კოვიდ-რეზისტენტული ბიზნეს მოდელი

კოვიდ-რეზისტენტული ბიზნეს მოდელი

სტატიის სექციები

მართეთ სისტემები და არა ადამიანები

ბიზნესებმა კოვიდ-19-ის გავრცელების თანავე დაიწყეს იმაზე ფიქრი, თუ როგორც შეიცვლებოდა მათი მიწოდების ჯაჭვი, პროდუქტების მიწოდების გზა, თანამშრომელთა ფინანსური მდგომარეობა, სამუშაო გარემო და ა.შ. მაგრამ უმეტესობას არც კი გაუფიქრია რეზისტენტული ბიზნეს მოდელის შესახებ.

ბიზნესის განგრძობადობის ტრადიციულ გეგმებში ბიზნეს მოდელის მდგრადობას ხშირად ვერ ვხვდებით, რაც არ იქნებოდა ასეთი დიდი ტრაგედია, ბაზარი წონასწორობაში რომ იყოს და რეცესია არ გვედგეს ცხვირწინ. მოცემულ გარემოებაში აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ბიზნეს მოდელი ისევე გამძლე და ადაპტირებადია გარე რყევების მიმართ, როგორც ბიზნესის სხვა ასპექტები.

ამაში დასარწმუნებლად ხუთ ნაბიჯიან პროცედურას შემოგთავაზებთ:

ფაზა I: არსებული ბიზნეს მოდელის ფორმულირება

დაიწყეთ ძირითადი მომხმარებლის იდენტიფიცირებით. ეს ნებისმიერი ბიზნესის აუცილებელია. შემდეგ იფიქრეთ ღირებულების შეთავაზების, შესაძლებლობებისა და ფინანსური მოდელების შესახებ. მაგალითად:

  • მომხმარებელი: ვინ არის ჩვენი მთავარი მომხმარებელი?

ღირებულების შეთავაზება: რა პრობლემის გადაჭრის გზას ვთავაზობ კლიენტს და რატომ უნდა იყიდოს მან ის?

შესაძლებლობები: რა ტიპის ეკოსისტემური პარტნიორები მჭირდება, რომ შეთავაზების აღსრულება შევძლო?

ფინანსური მოდელები: შემოსავლების რომელ მოდელს ვიყენებთ ჩვენი მთავარი მომხმარებლებისთვის?

ფაზა II: გამოავლინეთ უზუსტობები

გუნდთან ერთად დასხედით და ბიზნესის ყველა ასპექტი ცალ-ცალკე გააანალიზეთ. შეეცადეთ დაინახოთ თუ რა ნაწილებია გარე რყევებისგან დაუცველი და რომლები საჭიროებს შეცვლას. ეს ზუსტი მეცნიერება არაა და იდეალურ დიაგნოსტიკას ვერასდროს ჩაუტარებთ ბიზნესს, თუმცა ამ მომენტზე მიზანი კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული და გამოწვევადი პოტენციური დარტყმებისგან თავდაცვაა.

მაგალითად, საცალო მაღაზიისთვის ასეთი რყევა შემდეგი იქნებოდა — მომხმარებლები მაღაზიაში ვეღარ შემოდიან და გამყიდველებსა და კონსულტანტებთან კონტაქტში აღარ შედიან.

შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მსგავსი სიტუაციები ჩამოწეროთ თქვენი ბიზნესისთვის.

ფაზა III: გააანალიზეთ მათი გავლენა

ზუსტობებისა და სუსტი წერტილების შემდეგ უნდა გააანალიზოთ თითოეული მათგანი რა გავლენას იქონიებს ბიზნესის კეთილდღეობაზე. ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზს ცალკეული სტრუქტურა აქვს, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება:

  • ზეგავლენის კატეგორიების შემუშავება
  • პერიოდების მიხედვით განაწილება
  • ციკლური ეფექტების დადგენა
  • გაყიდვების რიცხვზე ზეგავლენის განსაზღვრა
  • ზემოქმედების პარამეტრების გაანალიზება
  • რისკების ურთიერთდამოკიდებულების იდენტიფიცირება

ამ პროცესში თქვენი ბიზნესის ყველა დეპარტამენტი ჩართული უნდა იყოს.

ფაზა IV: ცვლილებების შემუშავება

ახლა უკვე, როდესაც ისიც რა უნდა შეცვალოთ, დროა დაფიქრდეთ, თუ როგორ შეცვალოთ ესა თუ ის ელემენტი. დასხედით და “იბრეინშტორმინგეთ”, ყველაზე სულელური იდეებიც კი ჩაიწერეთ. გირჩევთ ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით ფიქრს დიდი დრო დაუთმოთ. მაგალითად:

როდესაც ხელისუფლება ფიზიკურ სივრცეებს კეტავს ან თავად ადამიანები აღარ დგამენ ფიზიკურ მაღაზიებში ფეხს, სავარაუდოდ ეს დიდ გავლენას იქონიებს იმ ბიზნესებზე, რომლებიც ამ გზით აწვდიან კლიენტს პროდუქტებს.

ჩინეთში, გადამყიდველებმა თავიანთი ფიზიკური სივრცე დისტრიბუციის ცენტრებად და საწყობებად გადააქციეს, თავად კი მიტანის სერვისი შეიმუშავეს. ამ გზით მათ დაზოგეს პროდუქტების გადაზიდვისა და შენახვის ხარჯები და ონლაინ გაყიდვები გაზარდეს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ინტერნეტ გაყიდვების ზრდას, სწრაფ რეაგირებასა და დრეკადობას უზრუნველყოფთ.

ფაზა V: შეიტანეთ ცვლილებები

საბოლოოდ იდეების პრაქტიკაში განხორციელების დროც დადგება. მართალია პირველი ოთხი ანალიტიკური ფაზა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა იმპლემენტაციის ფაზაც არანაკლებ ვიტალურია, ასე, რომ ნუ მიაფუჩეჩებთ ამ ბოლო ნაბიჯს.

ცვლილებების შეტანის დროს დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ბიზნეს გეგმის ყველა ელემენტი ერთმანეთს ებმოდეს და შიდა რყევებს არ იწვევდეს.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მენეჯერობიდან ლიდერობამდე

მენეჯერობიდან ლიდერობამდე

მენეჯერი აკონტროლებს, ლიდერი კი ავითარებს. მხოლოდ იმიტომ, რომ მენეჯერის პოზიცია გიკავია, არ ნიშნავს, რომ ლიდერი ხარ. თითქოს და ამ ორ ტიტულს შორის იერარქიულად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ამ ერთი...

მარკეტინგული ხარჯის ტიპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე

მარკეტინგული ხარჯის ტიპები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდე

გაიგე რა შედის მარკეტინგულ ხარჯებში და დაივიწყე მომაბეზრებელი კითხვები ბიუჯეტის გადანაწილებისას. დარწმუნებულები ვართ, რომ შენი ბიზნესის პროდუქციის ან მომსახურების დარეკლამება ერთხელ მაინც მოგსვლია აზრად. ნებისმიერი ამგვარი რეკლამირება გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული....

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!