Როგორ მოვაწესრიგოთ კომპანიაში შექმნილი ქაოსი

სტატიის სექციები

Თუკი შენ, როგორც ბიზნესის მფლობელი ან უფროსი მენეჯერი, ყოველი სამუშაოს დღის შემდეგ საკუთარ თავს ამ ფრაზებით ამკობ – “ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება !”; “დასვენების დღე არასდროს არ მაქვს!”; “არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამდენ გამოწვევას!’- მაშინ ეს სტატია შენთვისაა!

Ისეთ მოწესრიგებულ ადგილასაც კი, როგორიცაა კერძო ბიზნესი, შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული შეუთავსებადობა, რაც შემდგომში დიდ არეულობად გადაიქცევა. Ამგვარი სიტუაცია არამარტო აფერხებს კომპანიის მუშაობას, არამედ ხელს უშლის მის თანამშრომლების კარიერულ წინსვლას. Ოფისში შექმნილი ქაოსი პირველ რიგში ბიზნესის მფლობელის ან მმართველის მოსაწესრიგებელია. 

Თუკი შენ, როგორც ბიზნესის მფლობელი ან უფროსი მენეჯერი, ყოველი სამუშაოს დღის შემდეგ საკუთარ თავს ამ ფრაზებით ამკობ – “ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება !”; “დასვენების დღე არასდროს არ მაქვს!”; “არ ვიცი როგორ გავუმკლავდე ამდენ გამოწვევას!’- მაშინ ეს სტატია შენთვისაა!

Კომპანიების უმეტესი ნაწილი და ისეთი გიგანტებიც კი, როგორიცაა Apple, Marvel და General Motors ოდესღაც იდგნენ გაკოტრების წინაშე, თუმცა რესურსების სწორი მენეჯმენტით დღესდღეობით ბაზრის ლიდერები არიან. Გადავავლოთ თვალი რჩევებს, რომლებიც თავის დროზე ამ კომპანიებმა შეიმუშავეს და გამოიყენეს და აქციე შენი ბიზნესი სფეროს წამყვან კომპანიად.

როგორ უნდა იზრუნო თანამშრომლებზე

Სტატიის შესავალში მოცემულ ფრაზებს ერთი რამ – სამუშაოსგან გამოწვეული სტრესი აერთიანებთ. Უმოტივაციო თანამშრომლები და დაღვრემილი უფროსი ქაოსისათვის საუკეთესო კომბინაციაა. Თუმცა ისევე უნდა გაითვალისწინო დასაქმებულთა აზრი, როგორც ისინი ითვალისწინებენ შენსას. Ამის გასაკეთებლად  Დაიხმარე ადამიანური რესურსების მენეჯერი, იგივე HR, რადგან სწორედ მისი მოვალეობაა გუნდის წევრების განვითარებასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა, ისევე, როგორც კომპანიის ორგანიზაციული კულტურის მენეჯმენტი. თუ თანამშრომლებზე არ ზრუნავ, ანუ არც შენს ბიზნესზე ზრუნავ.

ორგანიზაციული კულტურა სამი მთავარი ელემენტისაგან შედგება : 

  • საერთო ფასეულობები.
  • ქცევის ნორმების ნაკრები.
  • საერთო ფასეულობების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის საჭირო სიმბოლოებისა და სიმბოლური ქმედებებზე.
 

ყველა ორგანიზაციას საკუთარი ორგანიზაციული კულტურა გააჩნია. ადამიანური რესურსების მენეჯერის მოვალეობაა ეს კულტურა, ანუ ნორმებისა და შეხედულებების სისტემა, ჯანსაღი და პოტიტიური იყოს. რატომ არის ეს აუცილებელი? იმიტომ, რომ კულტურა ის ერთად ერთი რაღაცაა, რაც თანამშრომლებს ერთმანეთთან ადამიანურ დონეზე აერთანებს და არა მხოლოდ კონტრაქტის. როდესაც თანამშრომლები ერთ ძირეულ მიზანსა და შეხედულებებს იზიარებენ, მათ შორის კოოპერაციის ხარისხი უფრო მაღალია და შესაბამისად საქმისადმი მოწადინებაც. ქვემოთ რამდენიმე საბაზისო ელემენტს გაგაცნობთ, რომელთაც ყველა წარმატებული და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურა იზიარებს

  • კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა – კარგი თანამშრომლის მოძიება მენეჯერის უმნიშვნელოვანესი უნარია. თანამშრომლის შერჩევა უნდა ხდებოდეს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, როდესაც გასაუბრებას ატარებს შესარჩევი კომისია, რომლის წევრები არიან ვაკანსიის უშუალო მენეჯერი, HR წარმომადგენელი და “ნეიტრალური მხარე”, კომპანიის თანამშრომელი სხვა განყოფილებიდან. ამ მხრივ, კანდიდატი რამდენიმე კუთხიდან ფასდება, რაც პროცესს უფრო ობიექტურსა და სიღრმისეულს ხდის. არ დაგეზაროს პოზიციების გადანაწილებაზე დროის დახარჯვა, თუმცა მის შესამოკლებლად გაეცანი სტატიას და გაიმარტივე საფიქრალი. 
 
  • გუნდის წევრების შეფასება – იმისათვის, რომ განსაზღვრო როგორ უნდა მოხდეს თანამშრომელთა დაწინაურება, ხელფასის ცვლილება, საბონუსე სისტემის ჩამოყალიბება, განსავითარებლად საჭირო პროექტების დაგეგმვა აუცილებელია გუნდის წევრების შეფასების სისტემის შემუშავება. 360–გრადუსიანი, იგივე წრიული შეფასების სისტემა, მეთოდებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უკუკავშირი ერთდროულად ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც მათ გარშემო მუშაობს – უშუალო ხელმძღვანელისგან, კოლეგებისგან და დაქვემდებარებულებისგან. ამ დროს, ადამიანური რესურსების მენეჯერი ყოველი თანამშრომლის აზრს ისმენს ყველა დანარჩენი თანამშრომლის შესახებ და საბოლოოდ იღებს ისეთ ერთობლივ სურათს, რომელშიც ყველას აზრი ფიგურირებს. ამ გზით, გუნდის წევრი ფასდება არა მხოლოდ მისი უფროსის, არამედ დექვემდებარებულებისა და კოლეგების მიერაც, რაც შეფასებას უფრო ყოვლისმომცველს ხდის.
 
  • ინვესტირება შენს გუნდში – ინვესტიცია ჯერ შენს გუნდში უნდა გააკეთო და მხოლოდ შემდეგ შენს ბიზნეს ოპერაციებში, რადგან შესაბამისი გუნდის გარეშე ვერანაირი ბიზნეს ოპერაცია შესაბამისად ვერ განხორციელდება. ამიტომ, მნიშნელოვანია, მუდმივად ზრუნავდე თანამშრომლების განვითარებაზე. თანამშრომელთა განვითარებაზე ზრუნვისთვის კომპანიაში არსებული შესაძლებლობების დამატებითი ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შემუშავებაა საჭირო, რაც თავის მხრივ, მომავალში კომპანიის პროდუქტიულობაზე აისახება. გაესაუბრე თითოეულ თანამშრომელს და მასთან ერთად შეაფასე რა კუთხის შეუძლია მას განვითარება და დასახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს.
 
  • თანამშრომლების აზრის გათვალისწინება -Შექმენი დაფა, სადაც თანამშრომლები საკუთარ სამუშაოსთან დაკავშირებულ პრობლემას დაწერენ. მიეცით შენსს გუნდს შესაძლებლობა, შემოქმედებითად იმოქმედოს და გადააჭარბოს საზღვრებს.Ამგვარი გამოხმაურებების და კომენტარების გაანალიზებით და გათვალისწინებით შენ არამხოლოდ შეასწორებ დაშვებულ შეცდომებს, არამედ მოარგებ საკუთარ პროდუქციას ან მომსახურეობას კლიენტებზე. 
 

Ნებისმიერ ფირმაში აუცილებელია ჰარმონია და დადებითი ენერგიით სავსე გარემო.  Როგორც ვახსენეთ, თითოეული თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ წარმოქმნილი პრობლემის დროული მოგვარება აუცილებელი და დროის დაზოგვის საუკეთესო გზაა. Წარმოიდგინე, თუკი ყოველი დასაქმებული დაეხმარება კომპანიას წინსვლაში, შედეგი ბევრად უფრო სწრაფი და მომგებიანი იქნება! შენი როლი ბიზნესის წარმატებაში გადამწყვეტია, ამიტომ გაეცანი სტატიას ეფექტურ ლიდერობაზე და შეიძინე ნამდვილი ბოსის თვისებები.

კომუნიკაციის მნიშვნელობა

Კომუნიკაცია და თანამშრომლებთან ურთიერთობა კარგი ლიდერის აუცილებელი კრიტერიუმია. Დასაქმებულებთან სწორი მიდგომა და მათთან მუდმივი კონტაქტი კომპანიის ზრდასთან ერთად რთულდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი ისეთივე გავლენას ახდენს ბიზნესის პროდუქტიულობაზე, როგორც მფლობელის გადაწყვეტილება.

 Თუკი ხვდები, რომ დასაქმებულებს ვერ ეკონტაქტები სათანადოდ ან მათ შეკითხვებს პასუხგაუცემლად ტოვებ, მაშინ სცადე სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმა, როგორებიცაა:

  • Google meets, გუგლის მიერ შექმნილი აპლიკაცია დაგეხმარება ჩაატარო თათბირი სახლიდან გაუსვლელად. Ყოველდღიური მიზნებისს შეჯამება საჭიროა შეფასებისა და საქმის გადანაწილებაში. Დღევანდელ ვითარებაში, რომელსაც კოვიდ 19-ს უნდა ვუმადლობდეთ, გარდაუვალი გახდა კომპანიის შეხვედრების ონლაინ რეჟიმში ჩატარება. Სწორედ ამიტომ Google Meet და მსგავსი აპი Zoom თქვენი განუყრელი ხელსაწყო გახდება. 
  • Slack თანამშრომლებთან კომუნიკაციის საუკეთესო და უსწრაფესი პლატფორმაა. Facebook Messenger-სგან განსხვავებით ის 100%-ით იცავს შენს ინფორმაციას. Ამასთანავე საშუალებას გაძლევს შექმნა სხვადასხვა ჩათები, გააზიარო ფაილები და მრავალი სხვა. გექნება აქტიური ჩათი, რომლის მეშვეობითაც გაჩენილ შეკითხვებს წამების განმავლობაში პასუხებ და არ შეაფერხებ ინფორმაციის მიმოცვლას.
 

Აღსანიშნია, რომ ამგვარი აპლიკაციების უდიდესი ნაწილი სრულიად უფასოა. Ყოველდღიური ან ყოველკვირეული შეხვედრა გაგიმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას, სხვისი ნამუშევრის შეფასებას და რაც მთავარია მოგიტანს  “კარგი უფროსის” წოდებას!

როგორ უნდა მოაწესრიგო ფინანსები

იმისათვის, რომ ფინანსები ეფექტურად მართო და გაანალიზო, ორი რამაა აუცილებელი: თანმიმდევრულობა და მუდმივობა. ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე, ბიზნესის წამოწყების პირველივე დღიდან, ჯანსაღი ბუღალტრული ჩვევები უნდა შეიძინო და გამართული, ორგანიზაციული სტრუქტურა შეიმუშავო. ბუღალტრული პრობლემებისაგან თავის ასაცილებლად კი ამ სტატიას გირჩევდით.

ორგანიზებული ბუღალტერიის ერთ-ერთი უდიდესი ბენეფიტი ისაა, რომ მუდმივად ინფორმირებული ხარ შენი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. რაც მეტი იცი, მით უკეთეს გადაწყვეტილებებს მიიღებ. ამიტომ, არ დაიზარო ფინანსების რეგულარული ორგანიზება და ანალიზი.

  • ყოველი დღის ბოლოს უნდა გადახედო და დაახარისხო იმ დღის ბიზნეს ტრანზაქციები.
  • ყოველი თვის ბოლოს უნდა შეაჯამო ფინანსური ინფორმაცია.
  • მუდმივად უნდა ადარებდე სხვადასხვა თვეების ფინანსური მონაცემები ერთმანეთს.
 

ამისათვის კი, სამი რამ დაგჭირდება: 

  • ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა
  • ტრანზაქციული დოკუმენტები
  • საბუღალტრო პროგრამა
 

ბუღალტერიაში სიტყვა “ანგარიში”, ინდივიდუალურ საბანკო ანგარიშს არ ნიშნავს. ბიზნესში ყოველი მსგავსი ტიპის ფინანსურ ტრანზაქციას თავისი ანგარიში აქვს. ეს მე რატომ უნდა ვიცოდე ბუღალტრის საქმეაო არ თქვა, რადგან, როგორც ბიზნესის წამყვან პირს, ბუღალტრის გარეშეც საკმარისად უნდა გესმოდეს შენი კომპანიის ფინანსური მდგომრეობა, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღო. მოდი, ანგარიშთა გეგმის ხუთი ძირითადი ანგარიში გამოვყოთ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად: 

  • აქტივები: ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც კომპანია ფლობს ან რომელიც სხვებს მართებთ კომპანიის მიმართ, იქნება ეს ნაღდი ფული, საოფისე ინვენტარი, მარაგები, შენობა-ნაგებობები, მიწა თუ სხვა. 
 
  • ვალდებულებები: აქ შედის ყველა ფულადი და არაფულადი ვალდებულება რომელიც ბიზნესს აკისრია – მაგალითად: ბანკის სესხი, გადასახდელი ხელფასები / ქირა / კომუნალურები, გასაწევი მომსახურება (ან მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება) რომლისთვისაც კლიენტმა ავანსი გადაიხადა და სხვა.
 
  • შემოსავლები: ეს გაყიდვების შედეგად ბიზნესის მიერ გამომუშავებული ფულის ანგარიშია.
 
  • ხარჯები: ამ ანგარიშში ბიზნესის მიერ დახარჯული ფული შედის (მაგ: ხელფასები, შესყიდვები, კომუნალური ხარჯები და ა.შ.) – მნიშვნელოვანია.
 
  • კაპიტალი: ეს არის ინვესტიციებისა და გაუნაწილებელი მოგების ჯამი.  ანუ აქტივებისა და ვალდებულებების სხვაობის შედეგად დარჩენილი ღირებულება. გაუნაწილებელი მოგება ესაა ის მოგება, რომელიც მეწილეებზე არ განაწილებულა.
 

ბუღალტერია სწორი ანგარიშების შექმნა, გამართვა და ცვლილების აღრიცხვაა. სხვა ბიზნესების ანგარიშების გამოღება აქ არ გამოოგადგება, რადგან მათ სპეციფიკურობას ძალიან ბევრი რამ განაპირობებს: ფინანსები, ინდუსტრია, მომწოდებლები, პროდუქტები, ბიზნეს გარემო და ა.შ. ამიტომ, დაჯექი და დაფიქრდი, თუ კონკრეტულად შენს ბიზნესს რა ანგარიშები აქვს. 

ანგარიშების იდენტიფიცირება-ორგანიზების შემდეგ, დროა მათი ცვლილებების აღრიცხვა და ამისთვის საწირო დოკუმენტების ორგანიზება დაიწყო.

ცვლილებების აღსარიცხავად ტრანზაქციული დოკუმენტებია საჭირო, რომელთა შედგენაც უკვე ჩვენი ინვოისირების აპლიკაციით ძალიან მარტივად შეგიძლია.

ტრანზაქციულ დოკუმენტში იგულისხმება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის აღმწერი დოკუმენტი, ანუ ინვოისი, რომელშიც წერია, ვისგან, ვინ, რამდენი, როდის რა სახით და რა მიზეზით მიიღო ფული (ანუ ვის, რამდენი და რატომ გადაუხადა კომპანიამ და ვინ რამდენი და რატომ გადაუხადა კომპანიას). ჩვენი აპლიკაციით სულ ერთ წუთში შეგიძლია ამ დოკუმენტის მომზადება, თანაც უფასოდ.

აპლიკაცია შეხსენებების სისტემაც ჩაშენებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი გადაუხდელი ინვოისი არ გამოგეპარება, რადგან ჩვენ ყოველთვის დროულად გამოგიგზავნით ხოლმე შეხსენებას.

ამასთან ერთად, ამავე აპლიკაციაში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით, დინამიკურ რეჟიმში შეგეძლება შემოსავლებისა და ქეშის მოძრაობისთვის თვალის დევნება.

აპლიკაციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერე, ან იხილე ხშირად დასმული შეკითხვები.

ეტი ფინანსური რჩევებისათვის გაეცანი სტატიას!მოიშორე ბუღალტრული თავისტკივილი კერნელთან ერთად. დარჩენილი დრო კი ზემოთ მოცემული რჩევების განხორციელებას მოანდომე!

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
როგორ წარვმართოთ ბრენდინგი

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

ბრენდი — თქვენი კომპანიის პიროვნება წინა სტატიაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ იმის გაგება, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, არაფრის მომცემია თუ ქმედება არ მოყვა. ამიტომ, დღეს უშუალოდ ბრენდინგის პროცესს მიმოვიხილავთ. ბრენდის შექმნის...

ეფექტური ლიდერების ჩვევები

ეფექტური ლიდერების ჩვევები

დროის ინვესტიცია ერთია და მისი სწორად გამოყენება მეორე წარმატებული ანტრეპრენერი ერთ დღეში ვერ გახდები. კი, შესაძლებელია მოკლევადიან წარმატებას უცბად მიაღწიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ გრძელვადიან პერიოდში მისი შენარჩუნებაა. აქ კი...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!