოდ აუცილებელ და მარტივად გასაგებ ინფორმაციას მოგაწვდიან. თანაც ამ რეპორტებში წარმოდგენილი ინფორმაციის გადმოწერაც შეგიძლია.                                                           

დამატებით, მარტივი ფინანსური და საგადასახადო კალკულატორებიც გვაქვს, რომელთა მეშვეობით წამებში შეძლებთ გადასახადების გამოთვლასა და სხვა რუტინული გამოთვლების გაკეთებას.

ალბათ უკვე ხედავ, თუ რამდენად შეუძლია ციფრულ ხელსაწყოებს შენი სამუშაოს გამარტივება. სხვა, ხელსაწყოების აუცილებლად მოინახულეთ, მაგალითად QuickBook, Waveapps და ა.შ. ეს ციფრული ხელსაწყოები იდეალურად მოაწესრიგებენ შენს ფინანსებს და მოგაშორებენ უაზრო ბუღალტრულ თავისტკივილს. უფრო დეტალურად კი მათზე სხვა სტატიაში ვისაუბროთ.

შექმენი ბიუჯეტი 

Ბიუჯეტი არის ფინანსური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება მომავალი ხარჯებისა და შემოსავლების დასადგენად. უპირველესად, ბიუჯეტის დაგეგვმა ბიზნესის დაწყებამდეა აუცილებელი. Მაგალითად, აპირებ დააარსო სილამაზის სალონი, შენ მიერ გაწერილ ხარჯებში შევა აღჭურვილობა, შენობის ქირა და ა.შ. შემდეგ ასევე უნდა გაწერო, თუ რა ოდენობის შემოსავალს ელოდები და რა ტიპის მომსახურებიდან.

ხარჯებისა და შემოსავლების ცოდნა საჭიროა ბანკის სესხის გასასაზღვრელად. ბიუჯეტი არამარტო სწორი ოდენობის სესხებაში დაგეხმარება, არამედ აჩვენებს კრედიტორს რატომაა ამხელა ოდენობის თანხა საჭირო და რას მოხმარდება იგი. ახლავე გეტყვით, თუ როგორ უნდა შექმნა ბიუჯეტი:

  • განსაზღვრე პერიოდი – განსაზღვრე, თუ რა პერიოდზე გსურთ პირადი ბიუჯეტის შედგენა. შენი მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე პირადი ბიუჯეტი შეიძლება ნებისმიერ პერიოდზე შედგეს. ის შესაძლოა 1 კვირის, 1 თვის, 1 კვარტლის, 1 წლის ან სხვა, უფრო ხანგრძლივ პერიოდზე იყოს განსაზღვრული. 
  • განსაზღვრე საპროგნოზო შემოსავალი – მას შემდეგ, რაც აირჩევ ბიუჯეტისთვის პერიოდს, განსაზღვრეთ საპროგნოზო, ანუ სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ელოდებით. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის საპროგნოზო წყაროები და თითოეული მათგანის გასწვრივ მიუთითე მომდევნო პერიოდის ანუ მომავალი 1 თვის განმავლობაში მისაღები შემოსავლები.
  • გაითვალისწინე საპროგნოზო ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები – ფიქსირებული ხარჯები, არ იცვლება ყოველთვიურად, მაგალითად, შენობის იჯარა, კომუნალური გადასახადი, ბანკის სესხის პროცენტი, დაბეგვრა. ცვლადი ხარჯები კი ისეთ არაგანმეორებით ხარჯებს მოიცავს, როგორიცაა საჭირო ინვენტარის შეძენა, სახელფასო ბონუსები, სალონის შემთხვევაში პროდუქტის სხვადასხვა ოდენობის შეძენა და სხვა მრავალი. ბიუჯეტში ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, რომ სწორად შეძლო განსაზღვრული პერიოდის პოლოს სავარაუდო ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
  • გამოიანგარიშე საპროგნოზო მოგება – გამოაკელი მთლიან საპროგნოზო შემოსავალს მთლიანი საპროგნოზო ხარჯი. თუ შენი ხარჯები შემოსავალს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი „დეფიციტურია“ და ფინანსური სირთულეები გარდაუვალია.
 

თუ ნაშთი 0-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება შემოსავლების 10%-ს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავლებიდან გარკვეული თანხა გრჩება, მაგრამ დანაზოგის შესაქმნელად არც თუ ისე ოპტიმალური მოცულობით.

თუ მიღებული სხვაობა შემოსავლების 10%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თავისუფალი თანხა გრჩება, რომელიც შეგიძლიათ დანაზოგების შესაქმნელად გამოიყენო.

ბიუჯეტი შექმნა დამწყები ბიზნესისათვის შედარებით რთულია, ვიდრე უკვე არსებული კომპანიისათვის. უკვე არსებულ კომპანიას ფიანსური ისტორია გააჩნია, რომელზე დაფუძებითაც შეუძლია რაღაც ვარაუდების გარეთება. ახალ კომპანიას კი ეს ფუფუნება არ აქვს და სიბნელეშ უწევს ისრის სროლა. დეტალური ინფორმაციისათვის ბიუჯეტზე გაეცანი სტატიას.

შექმენი მოგება-ზარალის უწყისი

მაშინ, როდესაც ბიუჯეტი სამომავლო ხარჯებისა და შემოსავლების დაგეგმარებას ემსახურება, შენ, როგორც ბიზნესის მფლობელს ახლანდელი მგდომარეობის გაანალიზებაც გჭირდება. საერთოდ, როგორ ააგებ სამომავლო გეგმებსა და როგორ ჩამოიყალიბებ მოლოდინებს, თუ ამჟამინდეს მდგომარეობაზე არ ფლობ ინფორმაციას?

სკოლაში ყველას გვივლია და ვიცით, თუ რა არის ნიშნების ჟურნალი, ნიშნების ფურცელი. მასწავლებელი რომ იწერდა ხოლმე ქულებს და სემესტრის ბოლოს რომ აჯამებდა აი ამ ჟურნალს ვგულისხმობთ.

რა შუაშია ნიშნების ჟურნალი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ, კომპანიისთვის, მოგეა-ზარალის უწყისი იგივეა, რაც ჩვენთვის ნიშნების ჟურნალი იყო. მართლაც, ამ დოკუმენტში იწერება, თუ რა, რა რაოდენობით და რა ფასად გაყიდა კომპანიამ და რამდენი და რაში დახარჯა. ბოლოს კი, ეს ყველაფერი ჯამდება და ვნახულობთ შემდეგ კლასში გადავიდა თუ არა კომპანია.

მოგება-ზარალში იწერება ყველაფერი, რაც ხარჯებსა და შემოსავლებს ეხება. ზუსტად ამიტომ, ამ უწყისს მიმართავენ ხოლმე, როდესაც სურთ გაიგონ, თუ რამდენად მომგებიანი იყო ესა თუ ის პერიოდი.

როგორც წესი, მას ყოველი თვის, კვარტლის ან/და წლის ბოლოს ადგენენ და მოცემული უწყისის გვერდით წინა ორი პერიოდით უწყისსაც დაურთავენ ხოლმე, რომ პერიოდების  მიხედვით კომპანიის ფინანსური მგრომარეობა  მარტივად შეადარონ.

ერთ მარტივ ფორმულაში რომ მოვაქციოთ მთელი უწყისი, აი ასეთი რამე იქნება:

შემოსავლები – ხარჯები = მოგება

 

უფრო დაზუსტებით რომ ვთქვათ, შემოსავლისა და ყველა ხარჯის გამოკლებით დასაბეგრი მოგება მიიღება. თუ გადასახადებს იხდი, მაშინ მოგებას გადასახადის მოცულობა უნდა გამოაკლდეს ამ რიცხვს, რის შემდეგაც უკვე წმინდა მოგებას მიიღებ.

ეს უწყისი მეტი არაფერია, თუ არა ამ სამი ელემენტის დეტალური ჩაშლა.

ეს უწყისი შემდეგი ტიპის ინფორმაციას გვაწვდის:

  • რა გზით იღებს კომპანია შემოსავალს?
  • რაში ხარჯავს კომპანია ფულს?
  • მომგებიანია თუ არა კომპანია?
 

იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა ააწყო მოგება-ზარალის უწყისი გადადი შემდეგ ლინკზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოგება-ზარალის შექმნის პროცესი.

განასხვავე პირადი და კომპანიის ფინანსები

ზოგიერთი რამ ერთმანეთს ვერ ეწყობა და ხშირად პრობლემებსაც კი ქმნის. მაგალითად, შენი პირადი ფინანსები და შენი ბიზნესი. ამ ნივთების ცალ-ცალკე შენარჩუნება არამარტო პრობლემების შემცირებაში დაგეხმარება, არამედ მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქმესა და ფინანსების მართვას.

არ იცით სად უნდა დაიწყოთ თქვენი პირადი და ბიზნესის ფინანსების გამიჯვნა? მივყვეთ ამის მარტივ გზებს.

  • გახსენიბიზნესის პირადი ანგარიში, რის შედეგადაც შეწყვეტ ბიზნესის ტრანსაქციებში პირადი ბარათების გამოყენებას.
  • გადაუხადე შენს თავს ხელფასი. შენ საკუთარი თავის ბოსი ხარ, გამოიწერე ყოველი თვის ბოლოს ხელფასი და არ გამოიყენო კომპანიის შიდა თანხები პირადი მოხმარებისათვის.
 

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ასოცირებული ტრანზაქციებისთვის ცალკეული ანგარიშის გამოყენება. დაგვიჯერე, დიდ თავის ტკივილს აიცილებ თავიდან.

  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური გათვლების გაკეთებას გაგიადვილდება.
  • გადასახადების გამოქვითვის საშუალებას მოგცემს
  • საკრედიტო რეპუტაციას გაგიუმჯობესებს
 

ამას დამატებული, ბიზნეს ბარათის გამოყენებით, არასასურველ საგადასახადო აუდიტსაც უფრო მარტივად აირიდებ თავიდან.

აირჩიე ბიზნესის სწორი ფორმა

კომპანიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი თანმდევი პროცესია მისი ფორმის განსაზღვრა. არსებობს რამოდენიმე სახის შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ინდ. მეწარმე, სს (სააქციო საზოგადოება) და კპ (კოოპერატივი). შენთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტის არჩევა არამარტო ბიზნესის ფინანსებზე, კერძოდ, გადასახადების და დაბეგვრის თვალსაზრისით, იქონიებს გავლენას არამედ კომპანიისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარება. 

ბიზნესის ორგანიზაციული ფორმების შესახებ მეტის გასაგებად გადადი ამ ლინკზე. გაიგე რომელი კომპანია სარგებლობს გარკვეული უპირატესობებით და რომელი იბეგრება ორმაგად.

ფინანსების სწორ მენეჯმენტში კომპანიის ორგანიზაციულ ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობააქ. მაგალითად, შენ, მცირე ბიზნესის მფლობელმა, გადაწყვიტე დარეგისტრირდე როგორც ინდ. მეწარმე, შენ გექნება მაღალი ფინანსური მოტივაცია, რადგან ოგების მიმღები თავად შენ იქნები. გექნება დამოუკიდებლობა და მოქმედების თავისუფლება. 

თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს და მასაც გააჩნია უარყოფითი მხარეები : ინდ. მეწარმე ვალდებულებებზე თავისი კერძო ქონებით აგებს პასუხისმგებლობას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს წინა რჩევას პირადი და კომპანიის ფინანსების ერთმანეთში არევაზე. 

თუკი არჩევანს სააქციო საზოგადოებაზე შეაჩერებ, შენი ბიზნესი ორმაგად დაიბეგვრება (მოგების გადასახადი და დივიდენდის გადასახადი), რაც ახლად წარმოქმნილ მცირე სტარტაპის ბიუჯეტს ძალიან დააზარალებს. ალბათ, უკვე ცხადია, თუ რამხელა გავლენა აქვს ბიზნესის ორგანიზაციულ ფორმას მის ფინანსებზე. ამიტომ, არ დაგეზაროს და წაიკითხე შემდეგი სტატია.

მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა, კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს. კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და გახვიდე მსოფლიო ბაზარზე. 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
როგორ გადავანაწილოთ პოზიციები ბიზნესში

როგორ გადავანაწილოთ პოზიციები ბიზნესში

  რაზეა აწყობილი წარმატებული ბიზნესი? ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია ოპერაციებისა და რესურსების ორგანიზება, მართვა და კონტროლი. ახალი ბიზნესის წამოწყებისას ერთ-ერთი პირველი საზრუნავი, რომელიც თავს იჩენს, პასუხისმგებლობების გადანაწილება. ამ სტატიაში გაგაცნობთ, კომპანიის...

ბუღალტრული თავისტკივილი

როგორ ავირიდოთ ბუღალტრული პრობლემები

გამართული ბუღალტრული სისტემის გარეშე წარმატებული ბიზნესი არ არსებობს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანთა უმეტესობას ციფრების აუარებელ სიებსა და ცხრილებთან მუშაობა არ უყვარს. მოუწესრიგებელ და არეულ-დარეულ ბუღალტრულ მონაცემებზე, ხომ საერთოდ აღარაა...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!