მარკეტინგული ხარჯის ტიპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე

მარკეტინგული ხარჯის ტიპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე

სტატიის სექციები

გაიგე რა შედის მარკეტინგულ ხარჯებში და დაივიწყე მომაბეზრებელი კითხვები ბიუჯეტის გადანაწილებისას.

დარწმუნებულები ვართ, რომ შენი ბიზნესის პროდუქციის ან მომსახურების დარეკლამება ერთხელ მაინც მოგსვლია აზრად. ნებისმიერი ამგვარი რეკლამირება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ხარჯებს კი მენეჯმენტი სჭირდება, რაც ხშირად ძალიან რთული და შრომატევადია, განსაკუთრებით მცირე და დამწყები ბიზნესებისთვის. 

გვესმის, რომ მარკეტინგის გუნდი ყველაზე ხარჯიანია და ხშირად მათი ხარჯების წყაროც რთულად წარმოსადგენი და ჩახლართულია, ამის მიზეზი მრავალგვარია. რეკლამები სხვადასხვანაირია, იქნება ის სოციალურ მედიაში, ტელევიზიაში, გაზეთსა თუ კედლის აფიშაზე. მათი გამოყენების შემდეგ ალბათ, არაერთხელ დაფიქრებულხარ იმაზე, თუ რანაირად ჭამს მარკეტინგი ამდენ ფულს, “სად მიდის ფული?” და საერთოდ “რაში იხარჯება კომპანიის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი?”.

ამ სტატიაში ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ. ანუ, გეტყვით, თუ ზუსტად რაში ხარჯავს ფულს შენი კომპანიის ყველაზე ძვირი დეპარტამენტი.

რა არის მარკეტინგული ხარჯი?

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მარკეტინგის განყოფილება გამორჩეულია თავისი უნიკალური ინვესტიციებით სხვადასხვა პლატფორმაში. ამის მიზეზი დღევანდელი სოციალური არეალის სიდიდეა. დროის ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების დარეკლამების ფორმებიც. მაგალითად, სანამ მსოფლიოში სოციალური ქსელები გამოჩნდებოდნენ, ბრენდის პოპულარიზაციის მთავარი იარაღი ტელევიზია იყო. ასპარეზზე ფეისბუქისა და გუგლის გამოსვლას კი ონლაინ-რეკლამების გამოჩენა მოჰყვა. 

ნებისმიერ პოსტზე, ქუჩაში დარიგებული ბროშურსა თუ ტელეარხზე გასულ რეკლამაზე დახარჯული თანხა მარკეტინგულ ხარჯებს მიეკუთვნება. მოდი თვალი გადავავლოთ იმ მთავარ მიზეზებს, რის გამოც ხშირად მარკეტინგის განყოფილება ყველაზე ძვირადღირებულია კომპანიაში და რატომ არის მათი ბიუჯეტი მუდვიმად ცვალებადი.

ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობის შექმნა

„ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო 

ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი იქნება იმის თქმა, თუ რა არ არის ის: ბრენდი არაა ლოგო, სახელი, სიმბოლო, ფერები და კომპანიის ოფიციალური ჰიმნი. კი, ამ ყველაფერს ბრენდზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ თავად ბრენდი გაცილებით მეტ ელემენტს მოიცავს. მოკლედ, ბრენდი ისაა, თუ როგორ ხედავენ მომხმარებლები შენს კომპანიას. ბრენდინგი კი მარკეტინგული პრაქტიკაა, რომელის მიზანიც ადამიანების თავში სასურველი შთაბეჭდილებების ჩადება, ანუ სასურველი ბრენდის კომუნიკაციაა.

შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაციის სტრატეგიაში ბრენდინგზე მნიშვნელოვანი ელემენტი არ არსებობს, რადგან ზუსტად ის განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია. მისი დაყოფა ორ ნაწილად შეიძლება: ვიზუალური ბრენდინგი და კონცეფციური ბრენდინგი.ბრენდინგზე დეტალური ინფორმაციისათვის გაეცანი სტატიას

ძირითადად, კომპანიის ბრენდის შექმნაზე ერთი ან რამოდენიმე თანამშრომელი ზრუნავს. ისინი მარკეტინგის ჯგუფის წევრები არიან და ყველა საჭირო რესურსს მარკეტინგის ბიუჯეტიდან იღებენ. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერის მომსახურება, რომელიც შექმნის ლოგოს, კომპანიის ფერთა პალიტრას და ა.შ.

ვებსაიტის შექმნა და მისი ტექნიკური ხარჯები

როგორც ზევით ავღნიშნეთ, დღევანდელ ვირტუალურ სამყაროში ვებსაიტის ქონა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. მომხმარებლების უმეტესობა მთავარ ინფორმაციას პროდუქტზე სწორედ ვებსაიტიდან ან ფეისბუქ გვერდიდან იღებს. ხარისხიანი საიტის შექმნა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული,რადგან მის შესაქმნელად სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გუნდია საჭირო.  

დიზაინისა და განვითარების ხარჯები

ვებსაიტს და ონლაინ გვერდს სოციალურ ქსელში მუდმივად სჭირდება განახლება და ახალი კონტენტის შექმნა, რისთვისაც ცალკე თანამშრომელი აყავთ, რომელიც მარკეტინგის გუნდს უერთდება.

ციფრული რეკლამა (სოციალური და სატელევიზიო რეკლამები) 

ეს ალბათ ყველაზე ცნობილი და გავრცელებული რეკლამის ფორმაა. მართლაც, პირველი რაც თავში მოგვდის რეკლამის გაგონებაზე, ესაა სატელევიზიო გადაცემებს შორის პროდუქციის ვიდეორგოლი. 

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა სახის მარკეტინგულ ქმედებას, რომელიც ციფრულ სამყაროში ხორციელდება. ბიზნესები ისეთ ციფრულ არხებს იყენებენ, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდები და სხვ. ყველა კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც კომუნიკაცია უდნა დაამყაროს. ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მის მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა.

ციფრული მარკეტინგი ძალიან მრავალფეროვანი რამაა და აუმრავ ხელსაწყოსა და მიდგომას მოითვლის. ამ სტატიაში კი მის სახეობებს დეტალურად გაეცნობი და შეძლებ თანამდეროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების საშენოდ გამოყენებას.

PR (საზოგადოებასთან ურთიერთობა, “პიარი”)

ბევრი ამ სიტყვას არასწორად იყენებს და მომხმარებელთან კომუნიკაციაში ურევს. “პიარი” არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი, რის შედეგედაც ბიზნესი კარგ ურთიერთობას აყალიბებს სხვა ორგანიზაციებთან ან კლიენტებთან. 

ამის მარტივი მაგალითია, როცა კომპანია, თავისი პოპულარობის და სურათის გასაუმჯობესებლად ერთვება უამრავ ღონისძიებაში და ასევე ასპონსორებს არაერთ ღონისძიებას. სანაცვლოდ მისი, როგორც ბრენდის, სახელი პიარდება და კარგ ასოციას იწვევს მომხმარებელში. 

ასევე მიღებულია, როდესაც კომპანია აწყობს საკუთარ ღონისძიებებს, მაგალითად, პროდუქციის გამოფენას. ძირითადად ამგვარ საღამოებს აშუქებს ჟურნალ-გაზეთი ან ტელევიზია.

მარკეტინგის მენეჯერებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა ყველა ამ განსხვავებული ხარჯის სწორი მართვა და მენეჯმენტია, ამასთან ერთად მისი მთავარი მიზანი კომპანიის ცნობადობის გაზრდა და ამით მომხმარებლის მოზიდვაა.

ის, რაც შევიტყვეთ

მარკეტინგული ხარჯები, ბევრ რამეს მოიცავს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მათი მართვა და კონტროლი ძალიან შრომატევადია და ბიუჯეტის დაგეგვმის დროს რთულია ახსნა, თუ რატომ ითხოვს მარკეტინგის გუნდი ამხელა ფულად რესურსებს. ხარჯების წყაროები განსხვავებულია, თუმცა ძირითადად ერთ მიზანს – კომპანიის ცნობადობის გაზრდას ემსახურება, რაც შემდეგში თავისთავად კლიენტების გაზრდას გამოიწვევს. ამიტომ, იქნებ არც ღირს მარკეტინგზე ფულის დაზოგვა?

კომპანიის მართვა ბევრი სხვა სირთულეებითა და გამოწვევებითაც სავსეა. გაეცანი კერნელის სტატიებს ბიზნეს სამყაროს შესახებ და გაიმარტივე წარმატებისაკენ მიმავალი გზა.  

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი I

ლამისაა ციფრულ სამყაროში გადავცხოვრდეთ ტექნიკურად, ბიზნესები ოდითგანვე მიმართავენ მარკეტინგს — იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე ვირზე გადაკიდებული მენიუს დაფები, თუ მოედნის ცენტრში ამაღლებულ ადგილას მდგარი მაცნე,...

დაგროვებითი პენსია

რა არის დაგროვებითი პენსია?

ამ სტატიაში დაგროვებითი საპენსიო სისტემის შინაარსს მიმოვიხილავთ, გეტყვით თუ როგორ ითვლება საპენსიო დანაზოგი, ვინ იხდის მას და საერთოდ რატომ შემოიღეს ეს სისტემა.

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!