მენეჯერობიდან ლიდერობამდე

მენეჯერობიდან ლიდერობამდე

სტატიის სექციები

მენეჯერი აკონტროლებს, ლიდერი კი ავითარებს.

მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერის პოზიცია გიკავია, არ ნიშნავს, რომ ლიდერი ხარ. თითქოს და ამ ორ ტიტულს შორის იერარქიულად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ამ ერთი პოზიციიდან მეორეში გადასვლამ შესაძლოა თქვენი კარიერა და ორგანიზაცია მთლიანად გადაატრიალოს. კომპანიაში რამოდენიმე ტიპის მენეჯერი შეიძლება არსებობდეს, რომლებზეც სრულ ინფორმაციას ამ სტატიიდან შეიტყობ.

ჯერ ვთქვათ, თუ რა განსხვავებაა მენეჯერებსა და ლიდერობას შორის:

  • ლიდერი ხედვას ქმნის, მენეჯერი კი მიზანს.

  • ლიდერი ცვლილების მესიაა, მენეჯერი კი სტატუს ქვოს მაკონტროლებელი.

  • ლიდერი უნიკალურია, მენეჯერი სხვის პრაქტიკას იღებს.

  • ლიდერი რისკავს, მენეჯერი რისკებს აკონტროლებს.

  • ლიდერები პიროვნულად იზრდებიან, მენეჯერები არსებულ შესაძლებლობებს ეყრდნობიან.

  • ლიდერები ურთიერთობებს ქმნიან, მენეჯერები კი სისტემებსა და ოპერაციებს.

  • ლიდერები სხვებს ასწავლიან, მენეჯერები კი მიუთითებენ.

  • ლიდერებს მიმდევრები ჰყავთ, მენეჯერებს თანამშრომლები.

შეიძლება კომპანიაში ლიდერული პოზიცია გეკავოთ, მაგრამ ისე გრძნობდეთ თავს, რომ თანაგუნდელები სათანადო პატივს არ გცემენ, ან საერთოდ არც კი მოსწონხართ. მენეჯერს არ სჭირდება სხვა ადამიანების მოწონება, მისთვის მთავარია ოპერაციები ეფექტურად წარიმართოს და სათანადო მიზანს მიაღწიოს. მან იცის როგორ განახორციელოს პროექტები, მიყვეს წესებს, არ გადაცდეს დედლაინებს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

მოკლედ, მენეჯერები აკონტროლებენ, ლიდერები კი ავითარებენ.

კვლევებმა აჩვენა, რომ გუნდები, რომელთაც მოტივატორები (ლიდერები) ედგნენ სათავეში გაცილებით უკეთ ფუნქციონირებდნენ ვიდრე ზედამხედველების (მენეჯერების) მიერ კონტროლირებული ჯგუფები. მენეჯერი ყველა კომპანიას სჭირდება, თუმცა ლიდერებს ყველაფერი სულ სხვა დონეზე გადაყავთ. ეფექტური ლიდერის ჩვევების მისაღებად ეს სტატიაც დაგეხმარება!

თუ თვლით, რომ დროა მენეჯერობიდან ლიდერობისკენ გადაინაცვლოთ, ჩვენ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:

მუდმივად უნდა ვითარდებოდე

ერთ საღამო დაჯექით და გულწრფელად შეაფასეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და რაც მთავარია ემოციური ინტელექტი — ტემპერამენტი, პიროვნული მახასიათებლები, ემოციური სტაბილურობა, მოტივაციები და ა.შ. ლიდერის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი თავისი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მართვაა. ამისათვის რამდენიმე ძირეული უნარი გჭირდებათ.

თვითცნობიერება — იმისათვი, რომ ემოციები მართო, ჯერ აუცილებელია გააცნობიერო ისინი და ხვდებოდე თუ რას და რატომ განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება.

 
 

საკუთარი თავის მართვა — გათვითცნობიერების შემდეგ ეს ემოციები შენდა სასიკეთოდ უნდა გამოიყენო, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

სოციალური ცნობიერება — უნარი გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

ურთიერთობების მართვა — ძლიერი და ერთიანი გუნდი ხომ წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და აქტუალური ამოცანაა ნებისმიერ დროს, ორგანიზაციული განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ამიტომ, ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი აუცილებელია. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

დამარხეთ თქვენი ეგო

ნამდვილი ლიდერი ყოველთვის იმას აკეთებს რაც საჭიროა, მიუხედავად იმისა ეს შეესაბამება თუ არა მის ხელფასსა და ოფიციალურ პოზიციას. „ამის გაკეთება ჩემი საქმე არაა“ ან „ეს მე არ მეკადრება“ — ასეთ ფრაზები სახლში დატოვეთ. ერთადერთი რაღაც, რაც ლიდერს „არ ეკადრება“ ქედმაღლობაა. ყოველთვის აკეთეთ ის რაც საჭიროა, იქნება ეს თანამშრომლებისთვის ყავის მოდუღება, მაკულატურის ორგანიზება თუ რაიმე ასეთ.

ყოველთვის კარგად შეისწავლეთ თქვენი თანაგუნდელების შესაძლებლობები და თუ დაინახავთ, რომ ვიღაც რაღაცას ძალიან მაგრად აკეთებს, მაშინ მიდით და დამატებით საქმეები მაქსიმალურად თქვენს თავზე აიღეთ, რომ იმ ადამიანმა იმ საქმეზე კონცენტრირება მოახერხოს, რაც სხვებზე უკეთ გამოსდის.

როდესაც მათ დაანახებთ, რომ ხელების გასვრას არ ერიდებით, თქვენდამი მათი პატივისცემა ცამდე ავარდება.

მოუსმინე

ლიდერმა იცის თუ როგორ მოუსმინოს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ საკითხზე, მათაც კი, ვისაც არც თუ ისე დიდი „გამოცდილება“ აქვთ. ისინი მუდმივად კითხულობენ „შენ რას ფიქრობ?“ და ყველას აზრს უსმენენ.

ამ გზით ლიდერი ადამიანებს კომპანიის განვითარების (და არა უბრალოდ ფუნქციონირების) პროცესში რთავს, რაც თავის მხრივ, მოტივაციას ამაღლებს და იდეების გენერირებას უწყობს ხელს.

კომფორტის ზონიდან ოფიციალურად გამოსახლდით

დიდი თამაშის თამაში ყოველთვის კომფორტული და ბუნებრივი არაა. ეს მუდმივი გადაწყვეტილებების ჯაჭვია, რომელსაც ლიდერები ყოველ დღე ახალ და ახალ რგოლს ამატებენ. პატარები რომ ვიყავით ყოველთვის გვიკრძალავდნენ ვინმეს კომფორტის დარღვევას და საზღვრებს გარეთ გასვლას. კომფორტი კი მხოლოდ იქ არსებობს, სადაც დიდი არაფერი ხდება.

ახლა უკვე პატარები აღარ ხართ, მაგრამ მშობლის ნაცვლად უკვე სოციუმი გკარნახობთ საზღვრებსა და წესებს. თუმცა, ბავშვისგან ერთი რამ განგასხვავებთ — ნებისყოფა. ნუ დაემონებით სოციუმის ნორმებს. გაანგრიეთ ეს კედელი და ნორმების გარეთ, ანუ კომფორტის ზონის გარეთ, გადაცხოვრდით. რატომ? იმიტომ, რომ იქ თავისუფლებაა.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

Როგორ მოვაწესრიგოთ კომპანიაში შექმნილი ქაოსი

Თუკი შენ, როგორც ბიზნესის მფლობელი ან უფროსი მენეჯერი, ყოველი სამუშაოს დღის შემდეგ საკუთარ თავს ამ ფრაზებით ამკობ – “ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება !”; “დასვენების დღე არასდროს არ მაქვს!”; “არ...

რამოდენიმე რჩევა მცირე ბიზნესის მფლობელებს

მოდით ვისაუბროთ რჩევებზე, რომლებიც ბიზნესის უკეთესად მართვაში დაგეხმარება. როგორც ჩვენს არაერთ სტატიაში გვისაუბრია, მცირე ბიზნესის მართვა უამრავ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, თუ რა რთულია ბიზნესის გაძღოლა დღევანდელ მსოფლიო...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!