ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

ტუალეტის ქაღალდების გაკვეთილი

სტატიის სექციები

ყველაფერი იმ ცარიელი დახლებით დაიწყო, რომლებზეც ტუალეტის ქაღალდი უნდა დებულიყო, მაგრამ არ იდო.

ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი ალბათ აბსურდულად გეჩვენებათ, მაგრამ პანდემიის საწყის პერიოდში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკასა და ავსტრალიაში, ტუალეტის ქაღალდების რადიკალური უკმარისობა იყო.

საბედნიეროდ, ჩვენთან ეს პრობლემა ჯერ არ დამდგარა და იმედია არც დადგება. ისე, რომ ითქვას, ქართველები ამ საკითხში დიდად გამოუცდელნი არ ვართ. 60-იან წლებამდე ტუალეტის ქაღალდს ვერ იყიდდით მაღაზიაში. საბჭოთა მწარმოებლები ფიქრობდნენ, ამდენი გაზეთი გამოდის და ტყუილად რატომ ვხარჯოთ ფული და რესურსები კიდევ დამატებით სისულელეშიო.

ტუალეტის ქაღალდების მასიური წარმოება მხოლოდ 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ისიც იმიტომ, რომ მასზე უდიდესი მოთხოვნა მძვინვარებდა, კილომეტრიანი რიგები იდგა იმდენად რთულად საშოვნელი იყო. დეფიციტის აღმოფხვრა კი 80-იან წლებამდე ვერ მოხერხდა.

მოკლედ, ასეა თუ ისე, სულ ერთი თვის წინ ბევრი ქვეყანა ზუსტად ასეთ დღეში იყო. ადამიანები მაღაზიაში შედიოდნენ, დაცარიელებულ დახლებს გაოცებულნი აშტერდებოდნენ და უცებ ხვდებოდნენ, თუ რამდენად დიდი როლი ეკავა ტუალეტის ქაღალდს მათ ცხოვრებაში.

ასე უცბად და მოულოდნელად, მოთხოვნა 27%-ით გაიზარდა. წარმოიდგინეთ, ტუალეტის ქაღალდის მწარმოებელი ხართ და უცებ ხედავთ, რომ უპრეცედენტო სისწრაფითა იყიდება თქვენი საქონელი და ყველა მასზე ლაპარაკობს, რას გააკეთებდით?

უცნაური რაღაცები ხდება. ახლავე განახებთ თუ რეალურად რა გააკეთეს მწარმოებლებმა. არ გეგონოთ, რომ ეს ბიზნესისთვის არარელევანტური თემაა, ბრენდის იმიჯისა და ხასიათის ცვლილებისა და მნიშვნელობის ასეთ რეალურ მაგალითს იშვიათად თუ ნახავთ.

რბილი გაყიდვების დროა

ტუალეტის ქაღალდის ინდუსტრია მაშინვე ჩაერთო სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში და თავისი მესიჯები მთლიანად არსებულ კრიზისს მოარგო. ადამიანებს ახლა ყველაზე მეტად კომფორტი და სტაბილურობის განცდა სჭირდებათ და ცოტა იუმორიც.

ზუსტად ამ ელემენტებზე დაყრდნობით Quilted Northern-მა შექმნა ვიდეო, რომელშიც წარმოებისა და მიწოდების პროცესი იყო წარმოჩენილი. ამით მათ თქვეს, რომ ისინი არ წყვეტენ წარმოებასა და მიწოდებას და ისევე დაუღალავად გააგრძელებენ მუშაობას, როგორც ადრე. სასიამოვნოა, როდესაც კომპანია სტაბილურობის განცდას გიქმნის და ყველაფრისდა მიუხედავად შენი კომფორტის უზრუნველყოფაზე ზრუნავს.

ამასთანავე, კლიპში ცალსახად ჩანს, რომ კომპანია არსებული კრიზისის გამოწვევებს არ გაურბის და პირიქით მორგებას ცდილობს. კომპანიის დირექტორის თანახმად:

“ახლა ყიდვისკენ მოწოდების დრო არაა. ბრენდ-იმიჯი ასეთ დროს ყველაფერია. მომხმარებლებს უნდა დავანახოთ, რომ ეს პანდემია ყველას გვეხება და რომ კეთილდღეობის შენარჩუნების ერთად ერთი გზა კოოპერაცია და გვერდში დგომაა. ჩვენ 1901 წლიდან ვაწარმოებთ ტუალეტის ქაღალდებს და არც ამ გაჭირვების ჟამს არ ვაპირებთ მომხმარებლების მიტოვებას.“

Cottonelle-იც ამავე აზრზეა და მსგავს გამამხნევებელ მესიჯებს ავრცელებს. კომპანიამ ასეთი ინიციატივაც კი წამოიწყო — #ShareASquare, რომელიც ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის მქონე ადამიანების დახმარებას ემსახურება. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე ვინმეს ტუალეტის ქაღალდს გაუზიარებს და ამის შესახებ ნახსენები ჰეშთეგის გამოყენებით სოციალურ მედიაზე დაპოსტავს, კომპანია 1$-ს სწირავს საქველმოქმედო ფონდს. მეტიც, მათ ერთი მილიონი ტუალეტის ქაღალდის და ასევე ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ქველმოქმედებაც გაიღეს.

https://youtube.com/watch?v=mwQ1metUv2o%3Fautoplay%3D0%26mute%3D0%26controls%3D1%26origin%3Dhttps%253A%252F%252Fbeka126.wixsite.com%26playsinline%3D1%26showinfo%3D0%26rel%3D0%26iv_load_policy%3D3%26modestbranding%3D1%26enablejsapi%3D1%26widgetid%3D1

Cottonel-ის ბრენდ მენეჯერი კენ ჩამპა ამბობს:

“კრიზისის დადგომისთანავე მივხვდით, რომ, როგორც ტუალეტის ქაღალდის ეროვნულ ბრენდს, დახმარების გაღების უნიკალური შესაძლებლობა გვქონდა. ასეთ დროს არ უნდა შეგვეშინდეს ემპათიის გამოვლენის.“

კომპანიის საქველმოქმედო კამპანიას ხელი შეუწყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომედიური შოუს წამყვანმა ჯიმი კიმელმაც. ამის შემდეგ კამპანია ამერიკის საზღვრებს გასცდა და კანადაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და სამხრეთ აფრიკაშიც პოპულარული გახდა.

ბრენდის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ დავინახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსმინო შენს მომხმარებლებს და რაც შეიძლება სწრაფად და სწორად აუდგა ფეხი მათ მოთხოვნილებებს.

სტარტაპებიც მსგავს რელსებზე არიან

მაღაზიის დახლების დაცარიელებასთან ერთად ხალხმა, ახალი წყაროს საპოვნელად, გააფთრებით დაიწყო „ტუალეტის ქაღალდის“ დაგუგლვა, რის შედეგადაც ბევრმა აღმოაჩინა სტარტაპი Bippy, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილი იყო. Bippy-ს ტუალეტის ქაღალდი ბამბუკის ბოჭკოსგან მზადდება და მომხმარებლებს სხვადასხვა ფერის ნაწარმს სთავაზობს.

წარმოიდგინეთ, ყველანაირი ძვირფასი სარეკლამო კამპანიის გარეშე, ბრენდის გაყიდვები 800%-ით გაიზარდა. სულ ერთ-ორ დღეში იმდენი ქაღალდი გაყიდეს, რამდენსაც ადრე სამი თვის განმავლობაში ყიდდნენ.

სტარტაპის დამფუძნებელი ლიზა ფრეიმი ამბობს:

“რამდენიმე თვის წინ უბრალო სტარტაპი ვიყავით და გვიხაროდა, როცა სამ-ოთხ შეკვრას ვყიდდით. უცებ მარტის თვეში ათობით შეკვრის ყიდვა დაიყო ხალხმა და ყბა ჩამოგვივარდა.“

ასეთი ტუზის დაცემის შემდეგ Bippy-მ გადაწყვიტა ფეხი აეწყო კრიზისისთვის და სამომხმარებლო დახმარება (customer service) ემოციური დახმარებით შეცვალა (emotional support). აი ნახეთ:

ყოველ დღე საღამოს ექვსიდან რვა საათამდე კომპანიის ცხელი ხაზი ღიაა ყველასთვის ვისაც უბრალოდ საუბარი სურს. კარანტინობანას დროს კი უამრავი მარტოსული ადამიანია კიდევ უფრო მარტოსულ სახლებში გამოკეტილი, რომლებიც ადამიანური ურთიერთობების მცირე დოზაზე ოცნებობენ.

„ჩვენ ტუალეტის ქაღალდის ბრენდი ვართ. ტუალეტზე ჯდომის დროს კი რას აკეთებს ადამიანი? ტელეფონით ერთობა. ჰოდა, ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ამ დროს თუ საკომუნიკაციოდ გამოვიყენებდით. აქამდე ყურადღების მისაპყრობად სულ ბრძოლა გვიწევდა. ახლა კიდევ საჩუქრებად ყიდულობენ ჩვენს ტუალეტის ქაღალდებს. ჩვენც ხელიდან არ ვუშვებთ ამ შესაძლებლობას, რომ ადამიანებს დავანახოთ თუ რის შესახებაა ჩვენი ბრენდი და რატომ უნდა მოგვცენ შანსი.“

– ამბობს ფრეიმი.

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის საწყისები - ნაწილი II

დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ წინა სტატიაში ციფრული მარკეტინგის განმარტებასა და სახეობებზე ვისაუბრეთ. ახლა კი მოდით უშუალოდ ციფრული მარკეტინგის პრაქტიკა განვიხილოთ და ვნახოთ თუ როგორ და რისთვის იყენებენ მას ბიზნესები და როგორ წარმართავენ ამ...

სახლ-ოფისი

სახლ-ოფისი

სახლის ედემი თითქმის ორი თვეა უკვე სახლში ვსხედვართ და ჯდომისგან წელ-კისერ-ფეხებ ატკიებული ვმუშაობთ. როგორ შეიძლება პროდუქტიული იყო, როდესაც ტკივილს განიცდი? თან, როგორც ბევრს ეგონა, თურმე სახლის ედემი თურმე არც თუ...

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!