ზოგი რამ, რაც უნდა იცოდე ბიზნესის დაწყებამდე

სტატიის სექციები

გაიგე ბიზნესის დასაწყებად საჭირო ზოგი რამ ერთ სტატიაში!

ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავ? ეს სტატია სწორედ შენთვისაა. როგორც წესი, ახალი ბიზნესის წამოწყება ახალ თავგადასავლებთან ასოცირდება. თავიდან ძალიან მოტივირებული და აღფრთოვანებული ხარ. თვალგზას გიბნებს გაბუქებული მომავალი შემოსავალი და დროებით პატარა პრობლემებსაც გავიწყებს.

თუმცაღა, არაერთხელ აღგვიღნიშნავს, რომ კომპანიის მართვა, რამდენაც მცირეც არუნდა იყოს იგი, ურთულესი საქმიანობაა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. პატარა უმნიშვნელო პრობლემიდან თავისუფლად შეიძლება წარმოიქმნას დიდი გადაუჭრელი ბარიერი, რომელსაც ბიზნესის ლიკვიდაცია მოჰყვება. 

იმისათვის რომ ყველაფერი წესების მიხედვით და ხელშეუშლელად წარიმართოს საჭიროა რამოდენიმე საფეხურის გავლა, რომელსაც ამ სტატიაში დაწვრილებით შემოგთავაზებთ. 

1. დახვეწე შენი იდეა

თუ ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრობ, სავარაუდოდ უკვე გაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რისი გაყიდვა გსურს, ან თუნდაც იმ ბაზარზე, რომელში შესვლაც გინდა. მოიძიე უკვე არსებული კომპანიები შენს მიერ არჩეულ ინდუსტრიაში. შეიტყვე რას აკეთებენ ბრენდის ამჟამინდელი ლიდერები და გაერკვიე, თუ როგორ შეგიძლია ამის გაკეთება უკეთესად. თუ ფიქრობ, რომ შენს ბიზნესს შეუძლია ისეთი რამის მიწოდება, რასაც სხვა კომპანიები არ აკეთებენ, ან მყარი იდეა გაქვს და მზად ხარ ბიზნეს გეგმის შესაქმნელად მაშინ:

დასვი კითხვა –  “რატომ”

კარგია იმის ცოდნა, თუ რატომ იწყებ შენს ბიზნესს. ამ პროცესში, გონივრული იქნება, განასხვავო ემსახურება თუ არა ბიზნესი პიროვნებას, თუ რატომ მაინც და მაინც ეს კონკრეტული ბაზარი. როდესაც შენი მიზეზი ორიენტირებულია საჭიროების დაკმაყოფილებაზე ბაზარზე შენი ბიზნესის მასშტაბი ყოველთვის უფრო დიდი იქნება ვიდრე ბიზნესი, რომელიც შექმნილია პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.  დასვი კითხვა – “რატომ ვქმნი ამ პროდუქტს? ვინმეს ჭირდება ეს პროდუქტი? ვის ჭირდება? რაში ჭირდება? და ა.შ. ანუ რა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება ის მომხმარებელს.

განვიხილოთ ფრენჩაიზი

ფრენჩაიზი რომ მარტივად ავხსნათ ამაში კოკა-კოლის და ბადრი ჭყონიას დახმარება დაგვჭირდება. ბ. ბადრიმ იყიდა კოკა-კოლის ფრენჩაიზი. მისი ლოგო, წყობა, ბიზნეს გეგმა და რაც მთავარია სახელი. ამიტომ კიდევ ერთი ვარიანტია უკვე არსებული კომპანიის ფრენჩაიზის გახსნა. კონცეფცია, ბრენდის მიმდევრობა და ბიზნესის მოდელი უკვე არსებობს. რაც წინ დიდად გადადგმული ნაბიჯია.

იფიქრეთ შენი ბიზნესის სახელზე

მიუხედავად იმისა, თუ რომელ ვარიანტს აირჩევთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შენი იდეის სახელის დასაბუთება. ყოველთვის უმჯობესია უპირველესად მოიფიქრო კომპანიის სფერო და შემდგომ მიანიჭო მას სახელი. ბიზნესის სახელი შენს ბრენდთან პირდაპირ კავშირშია. ზოგჯერ სახელმა შეიძლება თავადვე მოგიყვეს კომპანიის საქმიანობაზე. ის ასევე უნდა იყოს მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი.

განსაზღვრე შენი მომხმარებლები

ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელსაც დამწყები ბიზნესის მფლობელები უშვებენ ესაა არასწორი მომხმარებლისათვის პროდუქციის რეკლამირება. წარმოიდგინე, შენ გაქვს პამპერსების ქარხანა, სადაც მხოლოდ დიდი ზომის პამპერსებს აწარმოებ. რა თქმა უნდა, გექნება გარკვეული შემოსავალი, თუმცა პამპერსები ძირითადად პატარა ბავშვებისთვისაა და შენ უამრავ პოტენციურ კლიენტს დაკარგავ. 

ამიტომ არ დაგენანოს დრო და სხვა რესურსი სწორი მომხმარებლის დასადგენად. 

შენი მომხმარებლის საპოვნელად ისევ და ისევ კვლევების ჩატარება დაგჭირდება. რაშიც ეს სტატია დაგეხმარება. 

  1. დაწერე ბიზნეს გეგმა

იდეის შემუშავების შემდეგ, საკუთარ თავს უნდა დაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა: რა არის შენი ბიზნესის მიზანი? ვის ყიდი პროდუქციას? რა არის შენი საბოლოო მიზნები? როგორ დააფინანსებ ბიზნესის დაწყების ხარჯებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია კარგად დაწერილ ბიზნეს გეგმაში.

მცირე ბიზნესის მფლობელი ბევრ შეცდომას უშვებს სწორი ბიზნეს გეგმის უქონლობის გამო. შენ უნდა იპოვო სამიზნე მომხმარებელი, რაზეც ზევითაც ვისაუბრეთ. ვინ აპირებს შეიძინოს შენი პროდუქტი ან მომსახურება? თუ ვერ იპოვე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შენს იდეაზე მოთხოვნაა, მაშინ რა აზრი ექნება შენს წამოწყებას?

ჩაატარე ბაზრის კვლევა

შენს სფეროში ბაზრის საფუძვლიანი კვლევის ჩატარება და პოტენციური კლიენტურის დემოგრაფია ბიზნეს გეგმის შემუშავების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს გულისხმობს გამოკითხვების ჩატარებას, ფოკუს ჯგუფების გამოკვლევას, SEO– ს და საზოგადოებრივი მონაცემების კვლევას.

ბაზრის კვლევა დაგეხმარება გაიგო სამიზნე მომხმარებელი – მათი საჭიროებები, შეღავათები და ქცევა – ასევე შენი ინდუსტრია და კონკურენტები. მცირე ბიზნესის მრავალი პროფესიონალი გვირჩევს დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვებას და კონკურენტული ანალიზის ჩატარებას შენი ბაზრის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების უკეთ გასაგებად.

გაითვალისწინეთ გასვლის სტრატეგია

ასევე კარგია შენი ბიზნეს გეგმის შედგენისას გაითვალისწინო გასვლის სტრატეგია. ის წარმოქმნის გარკვეულ იდეას იმის შესახებ, თუ როგორ გამოხვალ საბოლოოდ ბიზნესიდან. 

შექმენით კომპანიის პროფილი

კომპანიის პროფილში იგულისხმება: კომპანიის ისტორია, პროდუქტები და სერვისები, სამიზნე ბაზარი და მომხმარებლები, რესურსები და უნიკალური მახასიათებლები. კომპანიის პროფილი თქვენი კომპანიის პიროვნებაა, თავისი მახასიათებლებით, შესაძლებლობებითა და მიზნებით.

ხშირად ამ ინფორმაციას ვებგვერდის „ჩვენ შესახებ“ სექციაში ათავსებენ, თუმცა მისი გამოყენება ბიზნეს გეგმაშიც შეგიძლიათ….არა, შეგიძლიათ კი არა, უეჭველად უნდა გამოიყენოთ. სხვაგვარად ბიზნეს გეგმა უბრალოდ ფაქტების მშრალი ნაკრები გამოვა.

მოკლედ, კომპანიის პროფილის შედგენა, საქმეს გაგიმარტივებთ. არ დაგავიწყდეს შენი ბიზნესის ორგანიზაციული ფორმის არჩევა, რომლებზეც დაწვრილებით ამ სტატიაში შეიტყობ. 

ახსენით თუ „რატომ“

როდესაც ინვესტორს ან თანაგუნდელს ბიზნეს გეგმას უზიარებ, უნდა დაანახო, თუ როგორი მოტივირებული და შთაგონებული ხარ, რომ მართლა მაგრად გაინტერესებს ეს ბიზნესი და მხოლოდ ფულისთვის არ აკეთებ ყველაფერს. შეგიძლიათ დაშვებულ შეცდომებზეც კი ისაუბროთ, ოღონდ მოგვარების სურვილი და გეგმაც აუცილებლად მიაყოლეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმ ღირებულებებს, რომლებიც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ. ახსენით თუ რატომ გადარდებთ ეს პრობლემა, რატომ გინდათ მისი მოგვარება, რა ემოციური კავშირი გაქვთ თქვენს მასთან და ა.შ. არ შეგეშინდეთ თქვენი ადამიანური კუთხის გამოვლენა, პირიქით, ეს კარგიცაა, რადგან ზუსტად ეს ეუბნება ინვესტორს, რომ სადღაც ღრუბლებში არ დაფრინავთ და რეალისტურად უყურებთ ყველაფერს.

როდის უნდა დაწეროთ ბიზნეს გეგმა?

ნებისმიერ შემთხვევაში.

სხვანაირად ვერც თქვენ გაიცნობთ თქვენს ბიზნესს და ვერც სხვას გააცნობთ. ინვესტორის დაინტერესებაზე ხომ ლაპარაკიც არაა. ჰო გაგიგიათ — ადამიანმა ყველაზე კარგად ის იცის, რისი ახსნაც სხვისთვის შეუძლიაო. როგორც ყოველთვის, აქაც, წარუმატებლობის შემთხვევაში უკან დასახევი გზა არსებობს, რომელზეც დაწვრილებით ამ სტატიაში გაიგებ!

ბიზნეს გეგმა დაგეხმარება გაერკვე, თუ სად მიდის შენი კომპანია, როგორ გადალახავს ის პოტენციურ სირთულეებს და რა გჭირდება მისი შენარჩუნებისთვის. ბიზნეს გეგმის დასაწერად ჩვენს სტატიას შემოგთავაზებდი.

  1. მოაწესრიგე ფინანსები

ნებისმიერი ბიზნესის წამოწყებას თავისი ფასი აქვს, ამიტომ უნდა განსაზღვრო, თუ როგორ აპირებ ამ ხარჯების დაფარვას. გაქვს თუ არა საშუალება შენი სტარტაპის დასაფინანსებლად, ან დაგჭირდება თუ არა ფულის სესხება?უმჯობესია გაარკვიო რამდენი იქნება შენი ბიზნესის ღირებულება. ამავე ფინანსებში პრობლემების ასარიდებლად წაიკითხე სტატია.

უამრავი მცირე ბიზნესი კრახს განიცდის, რადგან მათი დანახარჯები საწყის კაპიტალზე ბევრად მეტია. ამის გამო ბიზნესი ვეღარ აღწევს თავის პირველ მოგებას და საბოლოოდ დიდ ვალად გადაიქცევა ხოლმე. 

ჩაატარე თანაბარი ანალიზი

ერთ-ერთი მეთოდით, რომლის საშუალებითაც შეგიძლია დაადგინოთ, რა თანხა გჭირდება, არის თანაბარი ანალიზის ჩატარება. ეს არის ფინანსური დაგეგმვის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ეხმარება ბიზნესის მფლობელებს განსაზღვრონ, როდის იქნება მათი კომპანია, პროდუქტი ან მომსახურება მომგებიანი.

ფორმულა მარტივია:

ფიქსირებული ხარჯები : მარჟაზე (იგივე ფასნამატი ფროდუქციაზე) – ცვლადი ხარჯები) = ნულოვანი მოგების წერტილი

ამ ფორმულით გაიგებ თუ რამდენის გამომუშავებაა საჭირო იმისათვის რომ შენი ბიზნესი შემოსავლიანი გახდეს. ფინანსების მოგვარებას ისე ვერ გავივლით, რომ ბიუჯეტი არ ვახსენოთ და მის შესაქმნელად სტატიაც არ შემოგთავაზოთ.

აქ მოცემულია სამი ყველაზე გავრცელებული მიზეზი კარგი ფინანსური ანალიზის ჩასატარებლად:

  • განსაზღვრე მომგებიანობა: ზოგადად, ეს ბიზნესის მფლობელის ყველაზე მაღალი ინტერესია.

ჰკითხე საკუთარ თავს: რამდენი შემოსავალია საჭირო, რომ ყველა ჩემი ხარჯი დაფაროს? რომელი პროდუქტები ან მომსახურება მიზრდის მოგებას და რომელი იყიდება ზარალით? ამის მარტივად გასაგებად გამოიყენე კერნელის ფინანსური კალკულატორები.

დაფინანსების ვარიანტები

შენი ბიზნესის საწყისი კაპიტალი შეიძლება მოვიდეს სხვადასხვა საშუალებით. ბიზნესის დაფინანსების საუკეთესო გზა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კრედიტუნარიანობაზე, თანხის ოდენობაზე და არსებულ ვარიანტებზე.

ბიზნეს სესხები

თუ გჭირდება ფინანსური დახმარება, კომერციული სესხი ბანკის საშუალებით კარგი ამოსავალი წერტილია, თუმცა ამის უზრუნველყოფა ხშირად რთულია. ბანკმა შესაძლოა მოგთხოვოთ ბიზნესის ბიუჯეტი ან გეგმა, რაზეც დაწვრილებით ამ სტატიასი გაეცნობი. ბიზნეს სესხზე მეტის შესატყობად გაეცანი სტატიას.

ბიზნესის გრანტები

ბიზნესის გრანტები, როგორც წესი, ძალიან კონკურენტუნარიანია. როდესაც მცირე ბიზნესის გრანტის მოპოვებას ცდილობ, მოძებნე ისეთები, რომლებიც მხოლოდ შენს ბიზნესზეა მორგებული. ვარიანტები მოიცავს უმცირესობების საკუთრებაში მყოფ ბიზნეს გრანტებს, ქალთა საკუთრებაში მყოფ ბიზნესებზე გრანტებს და სახელმწიფო გრანტებს. 

საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო გრანტზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ამ საიტზე შეგიძლია.

ინვესტორები 

ახალ სტარტაპებს, რომლებიც წინასწარ საჭიროებენ მნიშვნელოვან დაფინანსებას, ინვესტორი ესაჭიროებათ. ინვესტორებს შეუძლიათ რამდენიმე მილიონი ინვესტიცია ან მეტი თანხა გამოუყონ ახალშობილ კომპანიას, იმ მოლოდინით, რომ მხარდამჭერებს რეალური როლი ექნებათ თქვენი ბიზნესის წარმართვაში და მიიღებენ მოგებას. 

უფრო მეტი რჩევისათვის გაეცანი სტატიას ფინანსებზე.

  1. აირჩიე ორგანიზაციული ფორმა

კომპანიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი თანმდევი პროცესია მისი ფორმის განსაზღვრა. არსებობს რამოდენიმე სახის შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ინდ. მეწარმე, სს (სააქციო საზოგადოება) და კპ (კოოპერატივი). შენთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტის არჩევა არამარტო ბიზნესის ფინანსებზე, კერძოდ, გადასახადების და დაბეგვრის თვალსაზრისით, იქონიებს გავლენას არამედ კომპანიისათვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარება. 

ბიზნესის ორგანიზაციული ფორმების შესახებ მეტის გასაგებად გადადი ამ ლინკზე. გაიგე რომელი კომპანია სარგებლობს გარკვეული უპირატესობებით და რომელი იბეგრება ორმაგად.

ფინანსების სწორ მენეჯმენტში კომპანიის ორგანიზაციულ ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობააქ. მაგალითად, შენ, მცირე ბიზნესის მფლობელმა, გადაწყვიტე დარეგისტრირდე როგორც ინდ. მეწარმე, შენ გექნება მაღალი ფინანსური მოტივაცია, რადგან მოგების მიმღები თავად შენ იქნები. გექნება დამოუკიდებლობა და მოქმედების თავისუფლება. 

თუმცა მონეტას ორი მხარე აქვს და მასაც გააჩნია უარყოფითი მხარეები : ინდ. მეწარმე ვალდებულებებზე თავისი კერძო ქონებით აგებს პასუხისმგებლობას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს წინა რჩევას პირადი და კომპანიის ფინანსების ერთმანეთში არევაზე. 

თუკი არჩევანს სააქციო საზოგადოებაზე შეაჩერებ, შენი ბიზნესი ორმაგად დაიბეგვრება (მოგების გადასახადი და დივიდენდის გადასახადი), რაც ახლად წარმოქმნილ მცირე სტარტაპის ბიუჯეტს ძალიან დააზარალებს. ალბათ, უკვე ცხადია, თუ რამხელა გავლენა აქვს ბიზნესის ორგანიზაციულ ფორმას მის ფინანსებზე. ამიტომ, არ დაგეზაროს და წაიკითხე შემდეგი სტატია.

ის, რაც ვისწავლეთ

როგორც ხედავ, ბიზნესის წამოწყება არც ისე რთულია, თუმცა ის დიდ შრომას მოითხოვს. მცირე ბიზნესებისათვის განსაკუთრებით ჩახლართულია ნებისმიერი ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან ისეთი დეტალებიც კი, როგორიცაა ვალუტის გაუფასურება, სესხის პროცენტის ზრდა, კოვიდ პანდემია, პირდაპირ აზარალებს მცირებიუჯეტიან კომპანიებს.

კომპანიის შიგნით არსებულ მდგომარეობას ასევე დიდი გავლენააქ ფინანსურ მხარეზე, ბიზნესში არეულობის ასარიდებლად გაეცანი სტატიას ქაოსზე. მიყევი კერნელის ყოველკვირეულ ბლოგებს და გაიგე, თუ როგორ გადალახო პირველი საფეხურები და გახვიდე მსოფლიო ბაზარზე. 

გამოიწერე სიახლეები


Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი და ბრენდინგი

ბრენდი მხოლოდ ადამიანების თავში არსებობს „ბრენდის განმარტება“ რომ დაგუგლოთ პირველივე გვერდზე განმარტების ორმოცდახუთ სხვადასხვა ვერსიას ამოგიგდებთ. იმდენად ბევრი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა არის ბრენდი, რომ ალბათ უფრო მარტივი...

რა არის ინვოისი

რა არის ინვოისი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

წაიკითხე სტატია, გაიგე რა არის ინვოისი და გამოიყენე ის სხვადასხვა მიზნისათვის შენი ბიზნესის სასარგებლოდ!  ბიზნესის ფლობა უამრავ დოკუმენტთან და ვალდებულებებთან ასოცირდება. დამწყები მცირე ბიზნესებისათვის უამრავი ამგვარი დოკუმენტი უცხო და თავბრუდამხვევია....

გამოიწერე ჩვენი ბლოგი!