როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი

სტატიის სექციები

Გინდა გაიგო როგორ გამოიყენო შენი ფინანსები გონივრულად და  მაქსიმალურად აიცილო თავიდან ზედმეტი ხარჯები? Გაეცანი სტატიას და დაივიწყე თანხის უაზრო განაწილება.

Წარმოგვიდგენია, რა გამაღიზიანებელია, როცა შენი ბიზნესის ხარჯები თვის ბოლოს გაცილებით მეტი აღმოჩნდება ვიდრე გათვლილი გქონდა. Ახალი ბიზნესის წამოწყება ყველასთვის უამრავი დოკუმენტისა და საბუთების დასტასთან ასოცირდება.  Კომპანიის შექმნის პერიოდში გიწევს გაითვალისწინო ყოველი მცირე დეტალიც კი, რათა მიიღო მაქსიმალური მოგება, რაც შეიძლება მცირე დროში.

Ამგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად სულ რამოდენიმე საფეხური დაგჭირდება! Გაეცანი სტატიას და გაიგე როგორ გადაანაწილო კომპანიის სამომავლო დანახარჯები და შეხვდი გამოწვევებს მომზადებული!

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი

რა არის და რატომ არის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი? 

სანამ მის შედგენას დავიწყებთ, გავერკვათ რა არის ბიუჯეტი და რა როლი აკისრია მას.

ბიზნესის ბიუჯეტი შენი ბიზნესის ფინანსების მიმოხილვაა. მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია როგორც შენი ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლებისა და ხარჯების ჩათვლით), ასევე გრძელვადიანი ფინანსურ მიზნებზე, როგორიცაა გაფართოება, ახალი თანამშრომლების დამატება თუ სხვა.

ბიუჯეტი გეტყვის თუ სად უნდა შეამცირო ხარჯები და გაზარდო შემოსავალი. ის დაგეხმარება განსაზღვრო ხარჯების შემცირების ან  შემოსავლის გაზრდის მიმართულება. ნათლად დაგანახებს რაში იხარჯება ზედმეტი თანხა ან სადაა ეკონომიის შესაძლებლობა.

ასევე თუ აპირებ ბიზნეს სესხის მისაღებად განაცხადის შეტანას ან ინვესტორების დაფინანსების მოზიდვას, მათ უნდა მიაწოდო დეტალური ბიუჯეტი, რომელშიც აღწერილი იქნება კომპანიის შემოსავალი და ხარჯები. 

მაგალითად, ავიღოთ ელონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი. ის ყოველთვის საგულდაგულოდ იცავს გაწერილი ბიუჯეტის წესებს, იმის მიუხედავად, რომ მისი ქონება 180 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მასკი საკუთარი კომპანიების მოგების უმეტესობას ახალი პროექტების შესაქმნელად იყენებს.

Დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელონს პროფესიონალთა მრავალკაციანი ჯგუფი ეხმარება ფინანსების სწორ ინვესტიციაში, თუმცა მცირე ბიზნესის მფლობელებისათვის  თანხების მიზანმიმართული გადანაწილებისათვის ეს სტატიაც საკმარისია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტი დაგეხმარება გაიგო, თუ რამდენი ფული გაქვს და რა რაოდენობის ჩადება გჭირდება ბიზნესის მიზნების მისაღწევად.

მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, თუ რატომაა ბიუჯეტი მნიშნელოვანი:

  • ბანკირებსა და სხვა ფინანსისტებს შეიძლება სურდეთ ბიუჯეტის ნახვა, როდესაც სესხს ითხოვთ.
  • თანამშრომლები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბიუჯეტზე, რათა მათ გაიგონ რა ტემპით ვითარდება ბიზნესი და შეექმნათ მოტივაცია.
  • ინვესტორები და ინკუბატორები, ბიზნესის პერსპექტივების შესაფასებლად, ყოველთვის ითხოვენ ბიუჯეტის ამა თუ იმ ფორმით წარდგენას.

Როგორ გავწეროთ ბიუჯეტი?

ახლა, როცა გავიგეთ, რატომაა ბიზნეს ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანი, მოდი გადავხედოთ უშუალოდ შექმნის პროცესს.

  • განსაზღვრე პერიოდი – განსაზღვრე, თუ რა პერიოდზე გსურთ პირადი ბიუჯეტის შედგენა. შენი მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე პირადი ბიუჯეტი შეიძლება ნებისმიერ პერიოდზე შედგეს. ის შესაძლოა 1 კვირის, 1 თვის, 1 კვარტლის, 1 წლის ან სხვა, უფრო ხანგრძლივ პერიოდზე იყოს განსაზღვრული. 
როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?
  • განსაზღვრე საპროგნოზო შემოსავალი – მას შემდეგ, რაც აირჩევ ბიუჯეტისთვის პერიოდს, განსაზღვრეთ საპროგნოზო, ანუ სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ელოდებით. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის საპროგნოზო წყაროები და თითოეული მათგანის გასწვრივ მიუთითე მომდევნო პერიოდის ანუ მომავალი 1 თვის განმავლობაში მისაღები შემოსავლები.
  • გაითვალისწინე საპროგნოზო ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები – ფიქსირებული ხარჯები, არ იცვლება ყოველთვიურად, მაგალითად, შენობის იჯარა, კომუნალური გადასახადი, ბანკის სესხის პროცენტი, დაბეგვრა. Ამგვარი დაბეგვრის გამოთვლა შეგიძლია მოაგვარო წამებში კერნელის კალკულატორების დახმარებით. ცვლადი ხარჯები კი ისეთ არაგანმეორებით ხარჯებს მოიცავს, როგორიცაა საჭირო ინვენტარის შეძენა, სახელფასო ბონუსები, სალონის შემთხვევაში პროდუქტის სხვადასხვა ოდენობის შეძენა და სხვა მრავალი. ბიუჯეტში ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, რომ სწორად შეძლო განსაზღვრული პერიოდის პოლოს სავარაუდო ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
  • გამოიანგარიშე საპროგნოზო მოგება – გამოაკელი მთლიან საპროგნოზო შემოსავალს მთლიანი საპროგნოზო ხარჯი. თუ შენი ხარჯები შემოსავალს აჭარბებს. ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტი „დეფიციტურია“ და ფინანსური სირთულეები გარდაუვალია.

თუ ნაშთი 0-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება შემოსავლების 10%-ს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი შემოსავლებიდან გარკვეული თანხა გრჩება, მაგრამ დანაზოგის შესაქმნელად არც თუ ისე ოპტიმალური მოცულობით.

თუ მიღებული სხვაობა შემოსავლების 10%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ თვის ბოლოს თავისუფალი თანხა გრჩება, რომელიც შეგიძლიათ დანაზოგების შესაქმნელად გამოიყენო.

როგორ შევადგინოთ ბიუჯეტი?

ბიუჯეტის მაგალითი

Მეტი თვალსაჩინოებისათვის ყველაფერი ერთ მარტივ მაგალითში შევაჯამოთ. ვთქვათ, კომპანია “ალფას” მესაკუთრემ, გიორგიმ, ჩვენი სტატიის წაკითხვის შემდეგ, ბიუჯეტის შექმნა გადაწყვიდა.

გიორგი ჯერ დაჯდება და თავისი კომპანიის ისტორიულ მონაცემებს შეაგროვებს. 2020 წლის იანვრის თვისთვის მისი რიცხვები ასე გამოიყურებოდა:

შემოსავალი:

  • პროდუქტის გაყიდვები: 20,000 ლარი
  • ინვესტიციის შემოსავალი: 5,000 ლარი
  • მთლიანი შემოსავალი:  25,000 ლარი

Ხარჯები:

ფიქსირებული ხარჯები

  • ქირა: 1,000 ლარი
  • ინტერნეტი: 50 ლარი
  • სახელფასო ხარჯები: 5,000 ლარი
  • დაზღვევა: 50 ლარი
  • იურიდიული მომსახურება: 100 ლარი

სულფიქსირებული ხარჯები: 6,200 ლარი

ცვლადი ხარჯები

  • საშემოსავლო გადასახადი: 5,000
  • ელექტროენერგიის გადასახადი: 120 ლარი
  • ნედლეული: 5,000 ლარი
  • რეკლამის ფასი: 700 ლარი

სულ ცვლადი ხარჯები: 10,820 ლარი

ხარჯები: 17,020 ლარი

მთლიანი შემოსავალი 25,000 

მთლიანი ხარჯები 17,020

ამ ინფორმაციაზე დასკვნებით გიორგი საბოლოო დასკვნას გამოიტანს: მისი წლიური მოგება იქნება მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი ხარჯები:

25,000 – 17,020 = 7,980

ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით, მას უკვე შეუძლია ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება თავისი ხარჯებისა და შემოსავლების წყაროებთან დაკავშირებით. მაგალითად რამდენი დახარჯოს ნედლეულზე ან რა ოდენობის დანაზოგის გაკეთება შეუძლია ყოველთვიურად, რომ რაღაც დროის შემდეგ ბიზნესის გაფართოების დაფინანსება შეძლოს.

ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები

ამ მონაცემების გამოყენება, მას მომავალი თვეების ბიუჯეტის დასაგეგმადაც შეუძლია. ამისათვის სწორი დაშვებების გაკეთებაა საჭირო. მაგალითად, თუ თებერვალში ის ახალი კადრების აყვანას აპირებს, მაშინ მისი სახელფასო ხარჯები აუცილებლად გაიზრდება. ან თუ ახალ ოფისში გეგმავს გადასვლას, რომლის ქირაც ახლანდელზე ნაკლები იქნება, მაშინ მისი ქირის ხარჯები შემცირდება. და მაინც ყველაზე ოპტიმალური გზა ესაა წინასწარი ბიზნეს გეგმა, რომელიც შეამზადებს დაწყებით ბიზნესს მომავალი გამოწვევების წინაშე, წაიკითხე სტატია რამოდენიმე წუთში და დაზოგე დრო და ენერგია!

ამ დაშვებებისა და მოლოდინების უკან აუცილებლად უნდა იდგეს მიზანი. მაგალითად, გიორგისთვის ეს მიზანი შეიძლება ბიზნესის გაფართოება იყოს, რომლისთვისაც თვიური 10,000 ლარის მოგება სჭირდება მარტის ბოლოსთვის.

ამ მიზნისა და დაშვებების გათვალისწინებით, გიორგის უკვე შუეძლია გამოთვალოს, თუ თვიურად რა პროცენტულობით უნდა გაზარდოს თავისი შემოსავლები, ან/და შეამციროს ხარჯები, რომ ამ მიზანს მიაღწიოს. ამისათვის შემდეგი სამი დაშვება ავიღოდ:

  1. თებერვალში ქირის ხარჯი 20%-ით შემცირდება
  2. თებერვალში სახელფასო ხარჯი 25%-ით დაიზრდება

ვიგულისხმოთ, რომ ყველა სხვა ხარჯი უცვლელია.

გამოდის, რომ თებერვალში მისი თვიური ხარჯები 18,070 ლარს გაუტოლდება.

თუ გიორგის სურს, რომ თებერვალში 10,000 ლარის ოდენობის მოგება ნახოს, მაშინ მისი შემოსავლები 28,070 ლარს უნდა უდრიდეს, მაშინ როცა იანვრის ბოლო მისი შემოსავლები 25,000 ლარს უდრიდა.

რამდენი პროცენტით უნდა გაზარდოს გიორგიმ თავისი შემოსავალი, თებერვლის თვეში, რომ 10,000 ლარიანი მოგება ნახოს?

ამისათვის შემდეგ კალკულაციას ვაწარმოებთ:

შემოსავლის ზრდის ტემპი = (სასურველი შემოსავალი – არსებული შემოსავალი) / არსებული შემოსავალი

ჩვენი რიცხვები ჩავსვათ:

შემოსავლის ზრდის ტემპი = (28,070 – 25,000) / 25,000 = 12%

გამოდის, რომ გიორგიმ თავისი შემოსავლები 12%-ით უნდა გაზარდოს, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. Ამ პროცესის გასამარტივებლად ისწავლე როგორ აირიდო ბუღალტრული პრობლემები რამოდენიმე წუთში!

დასკვნა

გული არ დაგწყდეს თუ ციფრები ზუსტად არ დაემთხვევა ერთმანეთს, ყოველთვის შესაძლებელია არსაიდან გამოჩნდეს გაუთვალისწინებელი ხარჯი. Როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, კომპანიის მართვა სირთულეებით და გამოწვევებითაა სავსე, გაეცანი კერნელის სტატიებს ბიზნეს სამყაროს შესახებ და გაიმარტივე წარმატებისაკენ მიმავალი გზა.   

ფინანსური ისტორიის მქონე კომპანიისათვის ბიუჯეტის შექმნა გაცილებით მარტივია, რადგან მას შეუძლია დაეყრდნოს წინა თვის ფინანსურ ისტორიას და მასზე დაფუძნებით გააკეთოს დაშვებები. 

ბიუჯეტის გარდა მცირე ბიზნესის მფლობელს მრავალ უცხო გამოწვევასთან უწევს გამკლავება. გაეცანი 5 რჩევას კერნელისაგან მცირე ბიზნესისათვის და შეამცირე დრო შენს პირველ მოგებამდე! 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

ყველაფერი იმ ცარიელი დახლებით დაიწყო, რომლებზეც ტუალეტის ქაღალდი უნდა დებულიყო, მაგრამ არ იდო. ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ალბათ აბსურდულად გეჩვენებათ, მაგრამ პანდემიის საწყის პერიოდში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ავსტრალიაში, ტუალეტის...

ქრაუდფანდინგი ისტორიის განმავლობაში

“ქრაუდფანდინგი მოხოლოდ ფულის შეგროვება არაა. ის ადამიანების საერთო მიზნისთვის გაერთიანებას გულისხმობს. არა მდიდარი და ძლევამოსილი, არამედ ისეთი ჩვეულებრივი ადამიანების, როგორებიც მე და თქვენ ვართ.”- ჟოზეფინ დეილმანსი. თუ თქვენ ბოლო ათწლეულის...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!