რამოდენიმე რჩევა მცირე ბიზნესის მფლობელებს

სტატიის სექციები

მოდით ვისაუბროთ რჩევებზე, რომლებიც ბიზნესის უკეთესად მართვაში დაგეხმარება.

როგორც ჩვენს არაერთ სტატიაში გვისაუბრია, მცირე ბიზნესის მართვა უამრავ სირთულესთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვიცით, თუ რა რთულია ბიზნესის გაძღოლა დღევანდელ მსოფლიო ბაზრის მდგომარეობაში. თუმცა მის დაწყებაზე მეტად კომპლექსური მართვის პროცესია ხოლმე. 

შეიძლება გიფიქრია – “ასე კარგად დავიწყე და რანაირად ავღმოჩნდი ასეთ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში?” – ან უბრალოდ ცდილობ წინასწარ აირიდო თავიდან მოსალოდნელი ფინანსური პრობლემებიც. მაგაში ეს სტატიაც დაგეხმარება.

მართლაც, თუკი ნებისმიერ ხარვეზს – მენეჯერულსა თუ ფინანსურს – სათავეშივე აღმოფხვრი, არა მხოლოდ ფულს არამედ დროსაც დაზოგავ, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდებოდე.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მოდით ვისაუბროთ რჩევებზე, რომლებიც ბიზნესის უკეთესად მართვაში დაგეხმარება.

კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ფაქტების და სტატიების გასაცნობად გამოიწერე კერნელის ყოველკვირეული ბლოგები!

მაშ ასე…

შეადგინე შენი კომპანიის ბიუჯეტი 

ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მოდი ისევ გადავხედოთ ბიუჯეტირების მნიშვნელობას კომპანიაში.

ბიზნესის ბიუჯეტი შენი ბიზნესის ფინანსების მიმოხილვაა. მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია როგორც შენი ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლებისა და ხარჯების ჩათვლით), ასევე გრძელვადიანი ფინანსურ მიზნებზე, როგორიცაა გაფართოება, ახალი თანამშრომლების დამატება თუ სხვა.

ბიუჯეტი გეტყვის თუ სად უნდა შეამცირო ხარჯები და გაზარდო შემოსავალი. ის დაგეხმარება განსაზღვრო ხარჯების შემცირების ან  შემოსავლის გაზრდის მიმართულება. ნათლად დაგანახებს რაში იხარჯება ზედმეტი თანხა ან სადაა ეკონომიის შესაძლებლობა.

ასევე თუ აპირებ ბიზნეს სესხის მისაღებად განაცხადის შეტანას ან ინვესტორების დაფინანსების მოზიდვას, მათ უნდა მიაწოდო დეტალური ბიუჯეტი, რომელშიც აღწერილი იქნება კომპანიის შემოსავალი და ხარჯები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტი დაგეხმარება გაიგო, თუ რამდენი ფული გაქვს და რა რაოდენობის ჩადება გჭირდება ბიზნესის მიზნების მისაღწევად.

მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, თუ რატომაა ბიუჯეტი მნიშნელოვანი:

  • ბანკირებსა და სხვა ფინანსისტებს შეიძლება სურდეთ ბიუჯეტის ნახვა, როდესაც სესხს ითხოვთ.
  • თანამშრომლები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბიუჯეტზე, რათა მათ გაიგონ რა ტემპით ვითარდება ბიზნესი და შეექმნათ მოტივაცია.
  • ინვესტორები და ინკუბატორები, ბიზნესის პერსპექტივების შესაფასებლად, ყოველთვის ითხოვენ ბიუჯეტის ამა თუ იმ ფორმით წარდგენას.

თუკი გადაწყვეტ ბიუჯეტის შედგენას, ამაშიც დაგეხმარებით. წაიკითხე სტატია და სულ რამოდენიმე საფეხურში შექმენი იდეალური ბიუჯეტი. 

აწარმოე ინვოისირება

ინვოისების შედგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მცირე ბიზნესისთვის, რადგან ინვოისი წარმოადგენს ბიზნეს დოკუმენტებს, რომლებიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღოს ანაზღაურება თავიანთი მომსახურებისთვის. უფრო დაწვრილებით ინვოისებზე ამ სტატიაში ვისაუბრებთ. ახლა კი ზოგადად მიმოვიხილოთ მათი დადებითი თვისებები.

  • მცირე ბიზნესისათვის ინვოისი ხელს უწყობს გადახდის პროცესის დაჩქარებას და ასევე მომხმარებლებს დაგვიანებული გადახდის შესახებ აცნობებს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ფურცელზე მითითებულია გადახდის საბოლოო პერიოდი, ხოლო ინვოისირების ონლაინ პლატფორმები კი გიგზავნიან შეტყობინებას მომავალ სავალდებულო გადასახადზე.
  • ინვოისები არც კლიენტს ტოვებენ ხელცარიელს და ეხმარებიან საკუთარი ხარჯების და ფულის მიმოცვლის კონტროლში. წარმოიდგინე, რა მარტივია, როცა შენი ყოველი შენაძენის დაწვრილებითი ინფორმაცია ერთ დოკუმენტშია მოცემული. 
  • ინვოისი არის გაყიდვების პროცესის საყრდენი. ის არის მთავარი დოკუმენტი, რომელიც ემსახურება შენი ბიზნესის მიერ მიწოდებული მომსახურების ან პროდუქტების გადასახადის აღბეჭდვას. სწორად შექმნილი ინვოისი არის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სავალდებულო ხელშეკრულებას. ამიტომ თუკი გადახდისას წარმოიქმნება რაიმე გაურკვევლობა, შენ შეგიძლია კუთვნილი თანხა კანონის თანახმად მოითხოვო. 

ჩვენი, ანუ კერნელის მთავარი ფუნქცია სწორედ შენი ინვოისების დალაგება, მოსეწრიგება და მათზე შენი კურსში ჩაყენებაა. გამოიყენე კერნელი მარტივი ინვოისირებისათვის და უბრალოდ დაივიწყე არეულობას ბუღალტერიაში.

გადაუხადე ხელფასი საკუთარ თავს

ზოგიერთი რამ ერთმანეთს ვერ ეწყობა და ხშირად პრობლემებსაც კი ქმნის. მაგალითად, პირადი ფინანსები და ბიზნესი. მათი განცალკევება არამარტო პრობლემების შემცირებაში დაგეხმარება, არამედ მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქმესა და ფინანსების მართვას.

არ იცი სად უნდა დაიწყო პირადი და ბიზნესის ფინანსების გამიჯვნა? მივყვეთ ამის მარტივ გზებს.

  • გახსენიბიზნესის პირადი ანგარიში, რის შედეგადაც შეწყვეტ ბიზნესის ტრანსაქციებში პირადი ბარათების გამოყენებას.
  • გადაუხადე შენს თავს ხელფასი. შენ საკუთარი თავის ბოსი ხარ, გამოიწერე ყოველი თვის ბოლოს ხელფასი და არ გამოიყენო კომპანიის შიდა თანხები პირადი მოხმარებისათვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ასოცირებული ტრანზაქციებისთვის ცალკეული ანგარიშის გამოყენება. დაგვიჯერე, დიდ თავის ტკივილს აიცილებ თავიდან.

  • ბიუჯეტირებისა და ფინანსური გათვლების გაკეთებას გაგიადვილდება.
  • გადასახადების გამოქვითვის საშუალებას მოგცემს
  • საკრედიტო რეპუტაციას გაგიუმჯობესებს

ამას დამატებული, ბიზნეს ბარათის გამოყენებით, არასასურველ საგადასახადო აუდიტსაც უფრო მარტივად აირიდებ თავიდან.

ეფექტურად მართე მონაცემები

იმისათვის, რომ მონაცემები ეფექტურად მართო ორი ძირითადი რამაა აუცილებელი, თანმიმდევრულობა და მუდმივობა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე, ბიზნესის წამოწყების პირველივე დღიდან, ჯანსაღი ბუღალტრული ჩვევები უნდა შეიძინო და გამართული ორგანიზაციური სტრუქტურა უნდა შეიმუშავო.

ამისათვის სამი რაღაც დაგჭირდება: ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ტრანზაქციული დოკუმენტები და საბუღალტრო პროგრამა.

ანგარიშთა გეგმაში უნდა გაწერო, დაასათაურო და დაახარისხო, ბიზნესის საქმიანობაში მონაწილე, ყოველი ფინანსური ჯგუფი და მათი ცვლილებები. მთელი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, ძირითადი ჯგუფები ასე აღირიცხება:

ამ ელემენტების ცვლილებების აღსარიცხავად ტრანზაქციული დოკუმენტებია საჭირო, რომელთა შედგენაც უკვე ჩვენი ინვოისირების აპლიკაციით ძალიან მარტივად შეგიძლია. ტრანზაქციულ დოკუმენტში იგულისხმება კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობის აღმწერი დოკუმენტი, ანუ ინვოისი. ჩვენი აპლიკაციით სულ ერთ წუთში შეგიძლია ამ დოკუმენტის მომზადება, თანაც უფასოდ.

აპლიკაციაში შეხსენებების სისტემაც ჩაშენებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთი გადაუხდელი ინვოისი არ გამოგეპარება, რადგან ჩვენ ყოველთვის დროულად გამოგიგზავნით ხოლმე შეხსენებას.ამასთან ერთად, ამავე აპლიკაციაში არსებული ანალიტიკური ხელსაწყოს მეშვეობით, დინამიკურ რეჟიმში შეგეძლება შემოსავლებისა და ქეშის მოძრაობისთვის თვალის დევნება. უფრო მეტი რჩევისათვის წაიკითხე სტატია და მოიშორე ბუღალტერიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ის, რაც ვისწავლეთ

როგორც ხედავ, ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია, თუმცა ის დიდ შრომას მოითხოვს. მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა,რომელის დათვლაც წამებში შეგიძლია კერნელის კალკულატორებით! კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს. კიდევ უამრავ მტერთან დაკავშირებითაც მოგვეძებნება სტატია!

კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და გახვიდე მსოფლიო ბაზარზე. 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გავიზიაროთ სამუშაო

გავიზიაროთ სამუშაო

ნუ გაუშვებ, გაუზიარე! Covid-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ტურბულენცია, დამქირავებლებს ოპერაციული დანახარჯების შემცირებას აიძულებს, რაც ძალიან ხშირად ადამიანთა სამსახურიდან გაშვებით მთავრდება. შეიძლება ეს ერთად ერთ გამოსავლადაც გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე არაა,...

ლიდერობა კრიზისის დროს

ლიდერობა კრიზისის დროს

როდის იყო რომ ბიზნეს სამყარო გაურკვევლობებით სავსე არ იყო? კოვიდ-19-ის, ისევე როგორც ყველა კრიზისის დროს, გაურკვევლობა და უიმედობა ბიზნეს-ლიდერებს სიკვდილის ანგელოზებივით ადგათ თავს. არაფერია იმაზე უარესი, როდესაც გარშემო ყველაფერი ნისლითაა დაფარული...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!