როგორ დავიცვათ თავი ფინანსური კრიზისისგან

როგორ დავიცვათ თავი ფინანსური კრიზისისგან

სტატიის სექციები

ისევ დავუბრუნდით ჩახლართულ ფინანსებს და მათ მნიშვნელობას დღევანდელ დღეს. სიტყვა კომპლექსური ან რთული ფინანსების წინ ხშირად გამოიყენება, მაგრამ დამეთანხმები, კერნელის ფინანსური კალკულატორების დახმარებით ყველა გამოთვლა მარტივდება. სწორედ ასე მუშაობს საჭირო ინფორმაციის დროულად გაგებაც. 

ალბათ აჯობებდა ეს სტატია ერთი წლის წინ, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე დაგვეწერა, როდესაც თითქმის ყველა ჩვენგანმა თავი ფინანსურ კრიზისში ამოყო, მაგრამ სხვა სტატიებიც მოგვეძებნება პანდემიისაგან თავდასაცავად. თუმცა, არც ახლაა გვიანი. ჩვენს საყვარელ ფრაზას შეგახსენებ – “ყველა პრობლემის მოგვარება მათ დაწყებამდეა შესაძლებელი”. გაიხსენე შარშანდელი წელი, ფინანსური კრიზისი არსაიდან გამოჩნდა და თითქმის მთელი მსოფლიოს ბიზნესები დაატერორა. ამ სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით თუ როგორ აირიდო თავიდან ამგვარი ფინანსური კრიზისი და შეხვდე გამოწვევებს მომზადებული.

გახსენი ანაბარი

ანაბარი ეს არის მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. არსებობს ვადიანი, ზრდადი და მოთხოვნამდე ანაბრები. შესაძლოა სარგებელი მიმდინარე ანგარიშებსაც დაერიცხოს. როგორც წესი, კომერციული ბანკები ანაბრის სინონიმად იყენებენ დეპოზიტს. 

რაც უფრო დიდია დეპოზიტის ვადა, მით უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი. მარტივად რომ ვთქვათ, შენ მიერ შეტანილი თანხა დაგროვდება და უსაფრთხოდ იქნება. ახლა კი გავერკვათ ანაბრის სახეობებში:

ვადიანი ანაბარი – ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების  მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია. ვადიანი ანაბარი იხსნება დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით. 

ზრდადი ანაბარი – ზრდადი ანაბარი ვადიანი ტიპის ანაბარია, რომელიც იხსნება კონკრეტული ვადით და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით. ზრდად დეპოზიტზე მომხმარებელს საშუალება აქვს ანაბრის თანხა შეცვალოს ზრდის მიმართულებით. რიგ შემთხვევაში ბანკები განსაზღვრავენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დასამატებელი თანხის მინიმალურ ოდენობასა და პერიოდულობას. როგორც ვადიანი ანაბრის შემთხვევაში ზრდადი ანაბარიც დაახლოებით 3-იდან 24თვემდე ვადით იხსნება. საბავშვო ანაბარი ზრდადი დეპოზიტის მსგავსად გარკვეული ვადით იხსნება და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს დაამატოს მისთვის სასურველი თანხა. ამ შემთხვევაში ანაბრის ვადა შესაძლოა იყოს ბავშვის სრულწლოვანებამდე: 2-დან მაქსიმუმ 18 წლამდე.

ვადიანი და ზრდადი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი სრულად გაიტანს მის მიერ დაგროვილ თანხას, თუმცა ვერ მიიღებს იმ სარგებელს, რაც თავდაპირველად, ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული. 

მოთხოვნამდე (შემნახველი) ანაბარი – მოთხოვნამდე/შემნახველი ანაბარი არის უვადო სახის დეპოზიტი, რომელსაც ერიცხება გარკვეული საპროცენტო სარგებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს შემნახველ დეპოზიტებზე თანხა შეცვალოს როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით. ოპერაციების წარმოების პერიოდულობა შეუზღუდავია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ანაბრის თანხის დღიური განაღდების ლიმიტი არის დაწესებული. მომხმარებელი თანხის გატანის შემთხვევაში იხდის გარკვეულ განაღდების საკომისიოს. ზოგიერთ შემთხვევაში ნაღდი სახით შეტანილი თანხის გამოტანა უფასოა.  ჩვეულებრივ, შემნახველ დეპოზიტებზე საპროცენტო სარგებელი ნაკლებია სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით.

როგორც წინა ნაწილში ვისაუბრეთ, არსაიდან შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და შენ სათადარიგო თანხის გარეშე აღმოჩნდე. შორს რომ არ წავიდეთ, შარშან დაწყებულმა კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა გადანახული თანხის მნიშვნელობა. 

სწორედ ასეა შენი ბიზნესიც. გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან თავის დასაზღვევად გახსენი ანაბარი, თანხის დაგროვებსთან ერთად, ხელიც არ წაგიცდება მის წინასწარ გამოტანაზე. ამასთან ერთად სწრაფი იგივე Emergency Budget -ის შექმნაში ანაბარიც დაგეხმარება. ბიუჯეტის შექმნაზე კი ქვევით ვისაუბრებთ. 

გახადე გადახდის სისტემა ავტომატიზირებული

ეს რჩევა უფრო მეტად უნდა გაითვალისწინო, თუკი თვის განმავლობაში სისტემატიურად გავიწყდება გადასახადების გადახდა, იქნება ეს კომუნალური თუ სესხის დროული დაფარვა.  ყველაზე ცუდ შემთხვევაში ან ამერიკულ ფილმში რომ ვიყოთ შენზე “თავებზე მონადირე” დაიწყებდა ნადირობას, თუმცა საქართველოში ყველაზე ცუდი ვარიანტი ესაა სესხის პროცენტის ზრდა ან დავალიანებისგან გამოწვეული ჯარიმა. 

მგონი პირველი ვარიანტი აჯობებდა ორმაგი თანხის გადახდას? ერთი სიტყვით, თუკი გინდა რომ სესხებისა და კრედიტების გადახდის გადაცილებისგან გამოწვეული ჯარიმა ან უბრალო ხასიათი არ გაიფუჭო, გირჩევთ თავად ბანკს დაუკავშირდეთ. საქართველოს ბანკის მობილბანკში არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელშიც ერთჯერადად განახორციელებ გადახდას, თუმცა ტრანსაქციას შეინახავ როგორც “ყოველთვიური”. აპლიკაცია თავად გადაურიცხავს მონიშნულ პიროვნებას თანხას. 

ავტომატიზაციაზე ისე ვერ ვისაუბრებთ, თუკი კერნელის ინვოისების განმეორებად ფუნქციას არ შევეხებით. კერნელით ახლა უკვე განმეორებადი და ავტომატურად გაგზავნადი ინვოისების შექმნა შეგიძლია. აპლიკაციას განმეორებადი ინვოისებისათვის ცალკე ადგილიაქ ამიტომ, ისინი ერთჯერად ინვოისებთან არ აგერევა. კერნელზე მეტის გასაგებად მიყევი ბმულს.

შექმენი ბიუჯეტი

ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მოდი ისევ გადავხედოთ ბიუჯეტირების მნიშვნელობას ფინანსებში.

ბიზნესის ბიუჯეტი შენი ბიზნესის ფინანსების მიმოხილვაა. მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია როგორც შენი ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლებისა და ხარჯების ჩათვლით), ასევე გრძელვადიანი ფინანსურ მიზნებზე, როგორიცაა გაფართოება, ახალი თანამშრომლების დამატება თუ სხვა.

ბიუჯეტი გეტყვის თუ სად უნდა შეამცირო ხარჯები და გაზარდო შემოსავალი. ის დაგეხმარება განსაზღვრო ხარჯების შემცირების ან  შემოსავლის გაზრდის მიმართულება. ნათლად დაგანახებს რაში იხარჯება ზედმეტი თანხა ან სადაა ეკონომიის შესაძლებლობა.

ახლა, როცა გავიგეთ, რატომაა ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანი, მოდი გადავხედოთ უშუალოდ შექმნის პროცესს.

  • განსაზღვრე პერიოდი – განსაზღვრე, თუ რა პერიოდზე გსურთ პირადი ბიუჯეტის შედგენა. შენი მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე პირადი ბიუჯეტი შეიძლება ნებისმიერ პერიოდზე შედგეს. ის შესაძლოა 1 კვირის, 1 თვის, 1 კვარტლის, 1 წლის ან სხვა, უფრო ხანგრძლივ პერიოდზე იყოს განსაზღვრული.
  • განსაზღვრე საპროგნოზო შემოსავალი – მას შემდეგ, რაც აირჩევ ბიუჯეტისთვის პერიოდს, განსაზღვრეთ საპროგნოზო, ანუ სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ელოდებით. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის საპროგნოზო წყაროები და თითოეული მათგანის გასწვრივ მიუთითე მომდევნო პერიოდის ანუ მომავალი 1 თვის განმავლობაში მისაღები შემოსავლები.
  •  
  • გაითვალისწინე საპროგნოზო ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები – ფიქსირებული ხარჯები, არ იცვლება ყოველთვიურად, მაგალითად, შენობის იჯარა, კომუნალური გადასახადი, ბანკის სესხის პროცენტი, დაბეგვრა. ამგვარი დაბეგვრის გამოთვლა შეგიძლია მოაგვარო წამებში კერნელის კალკულატორების დახმარებით. ცვლადი ხარჯები კი ისეთ არაგანმეორებით ხარჯებს მოიცავს, როგორიცაა საჭირო ინვენტარის შეძენა, სახელფასო ბონუსები, სალონის შემთხვევაში პროდუქტის სხვადასხვა ოდენობის შეძენა და სხვა მრავალი. ბიუჯეტში ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, რომ სწორად შეძლო განსაზღვრული პერიოდის პოლოს სავარაუდო ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
  • გამოიანგარიშე საპროგნოზო მოგება – გამოაკელი მთლიან საპროგნოზო შემოსავალს მთლიანი საპროგნოზო ხარჯი. თუ შენი ხარჯები შემოსავალს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი „დეფიციტურია“ და ფინანსური სირთულეები გარდაუვალია.

თუ ნაშთი 0-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება შემოსავლების 10%-ს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავლებიდან გარკვეული თანხა გრჩება, მაგრამ დანაზოგის შესაქმნელად არც თუ ისე ოპტიმალური მოცულობით.

თუ მიღებული სხვაობა შემოსავლების 10%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თავისუფალი თანხა გრჩება, რომელიც შეგიძლიათ დანაზოგების შესაქმნელად გამოიყენო. ბიუჯეტის უკეთესად გასაგებად გაეცანი სტატიას.

დააეზღვიე

შენი ბიზნესის და არამხოლოდ ბიზნესის დაზღვევას უამრავი დადებითი თვისება აქვს. მაგალითად:

  • დარწმუნებული იქნები, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს შენს ზარალს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს. 
  • ამასთანავე, ძირითადად სადაზღვეო გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც დავუშვათ შენობაში ხანძრის შემთხვევაში მიიღებ. 
  • ის გაშორებს ზედმეტ ნერვიულობას, თავს “დაზღვეულად” და უსაფრთხოდ გაგრძნობინებს.  

ჩვენ კი, როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად შენს ჯიბეს და ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ამიტომ არასდროს არ დაგენანოს დაზღვევაში გადახდილი თანხა. გაეცანი სტატიას სხვა ფინანსურ რისკებზე.

ის, რაც ვისწავლეთ

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა უნდა ქნა ფინანსური კრიზისის მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად. 

  • გახსნა ანაბარი
  • გახადო გადახდის სისტემა ავტომატიზირებული
  • შექმნა თვის ბიუჯეტი
  • დააზღვიო ყველაფერი ღირებული

თუკი სტატიას გადაახტი და ეს რამოდენიმე რჩევა ასე მოკლედ წაიკითხე, კიდევ ერთი რჩევაც გაითვალისწინე და მთლიანად გადაიკითხე. 

როგორც ხედავ, ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია, თუმცა ის დიდ შრომას მოითხოვს. მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა,რომელის დათვლაც წამებში შეგიძლია კერნელის კალკულატორებით! კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს. კიდევ უამრავ მტერთან დაკავშირებითაც მოგვეძებნება სტატია!

კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და ფეხი მოიკიდო ბაზარზე. 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
რა უნდა იცოდეს ყველა მცირე მეწარმემ

რა უნდა იცოდეს ყველა მცირე მეწარმემ

მცირე მეწარმის საქმიანობა ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესის მფლობელის, უამრავ მცირე დეტალზე ზრუნვას ითვალისწინებს. რამდენადაც გასაკვირი არუნდა იყოს, კომპანიის წარმატებისათვის მოწესრიგებული ფინანსები ან კარგი მარკეტინგული სტრატეგია საკმარისი არ არის. ბიზნესის უშუალო...

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი

როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

ბრენდი — თქვენი კომპანიის პიროვნება წინა სტატიაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ იმის გაგება, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, არაფრის მომცემია თუ ქმედება არ მოყვა. ამიტომ, დღეს უშუალოდ ბრენდინგის პროცესს მიმოვიხილავთ. ბრენდის შექმნის...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!