გავიზიაროთ სამუშაო

გავიზიაროთ სამუშაო

სტატიის სექციები

ნუ გაუშვებ, გაუზიარე!

Covid-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ტურბულენცია, დამქირავებლებს ოპერაციული დანახარჯების შემცირებას აიძულებს, რაც ძალიან ხშირად ადამიანთა სამსახურიდან გაშვებით მთავრდება. შეიძლება ეს ერთად ერთ გამოსავლადაც გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე არაა, სამსახურიდან დათხოვნის უკეთესი ალტერნატივებიც არსებობს, რომლებიც თქვენთვისაც და თქვენი თანამშრომლებისთვისაც მომგებიანი იქნება. ცხადია ეს ყველა ტიპის ბიზნესსა და პროფესიას არ მოერგება. რეცესიის დროს ადამიანთა დიდი ნაწილი ყოველთვის დაკარგავს სამსახურს, ეს გარდაუვალია.

მაგრამ არ იქნება ურიგო, თუ მათი რიცხვის შემცირებას შევეცდებით.

Covid-19-ის პანდემიამ სამუშაოს გაზიარების პროგრამების პოპულარობა მკვეთრად გაზარდა. მარტივად რომ ვთქვათ ეს პროგრამები თქვენი სამუშაო საათების შემცირებასა და საქმის გაზიარებას გულისხმობს.

წარმოიდგინეთ, რომ გიორგი და ნიკა ორივე დეველოპერებად მუშაობენ ერთსა და იმავე კომპანიაში

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიას მხოლოდ ერთი დეველოპერის დატოვება შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ ერთ-ერთი სამსახურიდან გაუშვას, უმჯობესი იქნება, თუ სამუშაო საათებსა და ანაზღაურებას ორივეს გაუნახევრებს, ანუ ერთის ფასად ორ ადამიანს დაიტოვებს. რის შედეგადაც ნიკა და გიორგი არასრულ სამუშაო განაკვეთზე გადავლენ და უშემოსავლოდ არ დარჩებიან.

ცხადია დროისა და ანაზღაურების შემცირებასთან ერთად დავალებათა რიცხვიც ადექვატურად უნდა იცვლებოდეს.

ასეთი მოდელი კომპანიისთვისაც მომგებიანია, რადგან როდესაც რეცესია დასრულდება ახალი თანამშრომლების ძიება არ მოუწევს, რითიც დროსა და ფულს დაზოგავს და შედარებით მარტივად წამოდგება ფეხზე.

ამ მოდელის ერთ-ერთი ნაირსახეობაა „on-off” სისტემაც, რაც შემდეგს გულისხმობს:

ისევ გიორგისა და ნიკას მაგალითზე — ერთ-ერთის სამსახურიდან გაშვების ნაცვლად, კომპანიას შეუძლია თვეში ორი კვირა გიორგი ამუშაოს სრულ განაკვეთზე, ორი კვირა — ნიკა.

ეს მოდელი მუშაობს და ბევრ სამუშაო ადგილსაც იცავს გაუქმებისგან. მაგალითისთვის სხვადასხვა ქვეყნებს შეგვიძლია შევხედოთ. კორონავირუსის გამო, გერმანიაში 650 000 კომპანიაზე მეტი უკვე იყენებს სამუშაოს გაზიარების პროგრამებს; საფრანგეთში 700 000 ახალი კომპანიის სამუშაოს გაზიარების პროგრამები 8 მილიონ ადამიანს მოიცავს; ბელგიაში 1.25 მილიონს და ა.შ.

კიდევ უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუ კომპანიების მხრიდან სამუშაო საათებისა და ხელფასების შემცირებასთან ერთად სახელმწიფო ანაზღაურების სუბსიდირებას დაიწყებს. ამერიკის 27 შტატში სამუშაოს გაზიარების პროგრამაში მყოფი ადამიანები ნაწილობრივი უმუშევრობის ბენეფიტებს იღებენ, რაც შეიძლება დაზღვევაში, ჩამოჭრილი ხელფასის ნაწილის ანაზღაურებაში თუ გადასახადების შემცირებაში შეიძლება გამოიხატოს.

რეცესიის დროს კომპანიის პრიორიტეტი თანამშრომლების კეთილდღეობა უნდა იყოს.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
დაგროვებითი პენსია

რა არის დაგროვებითი პენსია?

ამ სტატიაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შინაარსს მიმოვიხილავთ, გეტყვით თუ როგორ ითვლება საპენსიო დანაზოგი, ვინ იხდის მას და საერთოდ რატომ შემოიღეს ეს სისტემა.

როგორ შევქმნათ მარკეტინგული სტრატეგია

როგორ შევარჩიოთ სწორი მარკეტინგული სტრატეგია

გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარება სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევაში და ფულის სწორ გადანაწილებაში! Და აი დადგა დროც, როდესაც შენი ბიზნესის ყველაზე პრობლემატურ და ძვირადღირებულ ნაწილს, მარკეტინგს მივადექით. ალბათ დაგვეეთანხმები, რომ მარკეტინგის...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!