როგორ წარვმართოთ ბრენდინგი?

ბრენდი — თქვენი კომპანიის პიროვნება

წინა სტატიაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მხოლოდ იმის გაგება, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, არაფრის მომცემია თუ ქმედება არ მოყვა. ამიტომ, დღეს უშუალოდ ბრენდინგის პროცესს მიმოვიხილავთ. ბრენდის შექმნის პროცესი, ანუ ბრენდინგი, შეგვიძლია ადამიანის შექმნას შევადაროთ. წარმოიდგინეთ, რომ სულ ახალ პიროვნებას ქმნით, რადგან ბრენდი ზუსტადაც, რომ კომპანიის პიროვნებაა.

განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

ბრენდინგის მთავარი მიზანი ამოცნობადობის, ნდობისა და მოხმარების რაოდენობის გაზრდაა. ამ ყველაფრის წყარო კი, ცხადია, მომხმარებელია, თანაც არა უბრალო მომხმარებელი, არამედ სამიზნე აუდიტორიის წევრი.

თუ ბრენდი სამიზნე აუდიტორიას არ ასახავს, მაშინ ვერასდროს ვერ გაზრდის თავის ხილვადობას. აუცილებელია გავიგოთ ვის ვესაუბრებით, რომ შემდეგ გადავწყვიტოთ, თუ როგორ ვესაუბროთ. ამაში იდეალური მოხმარებლის პორტრეტის შექმნა დაგეხმარებათ — ჩამოწერეთ თქვენი იდეალური მომხმარებლის ყველა რელევანტური მახასიათებელი, იქნება ეს მსყიდველობითი ჩვევები, დემოგრაფიული მაჩვენებლები, პიროვნული მახასიათებლები თუ რაიმე სხვა.

რა არის თქვენი მისია

რატომ შექმენით ბიზნესი? ცხადია, ფულის შოვნა ყველას უნდა, მაგრამ ცოტა ფართოდ შეხედეთ და ბიზნესის უკან მდგარ იდეაზე იფიქრეთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ რა მიზანს ემსახურება თქვენი ბრენდი. მაგალითად: კერნელის მისია პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის ნაცვლად, მცირე ბიზნესების მართვის გამარტივებაა.

თქვენი მისია, მიზანი, იდეა ბრენდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მისი ყველა დანარჩენი ელემენტი მათ გარშემო იგება.

ბრენდის მახასიათებლები და ბენეფიტები

სავარაუდოდ თქვენს ინდუსტრიაში კიდევ ბევრი სხვა კომპანიაცაა. ძლიერმა ბრენდინგმა დანარჩენებისგან უნდა გამოგარჩიოთ. დასვით კითხვა — „რას ვაკეთებთ ისეთს, რასაც სხვა არ აკეთებს, ანუ რა არის ჩვენი უნიკალური მახასიათებელი?“

დასხედით და ასეთი მახასიათებლების სია შეადგინეთ. ბიზნესის ყველა კუთხე-კუნჭული გამოიკვლიეთ: დიზაინი, მიწოდების ჯაჭვი, პროდუქტის მახასიათებლები და ეფექტურობა, ფასი, შეფუთვა და ა.შ.

ვიზუალური აქტივები

ამ საფეხურზე გადასვლისას წესით უკვე უნდა იცოდეთ თუ ვინ არიან თქვენი სამიზნე მომხმარებლები, რა მისიას ემსახურება თქვენი კომპანია და რითია სხვებისგან გამორჩეული. ყოველივე ეს ვიზუალურ მასალაში (ლოგო, ფერები, ფორმები, იკონოგრაფია, ტიფოგრაფია და ა.შ) უნდა იკითხებოდეს.

ფრთხილად იყავით, რომ ვიზუალური ქაოსი არ შემოგექმნათ. ყველა ელემენტი ერთმანეთთან უნდა იყოს კავშირში და რადიკალურად განსხვავებულ მესიჯებს არ უნდა აფრქვევდნენ.

იპოვეთ თქვენი ბრენდის ხმა

ახლა დაფიქრდით, თუ როგორ გსურთ, რომ თქვენი ბრენდი ჟღერდეს. სამიზნე აუდიტორიასთან კონტაქტის დიზაინი ბრენდინგის ერთ-ერთ ელემენტია. მომხმარებლებს თავიანთ ენაზე უნდა ესაუბროთ, სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ დაგაიგნორებენ.

დაწყებული სარეკლამო კამპანიებიდან, ბლოგითა და ბრენდის ისტორიით დამთავრებული, ყველა სახის ტექსტობრივი მასალა ერთ ტონს უნდა ატარებდეს. მიეცით მომხმარებლებს თქვენთან დაახლოების საშუალება, რომ მომავალში თქვენი ბრენდის ტონი ამოიცნონ.

ბრენდინგი პრაქტიკაში

ყოველივე ამის შემუშავების შემდეგ, დროა მოქმედება დავიწყოთ. მთელი თქვენი ციფრული და ფიზიკური აქტივების მასშტაბის უნდა მიმოაბნიოთ ბრენდინგის ელემენტები, თანაც ისე, რომ კონცეფციური ქაოსი არ შეიქმნას. დავიწყოთ ვებ გვერდით.

ვერბ გვერდი — ვებგვერდი თქვენი კომპანიის იდენტობის ფასადია. ამიტომ, აუცილებელია, რომ ბრენდს ზუსტად ირეკლავდეს. ლოგო, ბრენდის ფერები, ტიპოგრაფია და ქოფირაითინგი — ეს ვებგვერდის ბრენდინგის მთავარი ელემენტებია.

სოციალური მედია — პროფილის სურათები, ქავერები და ბრენდირებული ფოტო მასალა, ყველაფერი ბრენდზე უნდა საუბრობდეს თუმცა, ამას გარდა სოციალური მედია ის ადგილია, სადაც ბრენდი საუბრობს, გარკვეულწილად ის ბრენდის ენაა, ასე რომ აუცილებელია ბრენდის ტონი უკვე შემუშავებული გქონდეთ.

შეფუთვა — თუ ფიზიკური პროდუქციის ბიზნესი გაქვთ მაშინ პროდუქტის შეფუთვა ბრენდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაღაზიაში მობოდიალე ადამიანთან, ფაქტობრივად, ზუსტად მისი მეშვეობით შედიხართ კონტაქტში.

რეკლამირება — ბრენდის ხილვადობის გასაზრდელად ხშირად ბეჭდვით და ციფრულ რეკლამირებას მიმართავენ, ამიტომ აუცილებელია, რომ ყოველი სარეკლამო კამპანია თქვენს ბრენდს რელევანტურად წარმოაჩენდეს. აქ კომუნიკაცისი ელემენტები თქვენი კომპანიის მისია და უნიკალური მახასიათებლები უნდა იყოს.

ბრენდინგი სხვა არაფერია, თუ არა კომპანიის პიროვნების შექმნა, წარმოჩენა და ადამიანებისთვის გაცნობა. ბრენდზე და ბრენდინგზე მეტის გასაგებად გაეცანი სტატიას.