ფინანსები - ორგანიზაციის სასიცოცხლო ძალა

ფინანსები, ფინანსები, ფინანასები

არ აქვს მნიშვნელობა საქმე სტარტაპს ეხება თუ წარმატებულ ბიზნესს — ფინანსური მენეჯმენტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. სწორი ფინანსური ორგანიზების გარეშე, ბიზნესი ვერასდროს მიაღწევს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს. ის ბიზნესის ოპერაციების მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ორგანიზაციაში ყველაფერი ფინანსური საქმეების დაგეგმვის, ორგანიზების, წარმართვისა და კონტროლის გარშემო ტრიალებს. ამ ყველაფრის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობის წარმოსაჩენად მოდით მასში შემავალი რამდენიმე აქტივობა ჩამოვთვალოთ:

  • ფიქსირებულ აქტივებში ზედმეტი ინვესტირებისთვის თავის არიდება
  • ქეშის მოძრაობის დაბალანსება
  • მოკლევადიანი სამუშაო კაპიტალის უზრუნველყოფა
  • გაყიდვების ისეთი სამიზნე ნიშნულების დასახვა, რომელიც ოპტიმალურ ზრდას მოიტანს.
  • პროდუქტებსა და სერვისებზე ისეთი ფასების დადება, რომელიც გაზრდის მთლიან მოგებას
  • ზოგადი და ადმინისტრაციული დანახარჯების კონტროლი და ყოველდღიური ოპერაციების წარმართვის რენტაბელური გზის გამონახვა
  • დავალიანებების მინიმიზაციის მიზნით, გადასახადების სწორი დაგეგმარება

თუ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნეთ სწორი ფინანსური მენეჯმენტის უდიდეს მნიშვნელობაში, მოდის მისი ბენეფიტები სამ კატეგორიად დავყოთ და ცალ-ცალკე განვიხილოთ: სტრატეგიული დონე, ინვესტირების პოლიტიკა და ოპერაციული პერსპექტივა. ბოლოსკენ კი სტარტაპებზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა.

სტრატეგიული დონე

როდესაც სტრატეგიულ დონეზე არსებულ ფინანსურ მენეჯმენტზე ვსაუბრობთ, ფაქტობრივად ფინანსური გეგმისა და ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებას ვგულისხმობთ. რაც, დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია.

ფინანსური კონტროლის მეშვეობით ფისკალური წლის დასასრულს არასასურველ სურპრიზებს აარიდებთ თავს. ბიუჯეტებსა და სტრატეგიულ ქსელებში დევიაციების აღმოჩენის უკეთესი გზა არ არსებობს.

ინვესტიციების პოლიტიკა

ინვესტიციები ნებისმიერი ბიზნესის განვითარებასა და გაზრდისთვის აუცილებელია, მაგრამ თუ მათ მკაცრად არ გააკონტროლებთ შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომელიც დიდ ზიანს მოგაყენებთ, მაგალითად — კომპანიის მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დისბალანსი.

მოკლედ, მას შემდეგი დანიშნულებები აქვს:

  • საინვესტიციო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების შეფასება
  • მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან აქტივებში ინვესტიციების დიფერენცირება
  • ინვესტიციებთან დაკავშირებული სესხის მენეჯმენტი

ოპერაციული პერსპექტივა

ოპერაციულ სტრატეგიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იმდენადვე მნიშვნელოვანია შემოსავლის გენერირებისთვის, როგორც დანახარჯების შემცირებისთვის. ფინანსური კონტროლი ორივე ასპექტის შესახებ დეტალურ და კონკრეტულ ინფორმაციას გაწვდით:

  • ფასების დადგენა
  • მარკეტინგული სტრატეგიების ეფექტურობის კონტროლი
  • ხარჯების სტრუქტურირება
  • ხარჯების შემცირება

ოპერაციული გადმოსახედიდან, ოპტიმალური ფინანსური კონტროლის მეთოდოლოგიით, შესაძლებელია ცალკეული ანგარიშების ერთიანი ბალანსით კონტროლი. უფრო მეტი ფინანსური რჩევისათვის გაეცანი სტატიას.

სტარტაპები

ცუდი ფინანსური მენეჯმენტი და ჩაძირული კარგი სტარტაპი განუყრელი მეგობრები არიან. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც სტარტაპები უშვებენ ფინანსური მენეჯმენტის უგულებელყოფაა. მათ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ დიდი ორგანიზაციებისთვისაა და, რომ თავად ფინანსების კონტროლის გარეშეც გაძვრებიან. ეს შეცდომა ნებისმიერ კარგ სტარტაპს ისე ჩაძირავს, რომ თვალსაც ვერ დაახამხამებენ.

ძალიან მარტივია განსხვავების დანახვა კარგი ფინანსური მენეჯმენტის მქონე სტარტაპსა და ცუდის მქონეს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ის სტარტაპები, რომლებიც საკმარისად ჭკვიანები არიან და ფინანსურ მენეჯმენტს ადრეული პერიოდიდანვე საკმარის ყურადღებას აქცევენ, უკეთესად ფუნქციონირებენ ოპერაციების დონეზე, უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და მონაცემებს უკეთესად ამუშავებენ. მომავალში პრობლემებისაგან თავის ასარიდებლად გაეცანი სტატიას.

“ვფიქრობ, რომ გამართული ფინანსების ქონა ნებისმიერ ბიზნესს დაეხმარება გადარჩენასა და განვითარებაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა. ალბათ არ იქნება არასწორი, თუ ვიტყვით, რომ ფინანსები ყველა ორგანიზაციის სასიცოცხლო ძალაა.” — ნანილ რუნგატა