ლიდერობა კრიზისის დროს

ლიდერობა კრიზისის დროს

სტატიის სექციები

როდის იყო რომ ბიზნეს სამყარო გაურკვევლობებით სავსე არ იყო?

კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ყველა კრიზისის დროს, გაურკვევლობა და უიმედობა ბიზნეს-ლიდერებს სიკვდილის ანგელოზებივით ადგათ თავს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გარშემო ყველაფერი ნისლითაა დაფარული და არ იცი საით წახვიდე. სიტუაციას კიდევ ის ართულებს, რომ გაურკვევლობა დღითი დღე იზრდება და გარემოებები საოცარი სისწრაფით იცვლება.

ასეთ დროს ანტრეპრენული სულის ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის აუცილებელი ანტრეპრენერი იყოთ, რომ ანტრეპრენული შემართების გაუძღვეთ ბიზნესს. იფიქრეთ ფართოდ და თამამად. ანტრეპრენერული მიდგომა ისეთი წერტილების აღმოჩენასა და შეერთებას გულისხმობს, რომლებიც ჯერ შეერთებული არაა. კრიზისის დროს ბევრი არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღება და ახალი გზების გაკვალვა მოგიწევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციას ანტრეპრენული კუთხით შეხედოთ.

კრიზისი ლიდერების ნამდვილ სახეს ავლენს. ცვლილებათა მართვა განსაკუთრებული და აუცილებელი ლიდერული უნარია. კარგი ლიდერი გაუკვალავ ჯუნგლებში სიარულის დროსაც კი, რომელსაც ბიუჯეტის, ინვესტიციებისა და სამუშაო ძალის შეკვეცაც თან სდევს, უნდა ახერხებდეს შინაგანი წონასწორობის შენარჩუნებასა და საკუთარი გუნდის გაძღოლას.

ჩვენ რამდენიმე რჩევას მოგცემთ თუ როგორ გააკეთოთ ეს:

მტკიცე და სწრაფი გადაწყვეტილებების დროა

ყოველ დღე ახალ-ახალ უსიამოვნო ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც მომენტარულად მოქმედებას გვაიძულებს. კარგმა ლიდერმა ეს ინფორმაცია სწრაფად უნდა გადაამუშაოს, პრიორიტეტები გამოავლინოს და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღოს.

კრიზისის დროს ლიდერი მუდმივად კოგნიტურ გადატვირთვას განიცდის — ინფორმაცია უზადო რაოდენობით მიიღება; მათი უმრავლესობა არასრულია; ინტერესები და პრიორიტეტები ერთმანეთს ერკინებიან და ემოციურ ქარცეცხლში ეხვევიან. ამ ყველაფრის შედეგად ძალიან მარტივად შეიძლება ანალიტიკური პარალიზი მიიღოთ. ამიტომ, სხარტი გადაწყვეტილების მიღების მარტივი და დრეკადი მოდელი კრიტიკულია, რომ ლიდერი ანალიტიკური პარალიზის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

რა უნდა გააკეთოთ

დასახეთ პრიორიტეტები. გამოავლინეთ სამიდან ხუთამდე პრიორიტეტული საქმე და ყოველ თანამშრომელს აცნობეთ მათ შესახებ. მოვლენების განვითარებასთან ერთად ეს სია დინამიკური და მუდმივად ცვლადი გახდება. ცხადია, ხშირად კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ „აუცილებელსა“ და „მნიშვნელოვანს“ შორის.

შექმენით კრიზის მენეჯმენტის გუნდი. ეს ომია. ომის სტრატეგიულად წარსამართავად კი სამხედრო კაბინეტის დაკომპლექტება აუცილებელია. თქვენც შექმენით თქვენი კრიზის-მენეჯემენტის კაბინეტი, რომელიც კრიზისული გადაწყვეტილებების მიღებაზე იქნება პასუხისმგებელი.

ნუ შეუშინდებით შეცდომებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ შეცდომებს დაუშვებს. მაგრამ, კრიზისის დროს უმოქმედობა ნებისმიერ არასწორ ქმედებაზე უარესია.

ადაპტირდით

გადარჩება მხოლოდ ის, ვინც ამ არახელსაყრელ გარემოებებს შეეგუება. შეგუება არა მხოლოდ ქმედებების, არამედ იდეოლოგიურ ცვლილებასაც გულისხმობს, რადგან ზუსტად იდეოლოგია ასაზრდოებს ქმედებას. გუშინდელი სტრატეგია უკვე აღარ გამოგადგებათ, დროა ახალი შეიმუშაოთ.

რა უნდა გააკეთოთ

გადაწყვიტეთ რა არ უნდა გააკეთოთ. გააუქმეთ მასშტაბური ინიციატივები და დანახარჯები და ჩამოწერეთ, თუ რა არ უნდა გააკეთოთ, რომ ბიზნესი თავზე არ ჩამოგენგრეთ. ამის შედეგად, ზუსტად გეცოდინებათ, თუ რას უნდა ერიდოთ.

კოოპერატიულ ჯგუფს გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მარტოხელა ინდივიდს. სხვა ბიზნესებიც თქვენს მსგავს დღეში არიან. მათი ლიდერებიც თქვენსავით დაბნეულები და შეშინებულნი არიან. არ იქნება ურიგო, თუ ადგილობრივი ლიდერების ქსელს შექმნით. ამ გზით ბიზნესებს საშუალება ექნებათ თავიანთი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაც მიიღონ.

ეძებეთ შესაძლებლობები და ელოდეთ მოულოდნელს. კრიზისის დროს ლიდერები ყველგან შესაძლებლობებს უნდა ეძებდნენ და მაქსიმალურად იყენებდნენ მათ. ესაუბრეთ ყველას და განსხვავებულ აზრებსა და შეხედულებებს ნუ წაუყრუებთ.

სანდო გუნდი ქაოსის ანტიდოტია

როგორც ლიდერი, თქვენ მუდმივად ცვალებადი პრიორიტეტების ზღვაში შეზღუდული რესურსებით გიწევთ ნაგივაცია. თქვენი მთავარი რესურსი თქვენი გუნდია. კრიზისის დროს არაფერი არაა გუნდის კეთილდღეობაზე მეტად მნიშვნელოვანი. უნდა გესმოდეთ, რომ ასეთ დროს ლიდერობა თქვენ შესახებ კი არა, თქვენი გუნდის შესახებაა.

რა უნდა გააკეთოთ

დაამყარეთ ინდივიდუალური ურთიერთობები. ყოველ დღე გამოყავით დრო, რომელსაც ექსკლუზიურად თანამშრომლებთან პირისპირ ურთიერთობას დაუთმობთ. ამ მომენტში, პირისპირ ურთიერთობაში, ვიდეო-ზარი იგულისხმება. დაგვიჯერეთ, უფროსთან ინდივიდუალური ურთიერთობის ქონა ყველა თანამშრომელს სიამოვნებს. დროა ჩამოშალოთ ბიუროკრატიული ბარიერები და რიგითი თანამშრომლის გვერდით იმუშაოთ.

ემპათიას ყოველთვის დაგიფასებენ. გუნდს ემპათიით უნდა გაუძღვეთ. დაანახეთ, რომ მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ღელავთ. თუ რაიმე სჭირდებათ, შეეცადეთ დაეხმაროთ და ყოველთვის დააჯილდოეთ, ან აჩვენეთ, რომ გინდათ დააჯილდოოთ, მაგრამ ფიზიკურად არ შეგიძლიათ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწევენ. ჯანსაღი და მამოტივირებელი სამუშაო კულტურის გარეშე თანამშრომლის კეთილდღეობა წარმოუდგენელია.

ადექით და გაუძეხით

კრიზისის დროს ლიდერები ხშირად საკმარისად არ ენდობიან ხოლმე თავიანთ თავებს, რომ პირველ ანტი-კრიზისულ ნაბიჯებზე პასუხისმგებლობა აიღონ. ასეთ ლიდერებს შემართება აკლიათ. შემართების გარეშე კი ბიზნესი წინ ვერ წავა.

ამ კრიზისის პერსონალურმა ხასიათმა ცხადი გახადა თუ რა არის ლიდერობა.

  • ლიდერობა ძალაუფლების შესახებ არაა.
  • ლიდერობა მხოლოდ პასუხისმგებლობის შესახებ არაა.
  • ლიდერობა იერარქიის შესახებ არაა.
  • ლიდერობა იდეის რწმენა და მისი გაზიარებაა.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ლიდერობა კრიზისის დროს

ლიდერობა კრიზისის დროს

როდის იყო რომ ბიზნეს სამყარო გაურკვევლობებით სავსე არ იყო? კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ყველა კრიზისის დროს, გაურკვევლობა და უიმედობა ბიზნეს-ლიდერებს სიკვდილის ანგელოზებივით ადგათ თავს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გარშემო ყველაფერი ნისლითაა დაფარული...

ფინანსური აქტივები

ფინანსური აქტივები

გაინტერესებს რას ნიშნავს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფინანსური აქტივები? გაეცანი სტატიას და გაიგე როგორ მუშაობს ფინანსური ბაზარი. ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც, გვსმენია კომპანიის აქციებისა, დეპოზიტებისა და ფასიანი...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!