რა უნდა იცოდეს ყველა მცირე მეწარმემ

რა უნდა იცოდეს ყველა მცირე მეწარმემ

სტატიის სექციები

მცირე მეწარმის საქმიანობა ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესის მფლობელის, უამრავ მცირე დეტალზე ზრუნვას ითვალისწინებს. რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს, კომპანიის წარმატებისათვის მოწესრიგებული ფინანსები ან კარგი მარკეტინგული სტრატეგია საკმარისი არ არის. ბიზნესის უშუალო მართვისას თავს იჩენს ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც საბოლოოდ არც ისე მცირე პრობლემად გადაიქცევა. 

როგორც წინა სტატიებში ავღნიშნეთ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარება მის დაწყებამდეა შესაძლებელი. მართლაც, თუკი ამ სტატიაში განხილულ ყველა საკითხს საჭირო ყურადღებას მიაქცევ, არამარტო შენს ბიზნესს დაეხმარები, არამედ მომავალში უამრავ დროს დაზოგავ. 

რა თქმა უნდა, სასაუბრო ბევრია, თუმცა დღეისათვის, მოდით, ისეთი საჭირო რჩევები განვიხილოთ, რომელთა გარეშეც შენი ბიზნესი დიდხანს ფიზიკურად ვერ იარსებებს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვისაუბროთ, თუ რა უნდა იცოდეს ყველა მცირე მეწარმემ. 

აპლიკაციები შენი მეგობრები არიან

ჩვენს სტატიებში ბევრჯერ გვითქვამს, რომ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სოციალური მედიის გარეშე ბიზნესის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშაა. მართლაც, თუკი დაფიქრდები ნებისმიერ კომპანიაზე, იქნება ის დიდი თუ პატარა, აუცილებლად იპოვი მის პროფილს ფეისბუქზე. 

ამგვარი “სოც. მედიის” სტრატეგია ხშირად ყველაზე წარმატებული და მეტი კლიენტის მომტანია ბიზნესისათვის. მის გავლენას ჩვენზე მარკეტინგული ძაბრის სტატიაში გაიგებ. 

ჩვენ კი საუბარი მომსახურების აპლიკაციებზე გადავიტანოთ. წარმოიდგინე, უკვე მერამდენე წელია შენი ბიზნესის ბუღალტრული საბუთები მოსაწესრიგებელია, ამას დამატებული დღეს ყველა საბუთის ელექტრო ვერსიის ქონაა აუცილებელი.

სწორედ ასეთ დროს კერნელი შენი განუყრელი მეგობარი ხდება. კერნელი არის სივრცე, სადაც ყველა ინვოისი მოწესრიგებული და თარიღის მიხედვითაა დალაგებული. ის გახსენებს მათი გადახდის მოსალოდნელ თარიღს და ასევე აკონტროლებს ფულის მიმოქცევას, რომელსაც მეტი თვალსაჩინოებისათვის, გრაფიკის სახით წარმოგიდგენს. ამ ყველაფერს დამატებული ფინანსური კალკულატორები, ყოველკვირეული ბლოგი, რომლითაც უამრავ ბიზნესთან დაკავშირებულ ინფორმაციას მიიღებ. ამგვარი პლატფორმები წუთებში აკეთებენ საათების საქმეს და მათ შენს მაგივრადაც აწესრიგებენ. 

ბიზნეს გეგმის შედგენა

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი როლი ბიზნესის წარმატებაში მისი გეგმის სწორად შედგენას უკავია. შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა – “როდის ან რატომ უნდა დავწერო ის?” 

ნებისმიერ შემთხვევაში.

სხვანაირად ვერც თქვენ გაიცნობთ თქვენს ბიზნესს და ვერც სხვას გააცნობთ. ინვესტორის დაინტერესებაზე ხომ ლაპარაკიც არაა. ჰო გაგიგიათ — ადამიანმა ყველაზე კარგად ის იცის, რისი ახსნაც სხვისთვის შეუძლიაო. როგორც ყოველთვის, აქაც, წარუმატებლობის შემთხვევაში უკან დასახევი გზა არსებობს, რომელზეც დაწვრილებით ამ სტატიაში გაიგებ!

ბიზნეს გეგმა დაგეხმარება გაერკვე, თუ სად მიდის შენი კომპანია, როგორ გადალახავს ის პოტენციურ სირთულეებს და რა გჭირდება მისი შენარჩუნებისთვის. ბიზნეს გეგმის დასაწერად ჩვენს სტატიას შემოგთავაზებდი.

იცოდე როგორ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას

მსყიდველობითი ქცევა მხოლოდ სალაროსთან ფულის გადახდას არ გულისხმობს. ის მოიცავს ყველაფერს მომხმარებლის მიერ სურვილის აღმოჩენით დაწყებული, შესყიდვის შემდგომი ქცევით დამთავრებული. 

ამ პროცესის ყოველ ელემენტს დეტალურად მიმოვიხილავთ ამ სტატიაში, თუმცა ურიგო არ იქნება თუ ჯერ მარკეტინგული მიქსის კომპონენტებს გაეცნობით — ამაზე ცალკე სტატია გვაქვს — რადგან მომხმარებლის მსყიდველობითი ქცევის ანალიზი მიქსის ჩამოყალიბების პარალელურად უნდა გააკეთოთ.

მარკეტერებს მსყიდველობითი ქცევის ანალიზი სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებათ, მაგ: როგორ მოქმედებს ფასის აწევ-დაწევა მომხმარებლის მიერ პროდუქტის აღქმაზე, ან სოციალურ მედიაზე დაწერილი გამოხმაურებები პოტენციური კლიენტების გადაწყვეტილებაზე, ამის შესახებ შეგიძლია გაეცნო სტატიას და უფრო კარგად გაანალიზო სოციალური მედიის გავლენა მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე. 

ეს ყველაფერი მარკეტინგული მიქსის ელემენტებია, ჰო და ამიტომ, კიდევ ერთხელ გირჩევთ ზემოთ მითითებული სტატია გადაიკითხოთ.

იმისათვის, რომ ეს ქცევები გამოვიკვლიოთ, ჯერ მომხმარებლების მსყიდველობითი გადაწყვეტილებები უნდა აღმოვაჩინოთ და გავაანალიზოთ. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებზე კულტურული, სოციალური და ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ფაქტორები მოქმედებენ, მაგ: დაოჯახებული ადამიანის მსყიდველობითი გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავებულია დაუოჯახებლისგან. თუმცა, ყოველი მათგანი დაახლოებით ერთსა და იმავე საფეხურებს გადის:

  • სურვილის ან საჭიროების აღმოჩენა
  • ინფორმაციის მოძიება
  • ალტერნატივების შეფასება
  • შესყიდვა
  • ყიდვის შემდგომი ქცევა

ამ საფეხურებზე წინა სტატიაში მარკეტინგის ძაბრის განხილვისას უკვე ვისაუბრეთ, ოღონდ კომპანიის მარკეტინგის კუთხიდან, ახლა მომხმარებლის თვალით განვიხილავთ ყველაფერს. კარგი იქნება თუ ამ ორი თვალთახედვის შედარებით ანალიზს გააკეთებთ, რადგან მაშინ, როდესაც კომპანიის მარკეტინგი მთლიანად მომხმარებლის ქცევასა და სურვილებზეა დამოკიდებული, მომხმარებლის ქცევასა და სურვილებზე იშვიათად თუ ახდენს კომპანიის გადაწყვეტილებები გავლენას.

ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა 

ნებისმიერ ჩვენგანს მარკეტინგულ ძაბრში გვიწევს გავლა. მარტივად, იმ მხრივ, რომ უამრავმა ციფრულმა ხელსაწყომ,როგორიც კერნელია,  საქმე გაგვიადვილა, რთულად კი, იმიტომ, რომ ამან კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა. თუ ადრე ადამიანებს ქუჩებში ხვდებოდათ რეკლამები, ახლა უკვე ტელეფონებსა და სხვა ხელსაწყოებში ხვდებათ. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტინგის 80%-მა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

ინტერნეტის მოხმარება დღესაც კი ყოველ დღურად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ამასთან ერთად მომხმარებლების სამომხმარებლო ქცევებიც იცვლება.

ავტობუსებზე, სამარშუტო ტაქსებზე, ბილბორდებზე, მეტროებსა და რადიოში რეკლამირების ეპოქა დასასრულისკენ მიდის. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელი და იაფი გზები გამოჩნდა, კერძოდ ციფრული მარკეტინგი.

ციფრული მარკეტინგი მოიცავს ყველა სახის მარკეტინგულ ქმედებას, რომელიც ციფრულ სამყაროში ხორციელდება. ბიზნესები ისეთ ციფრულ არხებს იყენებენ, როგორიცაა საძიებო სისტემები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდები და სხვ. ყველა კომპანიას ჰყავს თავისი აუდიტორია, რომელთანაც კომუნიკაცია უდნა დაამყაროს. ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მის მიზნობრივ აუდიტორიასთან კავშირის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა.

ციფრული მარკეტინგი ძალიან მრავალფეროვანი რამაა და უამრავ ხელსაწყოსა და მიდგომას მოითვლის. მასზე მეტის გასაგებად წაიკითხე სტატია და დახვეწე შენი მარკეტინგული სტრატეგია

კომუნიკაციის მნიშვნელობა

კომუნიკაცია და თანამშრომლებთან ურთიერთობა კარგი ლიდერის აუცილებელი კრიტერიუმია. დასაქმებულებთან სწორი მიდგომა და მათთან მუდმივი კონტაქტი კომპანიის ზრდასთან ერთად რთულდება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი ისეთივე გავლენას ახდენს ბიზნესის პროდუქტიულობაზე, როგორც მფლობელის გადაწყვეტილება.

თუკი ხვდები, რომ დასაქმებულებს ვერ ეკონტაქტები სათანადოდ ან მათ შეკითხვებს პასუხგაუცემლად ტოვებ, მაშინ სცადე სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმა, როგორებიცაა:

  • Google meets, გუგლის მიერ შექმნილი აპლიკაცია დაგეხმარება ჩაატარო თათბირი სახლიდან გაუსვლელად. ყოველდღიური მიზნებისს შეჯამება საჭიროა შეფასებისა და საქმის გადანაწილებაში. დრევანდელ ვითარებაში, რომელსაც კოვიდ 19-ს უნდა ვუმადლობდეთ, გარდაუვალი გახდა კომპანიის შეხვედრების ონლაინ რეჟიმში ჩატარება. სწორედ ამიტომ Google Meet და მსგავსი აპი Zoom თქვენი განუყრელი ხელსაწყო გახდება.
  • Slack თანამშრომლებთან კომუნიკაციის საუკეთესო და უსწრაფესი პლატფორმაა. Facebook Messenger-სგან განსხვავებით ის 100%-ით იცავს შენს ინფორმაციას. ამასთანავე საშუალებას გაძლევს შექმნა სხვადასხვა ჩათები, გააზიარო ფაილები და მრავალი სხვა. გექნება აქტიური ჩათი, რომლის მეშვეობითაც გაჩენილ შეკითხვებს წამების განმავლობაში პასუხებ და არ შეაფერხებ ინფორმაციის მიმოცვლას.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი აპლიკაციების უდიდესი ნაწილი სრულიად უფასოა. ყოველდღიური ან ყოველკვირეული შეხვედრა გაგიმარტივებს გადაწყვეტილების მიღებას, სხვისი ნამუშევრის შეფასებას და რაც მთავარია მოგიტანს  “კარგი უფროსის” წოდებას!

ის, რაც ვისწავლეთ 

როგორც ხედავ, ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია, თუმცა მისი განვითარება დიდ შრომას მოითხოვს. 

მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა,რომელის დათვლაც წამებში შეგიძლია კერნელის კალკულატორებით! კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს. კიდევ უამრავ მტერთან დაკავშირებითაც მოგვეძებნება სტატია!

კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და ფეხი მოიკიდო ბაზარზე.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მარკეტინგული მიქსი

მარკეტინგული მიქსი და მისი მნიშვნელობა

“პროდუქტისთვის კი არ უნდა ეძებდეთ კლიენტს, არამედ კლიენტისთვის პროდუქტს” — სეტ გოდინი   ტექნიკურად, ბიზნესები, თავიანთი პროდუქტის გასაყიდად, ოდითგანვე იყენებენ მარკეტინგულ ხელსაწყოებს, იქნებოდა ეს სოფლის შესასვლელთან ქვაზე ამოტვიფრული ადგილობრივი დუქნის სახელი, ქალაქში მოსიარულე...

გასვლის სტრატეგია

რა არის გასვლის სტრატეგია (ექსითი)?

ყველაფერი დაგეგმე, რისი დაგეგმვაც შეგიძლია. დამწყები ანტრეპრენერების დიდი ნაწილი ერთ დიდ შეცდომას უშვებს – სტარტაპის წამოწყებისას ფიქრობს, რომ ის არასდროს მიატოვებს თავის წამოწყებას და არ აქცევს ყურადღებას ბიზნესზე მოქმედ გარემოფაქტორებს-...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!