მოხმარების წესები​

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და სს “კერნელს“ შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ სს “კერნელის” ვებგვერდის გამოყენებას. სს “კერნელის” ვებგვერდი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც სს “კერნელის” პლატფორმა.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას.

ვინაიდან მომხმარებელს სურს სს “კერნელის” მიერ ოპერირებად პლატფორმაზე გახსნას პირადი ანგარიში, რათა ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით და სს “კერნელის” მიზანია გაუწიოს მომხმარებელს ამგვარი მომსახურება, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან, დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებებით სარგებლობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და ანგარიშის დახურვა.

გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს სს “კერნელის” პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. სს “კერნელის” ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად. თქვენი პასუხისმგებლობაა, პერიოდულად შეამოწმოთ წესების განახლებები.

!!! კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.

2. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:

2.1 პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

2.2 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;

2.3 გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით;

2.4 ვებგვერდი - ნიშნავს www.kerneltools.com, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება;

2.5 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს სს “კერნელის”, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი. 406297877, რეგისტრირებული მისამართი. ხელოვანთა ქუჩა N14ა/ ვაზისუბნის Iმ/რ, მხატვრობის დას. N4/ ხელოვანთა ქუჩა N14;

2.6 მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად; წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.

2.7 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;

2.8 პლატფორმა - სს “კერნელის” მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს სს “კერნელის” ვებგვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;

2.9 საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

2.10 ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

2.11 უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ სს “კერნელისთვის” მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიციკაციო კოდი), რომელთა იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური პროდუქტის არხებით;

2.12 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;

2.13 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.

3. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

3.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსა და სისწორეზე, აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;

3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.

3.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.

3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს სს “კერნელის” ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;

3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

3.6 გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;

3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;

3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

3.9 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;

3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული სს “კერნელის” ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ სს “კერნელისთვის“ წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;

3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;

3.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, სს „კერნელისმა“, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;

3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;

3.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;

3.15 მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:

3.15.1 არღვევს მომსახურების პირობებს, კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;

3.15.2 არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;

3.15.3 არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;

3.15.4 შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;

3.15.5 მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.

3.16 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:

3.16.1 მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; აგრეთვე, აღნიშნულის საფუძველზე არაჯეროვანი შესრულებლით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

3.16.2 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;

3.16.3 ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;

3.16.4 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.

3.17 მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.

3.18 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:

3.18.1 ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;

3.18.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

3.18.3 იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.

4. კომპანიის სერვისები

14.1 კომპანია ვებ-გვერდის მომხმარებელს სთავაზობს წვდომას ინვოისების მართვისა და ფინანსური კალკულატორების პლატფორმაზე.

14.3 კომპანიის ვებგვერდის ან/და აპლიკაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საშუალებით ინვოისების გენერირების შემდეგ, ადრესატს მომხმარებლის მიერ მითითებულ ადრესატის ელ. ფოსტაზე ეგზავნება შეტყობინება მის სახელზე გამოწერილი ინვოისის არსებობის თაობაზე. შეტყობინება შეიცავს გამოწერილი ინვოისის სანახავად განკუთვნილ ჰიპერლინკს.

14.4 ადრესატი მიღებულ ჰიპერლინკზე დაკლიკებით გადამისამართდება პლატფორმაზე. ადრესატის მიერ მიღებული ინვოისის, ანგარიშფაქტურის/სასაქონლო ზედნადების დათვალიერების, აგრეთვე მის მიერ შესაბამისი ღირებულების გადახდისთვის სავალდებულო არ არის პლატფორმაზე რეგისტრაცია.

14.2 კომპანია მის მიერ 14.1. Პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ახორციელებს უსასყიდლოდ, მომხმარებლისგან რაიმე თანხის/საზღაურის მიღების გარეშე.

5. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა

5.1 კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ წესებისა და პირობების 4.2.2.1 ან 4.2.2.2. პუნქტის შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე.

5.2 მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

5.2.1 მომხმარებელი შედის ვებგვერდზე www.kerneltools.com

5.2.2 რეგისტრაცია შესაძლებელია 2 ფორმით:

5.2.2. მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს ელ-ფოსტის მისამართს, პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას“ (ასევე წოდებული „სტანდარტული რეგისტრაცია“); ან

5.3 მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.

5.4 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;

5.5 მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს hello@kernel.tools, ან ვებ გვერდზე არსებული სხვა საკომუნიკაციო არხებით) , იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;

5.6 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.7 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. სს „კერნელისი“ არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.

6. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები

6.1 მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე კომპანიისგან იღებს შეტყობინებებს მიღებულ ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებით და შეტყობინებებს კომპანიის მომსახურების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;

6.2 მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისათვის;

6.3 მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც კლიენტი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე მიღებულ ანგარიშფაქტურებსა/სასაქონლო ზედნადებებსა და შეტყობინებებს კომპანიისაგან;

6.4 მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.

7. ავტორიზაცია

7.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.

7.2 აპლიკაციით ავტორიზაციისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google+) გვერდ(ებ)ი და აპლიკაციაში შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში.

8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.

8.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.

8.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.

8.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.

8.5 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.

8.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან ვებგვერდს, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში

8.6.1 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;

8.6.2 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა

9.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

9.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის საფუძველზე.

10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

10.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი.

11. პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა

11.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე - www.kerneltools.com -ზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

11.2 პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

11.3 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.

12. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა

12.1  კომპანიას უფლება აქვს „წესებსა და პირობებში“, „კონფიდენციალურ პოლიტიკაში“ შეიტანოს ცვლილებები, რის შესახებაც გამყიდველს, დილერს, მყიდველს ეცნობება პირად ანგარიშში შესვლისთანავე. კერძოდ, პირად ანგარიშზე შესვლისას შესაბამის სუბიექტს შეეზღუდება პირადი ანგარიშის მართვა, მანამ სანამ შესაბამის ველში მონიშვნით არ დაეთანხმება სპეციალურ ფანჯარაში განთავსებულ, „წესებსა და პირობებში“ „კონფიდენციალურ პოლიტიკაში“  ცვლილებების შეტანის ტექსტს. თანხმობის გაცხადების შემდეგ ჩაითვლება, რომ შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო ცვლილებები და მას საშულება მიეცემა მართოს პირადი ანგარიში. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი სუბიექტი არ დაეთანხმება სპეციალურ ფანჯარაში განთავსებულ ცვლილებების შეტანის ტექსტს, იგი მონიშნავს შესაბამის გრაფას, რის შემდეგაც ვეღარ ისარგებლებს პერსონალური გვერდით და კომპანიას უფლება მიეცემა ცალმხრივად შეწყვიტოს ყველანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა გამყიდველთან, დილერთან, მყიდველთან;

12.2. კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს ვებ-გვერდის დიზაინი და ვებ-გვერდის თითოეული კომპონენტი, მათ შორის ავტორიზაციის, რეალიზაციის, საქონლის განთავსების, შეთავაზების, ყიდვა-გაყიდვისთვის, თანხის შეტანა/გამოტანის და სხვა პროცედურები;

13. ერთიანი ხელშეკრულება

13.1 წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

14. გარდამავალი დებულებები

14.1 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;

14.2 კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სს „კერნელის“ მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;

14.3 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

14.4 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში; მომხმარებელს, ამგვარი ცვლილების შესახებ ეცნობება კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში განთავსების გზით.

14.5 მომხმარებელს უფლება ექნება კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიის წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

14.6 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 13.5 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მომხმარებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში მისი განთავსებისთანავე

14.7 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას კომპანია განახორციელებს მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ცვლილების შესახებ. შემდგომ ვებგვერდის პირველივე გამოყენებისას გამოუჩნდება ფანჯარა განახლებული წესებითა და პირობებით/პერსონალურ მონაცემებთა დამუშავების პოლიტიკ(ებ)ით; მომხმარებელი ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას შეძლებს მხოლოდ თანხმობის ხელახლა გაცხადების შემდეგ;

14.8 მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;

14.9 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;

15. ფორს-მაჟორი

15.1. მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულებების შესრულებისაგან ისეთი გადაულახავი ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, რომლებიც ხელს უშლის ან აყოვნებს რომელიმე მხარის მიერ მის ვალდებულებათა შესრულებას და რომლის აღკვეთაც სცილდება ამ მხარის გონივრულ კონტროლს, და მიუხედავად ამ მხარის მიზანშეწონილი მოქმედებისა, შეუძლებელია იქნეს აღკვეთილი, თავიდან აცილებული ან გამოსწორებული;

15.2. მხარეები ვალდებულნი არიან ერთმანეთს აცნობონ ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შესახებ მათი დადგომიდან 48 საათის განმავლობაში. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ;

15.3. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს აღნიშნული ფორს-მაჟორული გარემოებების მოქმედების ვადის შესაბამისად;