მცირე ბიზნესის ყველაზე დიდი მტრები

მცირე ბიზნესის ყველაზე დიდი მტრები

სტატიის სექციები

გაეცანი სტატიას და ისწავლე შეცდომების დაფიქსირება და შემდგომ გამოსწორება. 

მცირე ბიზნესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. Ჩვენ შეიძლება მისი მომხმარებლები ან მფლობელებიც კი ვიყოთ. Როგორც სხვა ნებისმიერ დაწესებულებას მასაც გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. 

ეს უარყოფითი მხარეები კი ხშირად დიდ პრობლემებად იქცევა და საბოლოოდ კომპანიის ლიკვიდაციამდე მივყავართ. გვესმის, თუ როგორი რთულია დღევანდელ ბაზარზე სტაბილური ბიზნესის მართვა და შენარჩუნება.

შეიძლება ხშირად გიფიქრია : “რატომ ვერ ვითარდება ჩემი კომპანია?” , “რა უშლის მას ხელს წინსვლაში?”. ერთ კარგ ამბავს გეტყვით, მარტო არ ხარ, რადგან ამგვარი კითხვა ბიზნესის მფლობელების უმეტესობას ერთხელ მაინც გასჩენია. იმისთვის, რომ შენი მცირე ბიზნესი არ მოხვდეს წარუმატებელი კომპანიების სიაში, გაეცანი სტატიას და ისწავლე შეცდომების დაფიქსირება და შემდგომ გამოსწორება. 

Მოდით, პირდაპირ პრობლემების იდენტიფიკაციას შევუდგეთ და ვამხილოთ მცირე ბიზნესის ყველაზე დიდი მტრები:

ენთუზიაზმის დაკარგვა

გახსოვს ის ენთუზიაზმი  და შემართება, რომლითაც შენი ბიზნესი დაიწყე? სამწუხაროდ, ენთუზიაზმი კლებულობს იმ დროს, როდესაც აღმოაჩენ, რომ გაყიდვების პროგნოზები გაბუქებული აღმოჩნდა ან ბიზნეს გარემო არ გამოდგა ისეთი ლოიალური, როგორსაც თვლიდი.

ასევე, ადვილია მოგწყინდეს შენი ბიზნესის განმეორებადი პროცესები, როგორიცაა გადასახადების დათვლა, ბიუჯეტის შედგენა და ა.შ.  

როგორ ვებრძოლოთ ამ მტერს?

Პირველ რიგში გირჩევ იპოვო ისეთი პლატფორმა რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რუტინულ ვალდებულებებს გაგიმარტივებს. Საუკეთესო ვარიანტი არის კერნელის ფინანსური კალკულატორები, რომლებიც რამოდენიმე წამში დაგითვლიან ნებისმიერ გადასახადს.

  • დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვა –  რა ვქნა ისეთი, რაც ჩემს საწარმოს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანს?
  • შემდეგ გაუმჯობესდი მასში, რადგან ის, რასაც საუკეთესოდ აკეთებ, ალბათ ის არის, რისი გაკეთებაც ნამდვილად გინდა. 
  • შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: კიდევ რა ნაკლებად მომგებიან რაღაცებს ვაკეთებ, რაც ხელს უშლის იმას, რასაც საუკეთესოდ ვაკეთებ? 
  • შემდეგ დაეხმარეთ სხვა თანამშრომლებს, გაუზიარე მათ შენი ცოდნა, გაარკვიეთ თუ რა გიშლით ხელს თქვენი ყველაზე სასიამოვნო, პროდუქტიული და მომგებიანი საქმიანობისგან.

უსუსურობის განცდა

როდესაც ბიზნესი წამოიწყე, დარწმუნებული იყავი, რომ ნებისმიერ გამოწვევას შეხვდებოდი, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას შეძლებდი. შემდეგ იღვიძებ რეალურ სამყაროში და აანალიზებ, რომ ბიზნესის სფერო ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი და რთულად ადაპტირებადია. ამგვარ განათებას კი მოსდევს ფრაზები- “რატომ არ მიდის ყველაფერი ისე როგორც დავგეგმე?” “რა გავაკეთე არასწორად?”

გეტყვით, თუ სად დაუშვი შეცდომა, შენ ოცნება დაიწყე, შენს თავს დაუპირისპირდი, ახლა კი, როცა ყველაფერი დასახულ გეგმას არ მიჰყვება, თავს გამოკეტილად გრძნობ და დახმარების ამაოდ რჩები. ამას უმწეობის გრძნობას უწოდებენ და ეს შენი მტერია!

როგორ ვებრძოლოთ ამ მტერს?  

შეადგინე შენი გამოწვევების ჩამონათვალი, შემდეგ შეადგინე კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც შეგიძლია ბიზნესის წარმატების გზაზე დასაბრუნებლად. არ შეგეშინდეს ხელების კვლავ დაბინძურების. 

წარმატება მოდის მაშინ, როდესაც გწამს საკუთარი თავისა და მოქმედების უნარისა. განაცხადე, ”მე არ ვარ უსუსური. მე მაქვს ტვინი და საჭირო უნარები, რომ მოვაგვარო ყველაფერი, რაც გაფუჭებულია, ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, ნებისმიერი ურთიერთობის მოსაგვარებლად და ნებისმიერი მოწინააღმდეგის დასაძლევად. შენ არ ხარ ბრუტალური ბიზნეს სამყაროს მსხვერპლი! 

გამოიყენე რამოდენიმე მეთოდი:

  • თვალი გაუსწორე პრობლემას
  • კონცენტრირდი უკეთეს მომსახურებაზე
  • ხაზი გაუსვი წარუმატებლობბებსაც

უმადურობა

მცირე ბიზნესის მრავალი მფლობელი ფიქრობს, რომ მომხმარებლებმა მათ მადლობა უნდა გადაუხადონ მათ მიერ მოწოდებული პროდუქტებისა და მომსახურებისათვის. ეს არასწორი და ზედმეტად ხმამაღალი განცხადებაა. რაც არ უნდა წარმატებული არუნდა იყოს შენი საქმიანობა წლების განმავლობაში, ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, თუ როგორ გაფასებს მომხმარებელი. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელ დროში ჩაფლავებული მცირე ბიზნესების რაოდენობა ბევრად მეტია წარმატებულებისაზე. გამართლებას ასევე დიდი ადგილი უკავია წინსვლის გზაზე. ამიტომ დაუკმაყოფილებლობის და უმადურობის გრძნობა დაივიწყე. 

როგორ ვებრძოლოთ ამ მტერს? 

Ჩათვალე რომ კლიენტის გადახდილი თანხა შენს პროდუქტში ან ანაზღაურებაში იგივე მადლობაა და ის მადლიერებას მისი მოხმარებით გამოხატავს. Მომხმარებლის უმადურობას კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ერთ-ერთი მათგანი “არასწორად შერჩეული მომხმარებელია”. Წარმოიდგინეთ, თუ რა წარუმატებელი იქნებოდა შენი თმის სალონი, თუკი ირგვლივ მხოლოდ მელოტი ადამიანები იცხოვრებდნენ. Სწორედ ამიტომ პროდუქციის შეუსაბამო მომხმარებელზე მიყიდვის მცდელობას კრახამდე მივყავართ.

დისციპლინის არარსებობა

ერთი წლის შემდეგ იქ იქნებით, სადაც ხართ იმ სამუშაო წესების გამო, რომლებსაც დღეს ადგენთ. იმოქმედე შენი ხედვის რეალობად ქცევის მიზნით. დაიწყე დღესვე! დისციპლინაში არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადება ან დავალებების შესრულება. 

შენი ბიზნესის დისციპლინა პირველ რიგში მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოიხატება. მათი შემდგომი გამოხმაურებები ყველაფერს დაგანახებს, თუ რა აკლია კომპანიას და რისი შეცვლაა საჭირო.

არ გეგონოს, რომ დროის მენეჯმენტი ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის განვითარებაში. ცნობილი გამოთქმა არსებობს- “დრო ფულია”. ამ ფრაზის განმარტება კი ასეც შეგვიძლია – დრო მარტივად ამოწურვადი და დაუბრუნებელი რესურსია, ამიტომ ის მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა გამოიყენო.

როგორ ვებრძოლოთ ამ მტერს? 

წარმატებისკენ მიმავალი ერთი საიმედო გზაა ყოველდღიური ვალდებულება, იმოქმედო ისე, რომ საბოლოოდ შენი ხედვა რეალობად იქცეს. მიიღე ყოველდღიური ვალდებულება, გააკეთო ყოველდღე ის, რაც შენს მომავალს უკეთესს გახდის.

 შეადგინეთ ყოველდღიური მიზნების სია, რომლებიც უკეთეს ადამიანად, უკეთეს დამსაქმებლად და ბიზნესის უფრო პროფესიონალ მფლობელად გაქცევს. იმისათვის რომ გქონდეს ის, რაც გინდა ხვალ, უნდა უარი თქვა იმაზე, რა გინდა დღეს.

გაითვალისწინე ეს რჩევები:

  • იყავი სერიოზული და კარგად დაგეგმე სტრატეგია კორპორაციულ შეკრებებზე
  • საქმის ნაწილის ავტომატიზაცია ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია. Როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კერნელი ბევრ თავისტკივილს მოგაშორებს. 

ის, რაც ვისწავლეთ

შეიძლება შენი თავი ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეში მაინც გამოგიჭერია. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი შეცვლა აუცილებელია. მართლაც, რომ დავფიქრდეთ, რამდენ ისეთ კომპანიას დავადებთ თითს, რომელიც ზემოთხსენებული თვისებებით გამოირჩევა. კვლავ ისურვებდი მათთან რაიმე შეხებას? მგონი პროდუქციის შეძენაზე საუბარიც კი ზედმეტია. 

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და მაქსიმალურად აარიდე თავი მცირე ბიზნესების მთავარ მავნებლურ თვისებებს. Ბიზნესში კიდევ უამრავი გამოწვევა გელოდება, რომელთან გამკლავებაშიც კერნელი დაგეხმარება. Გამოიწერე კერნელის ყოველკვირეული ბლოგები და შეიტყვე ყველაფერი ბიზნეს სამყაროს შესახებ! 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ფინანსური აქტივები

ფინანსური აქტივები

გაინტერესებს რას ნიშნავს აქციები, ობლიგაციები და სხვა ფინანსური აქტივები? გაეცანი სტატიას და გაიგე როგორ მუშაობს ფინანსური ბაზარი. ნებისმიერ ჩვენგანს ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც, გვსმენია კომპანიის აქციებისა, დეპოზიტებისა და ფასიანი...

ანტრეპრენერობა და რეცესია

ანტრეპრენერობა და რეცესია

ცვლილებისთვის ახლა საუკეთესო დროა რაც არ უნდა გრანდიოზული იდეები და ფინანსები გქონდეთ, ბიზნესის დაწყება ყოველთვის ერთი დიდი ავანტიურაა. ყოველთვისაა იმის რისკი, რომ მომხმარებელი არასდროს შემოაღებს კარს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ღონისძიებები,...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!