როგორ ვმართოთ ფინანსური რისკები

სტატიის სექციები

დაბრუნდა დრო, როცა კვლავ ფინანსებზე ვიწყებთ საუბარს. ფინანსები ხომ ბიზნესის განუყოფელი და შეიძლება თამამად ითქვას ყველაზე ჩახლართული ნაწილია. მათი მართვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან კომპანიის ციფრებში მცირე გადაცდომამაც კი შესაძლოა სავავალო შედეგამდე, ბიზნესის ლიკვიდაციამდეც კი მიგვიყვანოს. 

წარმოგვიდგენია, რა რთულია, როცა ყოველ სამუშაო დღეს ფიქრობ – “როგორ არ გავკოტრდე?” ; “შეიძლება ამ პატარა სესხმა ჩემი ნაშრომი შეიწიროს?” და ა.შ. ერთი სიტყვით, “ფინანსური რისკები” შენს გონებას არ ტოვებს და მუდმივად თავს გახსენებს. მართლაც, თუ გავიხსენებთ კომპანიების გაკოტრების მთავარ მიზეზებს კვლავ არასწორ ფინანურ გადაწყვეტილებებამდე ჩავალთ. 

თუმცა ძალიან არ ინერვიულო. როგორც წინა სტატიებში ავღნიშნეთ, ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა დასაწყისშივე ბევრად უფრო მარტივია. ამიტომაც, ფინანსური რისკების თავიდან ასარიდებლად, წაიკითხე სტატია ბოლომდე და დამეშვიდობე ფინანსური რისკებისაგან გამოწვეულ თავისტკივილს.

დააზღვიე შენი კომპანია

შენი ბიზნესის დაზღვევას უამრავი დადებითი თვისება აქვს. მაგალითად:

  • დარწმუნებული იქნები, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს შენს ზარალს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს. 
  • ამასთანავე, ძირითადად სადაზღვეო გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც დავუშვათ შენობაში ხანძრის შემთხვევაში მიიღებ. 
  • ის გაშორებს ზედმეტ ნერვიულობას, თავს “დაზღვეულად” და უსაფრთხოდ გაგრძნობინებს.  

საქართველოში არსებობს უამრავი კარგი სადაზღვეო კომპანია, რომელთანაც გააფორმებ კონტრაქტს და შენი ყველა იმ პუნქტს დააკმაყოფილებ, რომლებზეც ზევით ვისაუბეთ.

გახსენი ანაბარი

რადგან ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს რისკებზე, მოდი შევეხოთ ანაბარს, რომელიც, ჩვენი აზრით, ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს. 

მოკლედ რომ ავხსნათ, ანაბარი ესაა შენი პირადი ანგარიში ბანკში, რომელზეც ფულს სისტემატიურად რიცხავ, კონტრაქტიდან გამომდინარე, და რომლიდანაც თანხის აღება კვლავ კონტრაქტში მითითებული დროის შემდეგ შეგიძლია. 

როგორც წინა ნაწილში ვისაუბრეთ, არსაიდან შესაძლოა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და შენ სათადარიგო თანხის გარეშე აღმოჩნდე. შორს რომ არ წავიდეთ, შარშან დაწყებულმა კოვიდ პანდემიამ ნათლად დაგვანახა გადანახული თანხის მნიშვნელობა. 

სწორედ ასეა შენი ბიზნესიც. გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან თავის დასაზღვევად გახსენი ანაბარი, თანხის დაგროვებსთან ერთად, ხელიც არ წაგიცდება მის წინასწარ გამოტანაზე. 

გქონდეს გასვლის სტრატეგია

თემა, რომელსაც ვერ გავექცევით ესაა გასვლის იგივე “Exit Strategy”. რადგანაც ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა იფიქრო თუ რა შეიძლება მოჰყვეს მას და როგორ უნდა დაასრულო იგი. 

ოპტიმისტური მოლოდინები ცალსახად სასიამოვნოა, მაგრამ ბიზნეს გარემოში რეალისტური თვალთახედვით უნდა შეაბიჯო და თვალი გაუსწორო იმ ფაქტს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო შესაძლოა მოგიწიოს, ან უმჯობესი იყოს ბიზნესიდან გასვლა (exit), ანუ მისი დატოვება ან გაყიდვა.

ამიტომ მზად უნდა გქონდეს სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ გააკეთებ ამას ამა თუ იმ შემთხვევაში. ფინანსური რისკი კი შესაძლოა ამავე სტრატეგიის არასწორად წარმართვამ გამოიწვიოს. ამის თავიდან ასარიდებლად, გაეცანი სტატიას გასვლის სტრატეგიაზე.

შექმენი გამართული ბიზნეს გეგმა

ბიზნეს გეგმა უკვე არაერთხელ ვახსენეთ, რადგან ის წარმატებული ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. მასში მოცემულია კომპანიის მიზანი, ბაზრის სტრატეგია და რაც მთავარია, ფინანსების მართვის მენეჯმენტი.

მგონი უკვე მიხვდი, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება ფინანსურ მხარეს ბიზნესში. მართლაც, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განშტოებაა და საკმაოდ თავბრუდამხვევიც. კომპანიის შექმნამდე დაწერილი ფინანსების წარმართვის სტრატეგია წინ გადადგმული რამოდენიმე ნაბიჯია და დაგვიჯერე, აუცილებლად საჭიროც. 

ზედმეტი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ყველაფერი, რაც გეგმის დასაწერად დაგჭირდება ამ სტატიაშია მოცემული.

დაიხმარე პროფესიონალი

ფინანსური რისკების მართვის დროს საუკეთესო დახმარებას მაინც პროფესიონალი ფინანსისტი გაგიწევთ. ამ ნაწილში ეკონომიას განსაკუთრებით არ გირჩევთ. თავიდან არ მოგიყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური რისკების მართვა, თუმცა ის ფაქტი, რომ მისთვის ცალკე პროფესიაც არსებობს ამაზე ნათლად მეტყველებს. 

ფინანსური რისკების მართვის მენეჯერი მოაწესრიგებს შენს ფულს და გაგაცნობს ყოველ გადაწყვეტილებასთან თანმდევ ფინანსურ რისკს. ამიტომ მისი გაწეული სამუშაო შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. 

შექმენი ბიუჯეტი 

ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მოდი ისევ გადავხედოთ ბიუჯეტირების მნიშვნელობას ფინანსებში.

ბიზნესის ბიუჯეტი შენი ბიზნესის ფინანსების მიმოხილვაა. მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია როგორც შენი ფინანსების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლებისა და ხარჯების ჩათვლით), ასევე გრძელვადიანი ფინანსურ მიზნებზე, როგორიცაა გაფართოება, ახალი თანამშრომლების დამატება თუ სხვა.

ბიუჯეტი გეტყვის თუ სად უნდა შეამცირო ხარჯები და გაზარდო შემოსავალი. ის დაგეხმარება განსაზღვრო ხარჯების შემცირების ან  შემოსავლის გაზრდის მიმართულება. ნათლად დაგანახებს რაში იხარჯება ზედმეტი თანხა ან სადაა ეკონომიის შესაძლებლობა.

ასევე თუ აპირებ ბიზნეს სესხის მისაღებად განაცხადის შეტანას ან ინვესტორების დაფინანსების მოზიდვას, მათ უნდა მიაწოდო დეტალური ბიუჯეტი, რომელშიც აღწერილი იქნება კომპანიის შემოსავალი და ხარჯები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტი დაგეხმარება გაიგო, თუ რამდენი ფული გაქვს და რა რაოდენობის ჩადება გჭირდება ბიზნესის მიზნების მისაღწევად.

მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, თუ რატომაა ბიუჯეტი მნიშნელოვანი:

  • ბანკირებსა და სხვა ფინანსისტებს შეიძლება სურდეთ ბიუჯეტის ნახვა, როდესაც სესხს ითხოვთ.
  • თანამშრომლები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ბიუჯეტზე, რათა მათ გაიგონ რა ტემპით ვითარდება ბიზნესი და შეექმნათ მოტივაცია.
  • ინვესტორები და ინკუბატორები, ბიზნესის პერსპექტივების შესაფასებლად, ყოველთვის ითხოვენ ბიუჯეტის ამა თუ იმ ფორმით წარდგენას.

თუკი გადაწყვეტ ბიუჯეტის შედგენას, ამაშიც დაგეხმარებით. წაიკითხე სტატია და სულ რამოდენიმე საფეხურში შექმენი იდეალური ბიუჯეტი. 

ის, რაც ვისწავლეთ

როგორც ხედავ, ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია, თუმცა ის დიდ შრომას მოითხოვს. მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა,რომელის დათვლაც წამებში შეგიძლია კერნელის კალკულატორებით! კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს. კიდევ უამრავ მტერთან დაკავშირებითაც მოგვეძებნება სტატია!

კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და ფეხი მოიკიდო ბაზარზე. 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
გავიზიაროთ სამუშაო

გავიზიაროთ სამუშაო

ნუ გაუშვებ, გაუზიარე! Covid-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ტურბულენცია, დამქირავებლებს ოპერაციული დანახარჯების შემცირებას აიძულებს, რაც ძალიან ხშირად ადამიანთა სამსახურიდან გაშვებით მთავრდება. შეიძლება ეს ერთად ერთ გამოსავლადაც გეჩვენებოდეთ, მაგრამ ასე არაა,...

რა არის ლიკვიდაცია და რა როლი აკისრია მას ბიზნესში

წაიკითხე სტატია, გაიგე რა არის ლიკვიდაცია, რის გამო მიმართავენ მას და დროულად გამოიყენე ის შენს სასარგებლოდ! აი მივადექით საკითხს, რომელსაც ბუღალტრულ აღრიცხვაში და ბიზნეს სამყაროში  განსაკუთრებული ადგილი უკავია. თვალნათელია, რომ...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!